FM97.5 / LIVE

დღეს ახალციხეში სარალიძეების ოჯახის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

მთავარისიახლე, პოლიტიკა 01.06.2018
დღეს, პირველ ივნისს, 17:00 საათზე ახალციხის ცენტრალურ პარკში ახალგაზრდები სარალიძეების ოჯახის მხარდასაჭერად აქციას გამართავენ.

დღეს ახალციხეში სარალიძეების ოჯახის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

აქციას ახალგაზრდები სოციალურ ქსელში აანონსებენ:

„მოსამართლემ ერთი ბრალდებული გაამართლა, ხოლო მეორეს მუხლი გადაუკვალიფიცირა, გამოდის რომ ბიჭები მკვლელის გარეშე მოკლეს....

ეს არის ჩვენი ქვეყნის სირცხვილი, შერჩევითი სამართალი მეფობს ჩვენს ქვეყანაში, რასაც წერტილი უნდა დაესვას...

1 ივნისს, ახალციხის ცენტრალურ პარკში, თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ყოველგვარი პოლიტიკური პარტიებისგან დამოუკიდებელი ახალგაზრდები, სტუდენტები, ამ ქალაქში მცხოვრები რიგითი ადამიანები, სოლიდარობას ვუცხადებთ ზაზა სარალიძეს და ვიკრიბებით ახალციხის ცენტრალურ პარკში 17:00 საათზე, თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ჩვენ არ უნდა გავჩუმდეთ, არ უნდა დავხუჭოთ თვალი იმ უსამართლობაზე, რასაც დღეს ჩვენს ქვეყანაში სასამართლო თუ პროკურატურა ჩადის. დღეს თუ თვალი დავხუჭეთ ზაზა სარალიძის შვილის მკვლელობაზე, ხვალ შეიძლება ჩვენი შვილები იყვნენ შემდეგი.

ყველანი ერთად დავდგეთ და დავანახოთ შვილმკვდარ მამას, რომ ის სისტემასთან ბრძოლაში მარტო არაა! ჩვენ ერთად შევძლებთ სამართლიანობის აღდგენას!

პოლიციური რეჟიმი უნდა დასრულდეს!“

შეგახსენებთ, რომ სარალიძეების ოჯახის მხარდამჭერი აქცია 31 მაისს, თბილისში, ჯერ მთავარ პროკურატურასთან გაიმართა, შემდეგ კი აქციის მონაწილეებმა რუსთაველზე, პარლამენტის წინ გადაინაცვლეს. პარალელურად სარალიძეების ოჯახის მხარდამჭერი აქციები მიმდინარეობდა საქართველოს სხვა ქალაქებში.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში სარალიძეების ოჯახის მხარდამჭერი აქცია დაიწყო
ახალციხეში დაგეგმილი აქცია პარკის ნაცვლად რუსთაველის ძეგლთან, სკვერში გაიმართება
აქციის მონაწილეები  ახალციხეში: ‘დამნაშავეები უნდა დაისაჯონ’
აქციის ორგანიზატორები: ‘აქციაზე პოლიტიკოსებს მიკროფონს გავუთიშავთ’
პარლამენტთან სარალიძის მხარდამჭერი აქცია განახლდა
‘სამართლიანობის აღდგენა პოლიტიკოსების გარეშე’ – აქცია ვაკის პარკში
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ მთავარ პროკურორად მათ მიერ შერჩეული პირი დაინიშნოს