FM97.5 / LIVE

კვირიკაშვილი: თანამდებობა არცერთი ადამიანის უბედურებად არ მიღირს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 01.06.2018
"მე ყოველთვის ვიდექი ჩემი ხალხის გვერდით, ამის გამო გადავწყვიტე აქციაზე მისვლა, რათა პირველ რიგში, მივსულიყავი მოკლული ახალგაზრდა კაცის მამასთან. გავაკეთე ეს, მიუხედავად იმისა, აბსოლუტურად ყველა მეუბნებოდა, რომ პროვოკაციები იყო მოსალოდნელი", – აცხადებს კვირიკაშვილი.

კვირიკაშვილი: თანამდებობა არცერთი ადამიანის უბედურებად არ მიღირს

პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ ნებისმიერ მომენტში დატოვებს თანამდებობას, თუ დარწმუნდება, რომ ეს გადაწყვეტილება ქვეყანას წაადგება ან სიტუაციას განმუხტავს, თუმცა მისივე თქმით, ეს მომენტი ახლა არაა.

პრემიერმა აღნიშნულის შესახებ, დღეს, პირველ ივნისს, გვიან ღამით მთავრობის კანცელარიაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ხორავას ქუჩის საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო დაიბრუნებს გამოსაძიებლად. ასევე, პრემიერმა ისაუბრა, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე: "შოთაძემ გადადგა ღირსეული ნაბიჯი და არ დააყენა ეჭვქვეშ პროკურატურის რეპუტაცია. დავალება მივეცი იუსტიციის მინისტრს, რომ საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით და მაქსიმალური ლეგიტიმაციით, ყველა ფრაქციის მონაწილეობით, სამოქალაქო სექტორის ჩართულობით შეირჩეს ახალი პროკურორი, რომ მისხალი ეჭვი არ არსებობდეს. მინდა გარანტია მივცე დაღუპული ბავშვების მშობლებს, გამოძიების ნებისმიერ ეტაპზე, როგორც მოისურვებენ მიიღებენ იმ ხარისხით ინფორმაციას, მაქსიმალური კომუნიკაცია", – აცხადებს კვირიკაშვილი.

კვირიკაშვილის ბრიფინგის საპასუხოდ აქციაზე სარალიძემ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ენდობა და პრემიერ მინისტრის გადადგომას ითხოვს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გადადგა
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სპეციალურ განცხადებას გააკეთებს
პარლამენტის წინ აქციაზე გიორგი კვირიკაშვილი მივიდა
გიორგი კვირიკაშვილი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში  იმყოფება
კვირიკაშვილი:' კატეგორიულად მიუღებელია და დაუშვებელია რაიმე სახის დაპირისპირება და საზოგადოების გახლეჩა'
საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერობის კანდიდატად პრეზიდენტს გიორგი კვირიკაშვილი წარუდგინა
გიორგი კვირიკაშვილი სომეხ მეხანძრე – მაშველებს – 'მინდა მადლობა გადაგიხადოთ ძმური დახმარებისთვის'