26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ყველა ქალაქში მასშტაბური ღონისძიებები გაიმართება. ახალციხეში მათ ორგანიზებას საგარეო საქმეთა სამინისტრო, ასევე, თავდაცვის სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველობა გაუწევს. ღონისძიებებში არასამთავრობო ორგანიზაციებიც ერთვებიან.
სპორტული და კულტურული აქტივობები ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე იქნება გაშლილი. თუმცა, ღონისძიებების ძირითადი ნაწილი ავტოსადგურის მიმდებარედ, ასევე „ახალციხის ციხეზეა“ დაგეგმილი.
26 მაისის ღონისძიებების განრიგი:
8:00 საათიდან - 18:00 საათამდე, ავტოსადგურთან და ობელისკის მიმდებარე ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკის გამოფენა;
11:00 საათზე - შეჯიბრი მძლეოსნობაში, დაიწყება რუსთაველის ძეგლიდან, გაივლის მერაბ კოსტავას და პაატა ნათენაძის ქუჩებს, დასრულდება ახალციხის ციხეზე;
11:30 საათზე - ველოტური, დაიწყება რუსთაველის ძეგლიდან, გაივლის 9 აპრილის, თამარაშვილის ქუჩებს და დასრულდება ახალციხის ციხეზე;
12:00 საათიდან - 12:20 საათამდე, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე - თეატრალური წარმოდგენა საიუბილეო თემატიკაზე;
12:00 საათიდან-15:00 საათამდე, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე - შეჯიბრი ნარდში და ჭადრაკში;
12:00 საათიდან -19:00 საათამდე, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე - ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა;
12:00 საათიდან - 19:00 საათამდე, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე- მხატვრების ნამუშევრების გამოფენა;
14:30 საათიდან - 15:00 საათამდე, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე - თეატრალური წარმოდგენა საიუბილეო თემატიკაზე;
15:00 საათიდან-16:00 საათამდე, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე - კონცერტი (I ნაწილი) რეგიონის შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით;
16:00 საათიდან-17:00 საათამდე, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე- კონცერტი (II ნაწილი) ახალციხის მუნიციპალიტეტის შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით;
17:10 საათიდან - 17:40 საათამდე, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე - ფლეშმობი, თეატრალური წარმოდგენა საიუბილეო თემატიკაზე;
17:40 საათიდან - 19:00 საათამდე, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე - შეჯიბრი მკლავჭიდში;
18:00 საათზე ახალციხის ციხის ტერიტორიაზე - თოჯინების თეატრის წარმოდგენა;
19:30 საათზე, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე - ჯგუფები"ფორტე" და "რეგიონი", ასევე, მომღერლები გიორგი სუხიტაშვილი და აჩიკო ნიჟარაძე იმღერებენ.
21:00 საათზე - ფოიერვერკი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, ისტორიული კომპლექსის ტერიტორია დროშებითა და ტრადიციული ქართული ფარდაგებით გაფორმდება. მოეწყობა ბავშვთა შემეცნებით–გასართობი სივრცეები; გაცოცხლდება ძველი ქართული საკვირაო ბაზრობის ტრადიცია. დამონტაჟდება და საზეიმოდ გაიხსენება 100 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი სპეციალური ინსტალაცია. ასევე, დაგეგმილია თეატრალური სანახაობები და სხვა აქტივოებები, როგორც პროფესიონალი მსახიობების, ისე მოსწავლე ახალგაზრდობის ჩართულობით.
ახალციხის ცენტრალურ პარკში, „დემოკრატ მესხთა კავშირის“ ორგანიზებით ეტრატზე დაბეჭდილი თავისუფლების დეკლარაცია განთავსდება, რომელზეც ნებისმიერ მსურველს ხელის მოწერის საშუალება ექნება. ასევე, გამვლელებს ეტრატზე დაბეჭდილი დეკლარაცია დაურიგდებათ.
რეგიონული არასამთავრო ორგანიზაციების ქსელის ინიციატივით, მსგავსი ღონისძიება დაგეგმილია საქართველოს ყველა ქალაქში.
ახალციხის ადგილობრივი თვითმმართველობა 26 მაისის ღონისძიებებისთვის 4 000–მდე ლარს დახარჯავს.
[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]