FM97.5 / LIVE

რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე მუშები დაკითხეს

მთავარისიახლე, სამართალი 17.07.2018
სამშენებლო კომპანია „მესხეთავტოგზის“ ხელმძღვანელის თამაზ პეტაშვილის საქმეზე ახალციხის რაიონულ სასამართლოს ჩვენება ორმა მუშამ მისცა.

რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე მუშები დაკითხეს

რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე სხდომა, დღეს, 17 ივლისს გაიმართა. პროცესზე მშენებელი კომპანიის შპს „არალის“ მუშები დაკითხეს. ახალციხეში რვა ქუჩის მოასფალტებისთვის „მესხეთავტოგზასთან“ კონტრაქტი გაფორმებული სწორედ „არალს“ ჰქონდა.

2013 წელს, მაშინ როცა „მესხეთავტოგზა“ ახალციხეში რვა ქუჩაზე ასფალტს აგებდა, პარალელურად ქალაქში საგზაო სამუშაოებს, ოღონდ სხვა ქუჩებზე და სხვა პროექტით „არალიც“ ახორციელებდა.

დღეს სასამართლოში დაკითხული შპს „არალის“ მუშები სწორედ ამ პერიოდში, ასპინძის ქუჩის მიმდებარედ მუშაობდნენ. მათთან დაცვისა და ბრალდების მხარეებს შეკითხვები ძირითადად იმის შესახებ ჰქონდათ, თუ ვინ იყვნენ მაშინ მათი ხელმძღვანელები და რა მითითებებს ღებულობდნენ ისინი უფროსისგან.

დარბაზში დაკითხულმა ალექსანდრე შიუგამ და გიორგი გელაშვილმა განაცხადეს, რომ მათ უშუალოდ შპს „არალის“ დირექტორი ოთარ თათეშვილი ხელმძღვანელობდათ და მათ „მესხეთ ავტოგზის“ უფროსთან თამაზ პეტაშვილთან შეხება არ ჰქონიათ.

მოწმე გიორგი გელაშვილი სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს სატვირთო მანქანის მძღოლიც იყო. ამიტომ მხარეები იმითაც დაინტერესდნენ, იგი „არალთან“ ერთად უზიდავდა თუ არა სამშენებლო მასალებს გვერდით მომუშავე „მესხეთავტოგზასაც“, რაზეც გელაშვილმა უპასუხა, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

ამ დროისათვის, ახალციხის რაიონულ სასამართლოში, რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე 40–მდე მოწმეა დაკითხული, მათ შორის სადავო ქუჩებზე მომუშავე მუშები, ინსპექტორ–გამომძიებლელბი და საქმის მთავარი მოწმე ოთარ თათეშვილი. დასაკითხი დარჩა 10–მდე მოწმე.

შემდეგი სასამართლო სხდომა 7 სექტემბერს 13:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში, 2013 წელს, რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე ბიზნესმენი ოთარ თათეშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 26 ოქტომბერს, ამავე უწყებაში დაკითხვის შემდეგ დააკავა. მას ბრალი ორი მუხლით წაუყენეს: 182–ე მუხლის მესამე ნაწილი, – დიდი ოდენობით თანხის მითვისება–გაფლანგვა და 299–ე მუხლის პირველი ნაწილი – სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა პასუხისგებაში კიდევ ოთხი პირი მისცა: ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის ყოფილი სპეციალისტები: გია ქასრაშვილი და რევაზ მერაბიშვილი, ასევე, შპს „მესხეთ ავტოგზას“ დირექტორი თამაზ პეტაშვილი და შპს „რენესანსი 77-ის“ ყოფილი თანამშრომელი ნოდარ ბალახაშვილი. მათ შორის სამთან საპროცესო გარიგება გაფორმდა, შპს „მესხეთ ავტოგზის“ საქმე კი სასამართლოს არსებითი განხილვისთვის გადაეცა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე გამომძიებლები დაკითხეს
რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე მთავარი მოწმე ოთარ თათეშვილი დაკითხეს
რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე „მესხეთ ავტოგზის“ ორი მუშა დაკითხეს
რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე თამაზ პეტაშვილმა გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა
რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე თამაზ პეტაშვილს განაჩენი გამოუტანეს
რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე თამაზ პეტაშვილი უზენაეს სასამართლოში ჩივის
ახალციხეში რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე პასუხისგებაში ოთხი პირი მისცეს