FM97.5 / LIVE

რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე გამომძიებლები დაკითხეს

მთავარისიახლე, სამართალი 25.05.2018
შპს „მესხეთ ავტოგზის“ ხელმძღვანელის თამაზ პეტაშვილის საქმეზე ახალციხის რაიონულ სასამართლოში ორი გამომძიებელი, ასევე, ამ კომპანიის ყოფილი თანამშრომელი დაჰკითხეს.

რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე გამომძიებლები დაკითხეს
დღეს, 25 მაისს გამართულ პროცესზე, ორ გამომძიებელთან ერთად სასამართლომ შპს „მესხეთ ავტოგზის“ ყოფილი თანამშრომელიც დაკითხა.

„2017 წლის ოთხ აგვისტოს სასამართლოს განჩინების საფუძველზე „მესხეთ ავტოგზის“ ოფისიდან ამოვიღე ხელშეკრეუბლებები და მიღება–ჩაბარების ოქმები. ამოღება ვაწარმოე შპს–ს უფროსთან თამაზ პეტაშვილთან ერთად“, – განაცხადა პროცესზე გამომძიებელმა გიორგი კაპანაძემ.

პროკურორის კითხვაზე რა ოდენობის ზარალი მიადგა მუნიციპალიტეტს კაპანაძემ უპასუხა, რომ ზუსტად არ ახსოვს : „შპს „არლისგან“ ["მესხეთ ავტოგზა" მისი კონტრაქტორი კომპანია იყო] ბიუჯეტზე მიყენებული ზარალი 100 000 ლარზე მეტი იყო“.

კაპანაძის შემდეგ პროცესზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი ინსპექტორ–გამომძიებელი დავით ბოჩიკაშვილი დაკითხეს:
„ოპერატიული ინფორმაცია მივიღე, რომ შპს „არალს“, რომელიც ქალაქში გზების რეაბილიტაციას ატარებდა, ხელოვნურად ჰქონდა ხარჯები გაზრდილი. პატაკი შევადგინე, რასაც მოჰყვა რეაგირება დაიწყო გამოძიება“.

გამომძიებლებთან ბრალდებულის ადვოკატს შეკითხვები არ ჰქონდა.

პროცესზე შპს „მესხეთ ავტოგზის“ ყოფილმა თანამშრომელმა მამუკა კაჭკაჭიშვილმა, რომელიც კომპანიაში 2004 წლიდან 2018 წლამდე მუშაობდა, საქმის დეტალები ვერ გაიხსენა: „ზუსტად არ მახსოვს 2013 წელს რომელ ქუჩაზე რა სისქის ასფალტი დაიგო. რასაც გვეტყოდა „პრარაბი“ იმას ვაკეთებდით. ძნელია აღიდგინო და გაიხსენო ამდენი წლის შემდეგ სად რა გააკეთე. ისე, ორ ფენა ასფალტს ვაგებდით, ტროტუარებსა და ეზოებში ერთს“.

პროკურორმა კაჭკაჭიშვილს გამოკითხვის ოქმიდან ციტატა ამოუკითხა, სადაც იგი ამბობს, რომ პეტრიწის, გვარამაძის და სარაჯიშვილის ეზოებში ერთი ფენა ასფალტი დააგო. მოწმემ ეს ფაქტი არც უარყო და არც დაადასტურა: „არ მახსოვს“.

მომდევნო სასამართლოს სხდომა რვა ივნისს 13:00 საათზე ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში, 2013 წელს, რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე ბიზნესმენი ოთარ თათეშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 26 ოქტომბერს, ამავე უწყებაში დაკითხვის შემდეგ დააკავა. მას ბრალი ორი მუხლით წაუყენეს: 182–ე მუხლის მესამე ნაწილი, – დიდი ოდენობით თანხის მითვისება–გაფლანგვა და 299–ე მუხლის პირველი ნაწილი – სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა პასუხისგებაში კიდევ ოთხი პირი მისცა: ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის ყოფილი სპეციალისტები: გია ქასრაშვილი და რევაზ მერაბიშვილი, ასევე, შპს „მესხეთ ავტოგზას“ დირექტორი თამაზ პეტაშვილი და შპს „რენესანსი 77-ის“ ყოფილი თანამშრომელი ნოდარ ბალახაშვილი. მათ შორის სამთან საპროცესო გარიგება გაფორმდა, შპს „მესხეთ ავტოგზის“ საქმე კი სასამართლოს არსებითი განხილვისთვის გადაეცა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე მუშები დაკითხეს
რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე „მესხეთ ავტოგზის“ ორი მუშა დაკითხეს
რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე მთავარი მოწმე ოთარ თათეშვილი დაკითხეს
რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე თამაზ პეტაშვილმა გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა
რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე თამაზ პეტაშვილს განაჩენი გამოუტანეს
რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე თამაზ პეტაშვილი უზენაეს სასამართლოში ჩივის
ახალციხეში რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე პასუხისგებაში ოთხი პირი მისცეს