FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი: 'მთავარი გამოწვევა ხალხის დასაქმებაა'

მთავარისიახლე, პოლიტიკა 11.04.2018
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი კახა სამხარაძე მთავარ გამოწვევად რეგიონში ხალხის დასაქმებასა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას მიიჩნევს.

სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი: 'მთავარი გამოწვევა ხალხის დასაქმებაა'

სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი კახა სამხარაძე ფიქრობს, რომ რეგიონი ერთდროულად ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით უნდა განვითარდეს. მისი თქმით, ორივე დარგი, ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და ერთის განვითარება ავტომატურად, მეორის წინსვლას გულისხმობს.

"რეგიონი კულტურული და ისტორიული თვალსაზრისით უნიკალურია, ამიტომ მნიშვნელოვანია ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. ბევრი ტურისტი თუ შემოვა, ადგილობრივი გასაღების ბაზარი აქ მცხოვრებლებისთვის მთავარი საყრდენი იქნება, ეს კი სოფლის მეურნეობის განვითარებას შეუწყობს ხელს", – ამბობს სამხარაძე.

მისივე განმარტებით, მისთვის მთავარი გამოწვევა რეგიონში ხალხის დასაქმება, ასევე ზოგადი სოციალური ფონის გაუმჯობესებაა. შეკითხვაზე, თუ როგორ აპირებს ამ პრობლემების გადაჭრას, გვპასუხობს: "ერთდროულად ბევრი გზა არსებობს ამისთვის. კერძო სექტორის განვითარებაა მნიშვნელოვანი, რომ მოხდეს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება".

მისი თქმით, რეგიონის ტურისტულ პოტენციალს ამ თვალსაზრისითაც დიდი მნიშვნელობა აქვს: "აბასთუმანში განვითარების გეგმა და პროექტები უკვე გვაქვს, ასევე ადიგენში კეთდება გზა, რომელიც სამცხე–ჯავახეთს და აჭარას დააკავშირებს. ეს ყველაფერი აუცილებლად განავითარებს კერძო სექტორს და ხალხი დასაქმდება".

შეკითხვაზე, თუ რა მიმართულებით შეიძლება რეგიონში ინვესტიციების მოზიდვა, მეტი სამუშაო ადგილის შექმნის მიზნით, სამხარაძე გვპასუხობს: "ასე უცებ ამისი თქმა რთულია. მე დამხვდა რეგიონის 2018–2021 წლების განვითარების სტრატეგია. დიდი დოკუმენტია და ბოლომდე გაცნობა ვერ მოვასწარი, თუმცა უკვე მაქვს ჩემი ხედვები, რისი დამატებაც, ვფიქრობ, რომ შესაძლებელი იქნება, მაგრამ ჯერ ყველა მუნიციპალიტეტს მინდა გავეცნო კარგად და ამის შემდეგ მივაწოდო სახელმწიფოს რეგიონის განვითარების ჩემეული პოზიცია".

გუბერნატორი რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს უკვე გაეცნო. მისი თქმით, ყველა პროექტი, რომელზეც ტენდერი გამოცხადდა უკვე დაკორექტირებულია: "ყველა პროექტი რის საფუძველზეც ტენდერი გამოცხადდა სრულყოფილია, გასულ წლებში ტენდერში გამოვლენილ კომპანიებს ხშირად პროექტების დაკორექტირება სჭრიდებოდათ, რასაც სამუშაოების ვადების გადაწევა მოყვებოდა. ამ რეგიონში კიდევ მკაცრი კლიმატური პირობების გამო, მუშაობისთვის ძალიან ცოტა დროა. ამიტომ სრულყოფილი და დაკორექტირებული პროექტების ტენდერზე გატანა ძალიან მნიშვნელოვანია".

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

როგორ აფასებს სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი სამთავრობო ცვლილებებს
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
„აქ ბევრი რელიგიური კონფლიქტი ხელოვნურად იყო წარმოქმნილი“ – ინტერვიუ რეგიონის გუბერნატორთან
კახა სამხარაძე სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
კახა სამხარაძე : ‘ვაკანტურ ადგილებზე თანამშრომლებს დავიმატებთ’
როგორ იმუშავა და რას გეგმავს DMO სამცხე–ჯავახეთში ტურიზმის განვითარებისთვის
ბესიკ ამირანაშვილი: ‘ყველა მუნიციპალიტეტს შემოვივლი და პრობლემებს ადგილზე გავეცნობი’