FM97.5 / LIVE

მეექვსე სკოლის მოსწავლეების მედლების საქმეზე მასწავლებლებს დაკითხავენ

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება, სამართალი 14.03.2018
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ მეექვსე სკოლის წინააღმდეგ ორი კურსდამთავრებულის მშობლის, თეა გავაშელის და მარიეტა მელიქიძის სარჩელის განხილვა დაიწყო. მშობლები სკოლას იმის გამო უჩივიან, რომ მათმა შვილებმა მედლები ვერ მიიღეს.

მეექვსე სკოლის მოსწავლეების მედლების საქმეზე მასწავლებლებს დაკითხავენ

დღეს, 14 მარტს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლის წინააღმდეგ დაწყებულ საქმეზე პირველი სხდომა ჩატარდა. მოსარჩელე მხარის ინტერესებს ‘ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის’ ადვოკატები მაია გრძელიშვილი და ქეთევენ ბებიაშვილი იცავენ. მოპასუხე მხარე მეექვსე სკოლის დირექტორი გია კაპანაძე და ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის იურისი გია დალალიშვილია. საქმეში მესამე პირად განათლების სამინისტროს წარმომადგენელი მარეხი მაღრაძეა ჩართული.

დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა მასწავლებლების დაკითხვის შუამდგომლობა დააყენეს. მოსამართლემ ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა, – სხდომებზე მეექვსე სკოლიდან ათ მასწავლებელს დაკითხავენ.

„ჩვენი ორი აქტის ბათილად ცნობას ვითხოვთ. 14 ნოემბრის, რომლითაც პირველად ეთქვათ უარი ამ მოსწავლეებს ოქროს მედლების კანდიდატებად წარდგენაზე და დეკემბრის, როდესაც განმეორებით მოვითხოვეთ წარდგენა, რადგან მოსწავლეების ბრალეულობა არ იკვეთებოდა“, – ამბობს საიას იურისტი ქეთი ბებიაშვილი.

მოსარჩელე მხარე ახალი აქტის გამოცემას ითხოვს, რითაც ამ მოსწავლეებს ხელახლა წარადგენენ ოქროს მედლის კანდიდატებად.

ამ საქმეზე მომდევნო სხდომა მოსამართლე გია ბერაიამ 27 მარტს, 13:00 საათზე დანიშნა. მანამდე მხარეებს აქვთ დრო მორიგებისთვის. მოსარჩელე მხარე მორიგებაზე თანახმაა, მპასუხე მხარე, სკოლის დირექტორი კი დროს ითხოვს.

„საქმე გადაგზავნილია შიდა აუდიტიში და მე მათ დასკვნას ველოდები. რეკომენდაციის მიღების შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა სკოლის დირექტორმა გია კაპანაძემ.

განათლების სამინისტროს წარმომადგენლის მარეხ მაღრაძის განცხადებით, მორგებაზე გადაწყვეტილებას სამინისტრო ვერ მიიღებს, ეს სკოლის ადმინისტრაციის გადასაწყვეტია.

„მათ გადმოაგზავნეს, რომ არ ყოფლიყვნენ ეს მოსწავლეები ოქროს და ვერცხლის მედალოსან კანდიდათა სიაში“, – ამბობს მარეხ მაღრაძე.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება სკოლის ვერცხლისა და ოქროს მედლებზე წარდგენილ მოსწავლეებს. საკლასო ჟურნალებში გადასწორებული ნიშნების გამო ექვსი მოსწავლიდან ხუთმა მედალი ვერ მიიღო.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მეექვსე სკოლის მოსწავლეების მედლების საქმეზე ხუთი მასწავლებელი დაკითხეს
სასამართლომ მედლების საქმეზე მშობლების სარჩელი დააკმაყოფილა
მედლების საქმეზე მეექვსე სკოლის მასწავლებლები დირექტორს უპირისპირდებიან
მედლების საქმეზე ხვალ პირველი სასამართლო პროცესი გაიმართება
მედლების საქმეზე, მეექვსე სკოლის პედაგოგებმა გაფრთხილებები მიიღეს
მეექვსე სკოლის კურსდამთავრებულების მშობლებმა სასამართლოში იჩივლეს
მეექვსე სკოლის კურსდამთავრებულების მშობლების სარჩელი სასამართლომ წარმოებაში მიიღო