FM97.5 / LIVE

მედლების საქმე შესაძლოა სასამართლომდე მივიდეს

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 12.02.2018
ახალციხის მეექვსე სკოლის კურსდამთავრებულებს, ჟურნალებში არსებული შეცდომების გამო, მედლები ისევ არ აუღიათ. დირექტორი სამინისტროსთვის მეორედ მიმართვას აპირებს, ერთ–ერთი მშობელი კი ჩივილს.

მედლების საქმე შესაძლოა სასამართლომდე მივიდეს

სკოლის დირექტორი გია კაპანაძე ამბობს, რომ სამინისტროსთვის გასაგზავნი განცხადება მზად აქვს და სავარაუდოდ ხვალ გააგზავნის: „წერილში ყველა დარღვევაზე ვწერთ, რაც იყო ჟურნალის წარმოებასთან დაკავშირებით და ვიხოვთ ბავშვებისთვის მედლების მიცემას. იმსჯელებენ და გაგვცემენ პასუხს“.

ამ წერილის გაგზავნასა და მის პასუხს ელოდება სკოლის ერთ–ერთი კურსდამთავრებულის მშობელი თეა გავაშელი: „ვითხოვ ამიხსნან თუ ეკუთვნის, რატომ არ აძლევენ მედალს ჩემ შვილს; თუ არ ეკუთვნის, არგუმენტირებულად განმიმარტონ, რატომ არ ეკუთვნის. როცა ვურეკავ, დირექტორი მეუბნება დღეს გავაგზავნი, ხვალ გავაგზავნიო. თუ დროულად არ მიმართავს სამინისტროს, სარჩელს სასამართლოში შევიტან“.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება სკოლის ვერცხლისა და ოქროს მედლებზე წარდგენილ მოსწავლეებს. საკლასო ჟურნალებში გადასწორებული ნიშნების გამო ექვსი მოსწავლიდან ხუთმა მედალი ვერ მიიღო. სკოლის ადმინიტრაციის განმარტებით, პედაგოგებმა განაცხადეს, რომ შეცდომა მოუვიდათ და მოსწავლის ბრალეულობა არ იკვეთება, თუმცა, სამინისტრომსპეციალურმა კომისიამ სკოლას მედლების გაცემის რეკომენდაცია არ მისცა.

მეექვსე საჯარო სკოლის გარდა, მსგავსი პრობლემაა ახალციხის მუნიციპალიტეტის კიდევ რამდენიმე სკოლაში. სამინისტროს კომისიამ ოქროს და ვერცხლის მედალზე არ წარდგენის რეკომენდაცია გასცა აწყურის, წყრუთის და ვალის პირველი სკოლის თითო მოსწავლეზე და ასევე, ვალის მეორე სკოლის ოთხ მოსწავლეზე. მსგავსი პრობლემაა ახალციხის პირველ საჯარო სკოლაშიც.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მეექვსე სკოლის კურსდამთავრებულების მშობლებმა სასამართლოში იჩივლეს
მედლების საქმეზე, მეექვსე სკოლის პედაგოგებმა გაფრთხილებები მიიღეს
მეექვსე სკოლის კურსდამთავრებულების მშობლების სარჩელი სასამართლომ წარმოებაში მიიღო
მედლების საქმეზე ხვალ პირველი სასამართლო პროცესი გაიმართება
საფეხური: მეექვსე სკოლის მედლების საქმე [Audio]
მეექვსე სკოლის მოსწავლეების მედლების საქმეზე ხუთი მასწავლებელი დაკითხეს
მეექვსე სკოლა ხუთი მოსწავლიდან მედალზე ხელახლა ორს წარადგენს