FM97.5 / LIVE

რატომ არის საშიში კარტოფილის კიბო

მთავარისიახლე, ეკონომიკა 23.03.2018
კარტოფილის კიბო ადამიანისთვის საშიში არაა, რადგან დაავადებული ნაყოფის საკვებად გამოყენება პრაქტიკულად შეუძლებელია. თუმცა, ნიადაგში, სადაც კიბოთი დაავადებული კარტოფილი მოიყვანეს, ბაქტერია 20 წელიწადი რჩება და მცენარეს წლების განმავლობაში აზიანებს.

რატომ არის საშიში კარტოფილის კიბო

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 1–ელ ივნისამდე თურქეთიდან კარტოფილის შემოტანა აკრძალა, იმ მოტივით, რომ მცენარის დაავადების, კიბოს გავრცელების რისკი შემცირდეს. მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ ეს დროებითი, სანიტარული ღონისძიებაა.

როგორც სურსათის ეროვნულ სამსახურში ‘სამხრეთის კარიბჭეს’ განუცხადეს, დაავადების მიკროორგანიზმი საქართველოში, 2018 წელს შემოწმებული კარტოფილის 17 ნიმუშში აღმოჩნდა.

კარტოფილის კიბოყველაზე სერიოზულ ავადმყოფობად ითვლება. მისი გამომწვევია სოკო – Synchytrium endobioticum Pers. იგი მიჩნეულია განსაკუთრებით საშიშ, საკარანტინო მავნე ორგანიზმად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. კიბო ერთ–ერთია იმ 9 დაავადებას შორის, რომელზეც საქართველოში შემოტანილ კარტოფილს იკვლევენ.

აგრონომები ამბობენ, რომ დაავადება ადამიანებისთვის საშიში არ არის. მათი განმარტებით, კიბო იმდენად აფუჭებს ნაყოფს, რომ მისი საკვებად გამოყენება პრაქტიკულად შეუძლებელია.

„ასეთი კარტოფილი ბაზარზე არ მოხვდება და ადამიანი არც იყიდის. ვიზუალურად ძალიან ცუდად გამოყურება, წანაზარდები უჩნდება ნაყოფს“, – გვიხსნის აგროკონსულტანტი ზურაბ სადათიერაშვილი.

რატომ არის საშიში კარტოფილის კიბო

კიბოთი დაავადებული კარტოფილი. ფოტო: © აგრონიუსი


თუმცა, დაავადება მძიმეა თავად მცენარისთვის. აგრონომების თქმით, ბაქტერია, რომელიც კიბოს იწვევს, ნიადაგში 20 წლის განმავლობაში რჩება.

„ასეთ მიწაში კარტოფილი როგორც კი მოხვდება, არის ალბათობა, რომ ისევ დაავადებს მცენარეს. სხვა კულტურებზე არ მავნებლობს, ძირითადი მასპინძელი კარტოფილია. თუმცა, ძაღლყურძენასებრთა ოჯახზე შეიძლება გავრცელდეს, მაგალითად, პომიდორზე“, – ამბობს ახალციხის სასოფლო–საკონსულტაციო სამსახურის დირექტორი გურამ ჯინჭველაძე.

ძაღლყურძენასებრთა ოჯახიპამიდორი, ბადრიჯანი, წიწაკა, ფიზალისი და კარტოფილი.

აგროკონულტანტები გვიხსნიან, რომ დაავადებული ნიადაგის გაუვნებელყოფა ფაქტობრივად შეუძლებელია: „შეიძლება ფუნგიციდები გამოიყენო, მაგრამ, ეს ძალიან რთული, ძვირი და კომპლექსური საკითხია".

ფუნგიციდებიპესტიციდების ერთ-ერთი ჯგუფი, რომლებსაც შეუძლიათ მოსპონ და შეზღუდონ მცენარეთა დაავადებების გამომწვევთა განვითარება. ფუნგიციდებს მთავრესად მცენარეთა სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ იყენებენ. მათ შესწევთ უნარი მოსპონ სოკოები, შეაჩერონ მათი განვითარება ან დაუკარგონ სპორებს გამრავლების უნარი.

აგრონომების განმარტებით, პრევენციის მიზნით კარტოფილის შემოტანის აკრძალვა კარგი გადაწყვეტილებაა, თუმცა ცოტა დაგვიანებული, ვინაიდან, საქართველოში კარტოფილის დარგვა მარტი–აპრილიდან იწყება: „ადამიანს, რომელიც ხვალ ან ზეგ აპირებს დარგვას, სათესლე მასალა უკვე ნაყიდი აქვს, სადღაც თებერვალში მაინც ყიდულობენ. შემოდგომიდან უნდა მოხდეს პრევენცია და არა დარგვის დროს“.

ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში. პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იმისათვის, რომ ადგილობრივი პროდუქცია არ დაავადდეს და ფერმერები არ დაზიანდნენ. უწყების ინფორმაციით, გადაწყვეტილება აგრონომებთან კონსულტაციების შედეგად მიიღეს და ჯდება იმ ვადებში, რა ვადებიც ამ მცენარის დარგვას აქვს.

აგროვადებთან დაკავშირებით, ახალციხის სასოფლო–საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტების მოსაზრებას არც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის რეგიონულ სამმართველოში იზიარებენ. სამმართველოს ხელმძღვანელის, ნანა ზუბაშვილის განმარტებით, აგროვადებმა შედარებით გადაიწია: "თუ ადრე მაგალითად 5 მარტს რგავდნენ, ახლა დაახლოებით 20–25 მარტიდან იწყებენ. ეს კლიმატური პირობებით და ასევე, სხვა ბევრი ფაქტორითაა გამოწვეული".

საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ კარტოფილის აკრძალვის შესახებ მიღებული დადგენილების ერთ–ერთი მათავარი საუძველი 2018 წელს, 17 ნიმუშში დავადების აღმოჩენა იყო: "შესაბამისად, ეს არის დროებითი ზომა, რომელიც მივიღეთ მაშინ, როცა ეს დადგინდა და იმისთვის, რომ დაავადება არ მოხვდეს ჩვენს მიწაში".

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასულ, 2017 წელს, საქართველოში თურქეთიდან 13 723 ტონა კარტოფილი შემოვიდა. ახალციხის სასოფლო–საკონსულტაციო სამსახურში ამბობენ, რომ სამცხე–ჯავახეთში ადგილზე წარმოებული კარტოფილის მოცულობა დიდია და თურქეთიდან შემოტანილი პროდუქტი რეგიონის ბაზარზე არ ხვდება. მათვე თქმით, რეგიონში დაავადება გავრცელებული არ არის.

სურსათის ეროვნულ სამსახურშიც ადასტურებენ, რომ არც გასულ, 2017 და არც მიმდინარე, 2018 წელს სამცხე–ჯავახეთში კარტოფილის კიბო არ დაფიქსირებულა.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პირველ ივნისამდე თურქეთიდან საქართველოში კარტოფილის შემოტანა აიკრძალა
ლევან დავითაშვილი: კარტოფილის იმპორტის რამდენიმე თვით აკრძალვა დროებითი სანიტარული ღონისძიებაა
კარტოფილის კიბოს მიმართ რეზისტენტული ჯიშების კვლევა ხულოში [R]
‘მოსავალს არ ვუჩივით, მაგრამ ფასი არ აქვს რომ გავყიდოთ’ – ფერმერები კარტოფილის მოსავალზე
ახალციხის სასოფლო–საკონსულტაციო სამსახურმა სადემონსტრაციო ნაკვეთიდან კარტოფილის მოსავალი აიღო
კვირის აქცენტი: კარტოფილის ევროპული პერსპექტივა [Video]
მეურნე: კარტოფილი რომ არ დალპეს – რჩევები ფერმერებს [Video]