FM97.5 / LIVE

მოროშკინას პოლიტიკური გეგმები ახალციხეში

მთავარიპოლიტიკა 21.02.2012
ლალი მოროშკინა საპარლამენტო არჩევნებისთვის ახალციხის მაჟორიტარ დეპუტატად კენჭისყრას აპირებს. განცხადება პიარისთვის თუ რეალური გეგმები პოლიტიკაში მოსასვლელად

ლალი მოროშკინა საპარლამენტო არჩევნებისთვის ახალციხის მაჟორიტარ დეპუტატად კენჭისყრას აპირებს. განცხადება პიარისთვის თუ რეალური გეგმები პოლიტიკაში მოსასვლელად;

ლალი მოროშკინამ ახალციხეში მაჟორიტარ დეპუტატად კენჭისყრის შესახებ პრესა.ჯი-სთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

“მაჟორიტარ დეპუტატად წარდგენისათვის, პარტიული ზურგის გამაგრება არ მჭირდება. თუ გადავწყვეტ, რომ კენჭი ვიყარო, თავადაც კარგად გავართმევ თავს”, - განუცხადა მოროშკინამ “სამხრეთის კარიბჭეს”.
ლალი მოროშკინა 1969 წლის 18 ნოემბერს დაიბადა. 2001 წლამდე იყო “ვესტნიკის” წამყვანი. 2001 წელს დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია “ჩემი საქართველო”, რომელიც დღემდე ეთნიკური უმცირესობების პრობლემებზე მუშაობს. 2001-2004 წლებში გახლდათ განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრის მოადგილე. 2006-2008 წლებში “ნაციონალური ავიახაზების” ვიცეპრეზიდენტი, არის სეუს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის და მცირე აკადემიიის პროფესორი.

მოროშკინა გასულ წელს ლექციებს ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებთანაც კითხულობდა.

“ერთი სემესტრი სრულად, მეორე სემესტრში კი ცოტახანს იმუშავა ჩვენთან და ახალციხის უნივერსიტეტთან თანამშრომლობა საკუთარი სურვილით შეწყვიტა”, - ამბობს ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ნიკოლოზ ახალკაცი.

მიუხედავად ახალციხეში მცირე სამუშაო ვიზიტისა მოროშკინა ამბობს, რომ ეს მხარე ძალიან უყვარს: “ეთნიკური უმცირესობების პრობლემებზეც აქ ვმუშაობდი და თავის დროზე მინისტრის მოადგილედაც სწორედ ამ რეგიონიდან დავინიშნე”.

მოროშკინას საბოლოო გადაწყვეტილება, დეპუტატად კენჭს იყრის თუ არა, მიღებული არ აქვს: “თუ საქმე იმაზე მიდგება, რატომ უნდა დამიჭირონ ახალციხელებმა მხარი, პირდაპირ გეტყვით, რომ ბევრ ახალგაზრდას ვიცნობ და კარგად ვიცი მათი პრობლემები. ჩვენ ერთად არაერთი სტატია გამოგვიქვეყნებია პრესაში და არაერთი ღონისძიება დაგვიგეგმავს”.

მოროშკინა “ჯანსაღ პოლიტიკურ ამბიციებზე” ახალციხის უნივერსიტეტში მუშაობისასაც საუბრობდა, თუმცა, მაშინ რუსეთის ელჩის თანამდებობა სურდა.

“მინდა, რომ როდესაც რუსეთთან პოლიტიკური სიტუაცია დალაგდება, ჩემი კანდიდატურა წარვადგინო რუსეთში ელჩის თანამდებობაზე, ვიცი როგორ შეიძლება დავამყარო გენეტიკურად ნათესავ ადამიანებთან ურთიერთობა”, - განაცხადა მოროშკინამ გაზეთ “მესხეთის უნივერსიტეტთან” (29 მარტი, 2010 წ. #66 (163)) მიცემულ ინტერვიუში.

სწორედ საკუთარ არაქართულ წარმომავლობას უსვამს ხაზს მოროშკინა ახალციხეში დეპუტატობის კანდიდატად კენჭის ყრის შემთხვევაშიც და ფიქრობს, რომ ამიტომაცაა “მათიანი” ეთნიკურად ჭრელ მხარეში. თუმცა, სხვაგვარად ფიქრობენ ახალციხეში მცხოვრები ეთნიკურად არაქართველები.

“ჭკვიანი ქალია, მაგრამ ახალციხისთვის ვერ გამოდგება”, - ამობს გევორქ სარქისიანი.

“რა უნდა მოროშკინას პოლიტიკაში?! ან იქიდან რა იცის, აქ რა გვიჭირს, რა გვილხინს?!” - კითხულობს სუსანა ხაჩატურიანი.

შალვა ტაბატაძე აცხადებს, რომ: “მაჟორიტარი დეპუტატი მისი კუთხის შვილი უნდა იყოს”.

ტაბატაძის მოსაზრებას იზიარებს ანზორ თამარაშვილი და ამბობს, რომ მიუხედავად მოროშკინასადმი დიდი პატივისცემისა, თავად მის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს: “რას გააკეთებს არ ვიცი, მაგრამ ახალციხისთვის ნაკლებად ცნობადია. აქ ცოტახანს მუშაობდა და ეს იმას არ ნიშნვას, რომ რაიონს იცნობს და იცის რომელ სოფელში რა პრობლემა აქვთ. აქაური შვილი უნდა იყოს, რომ პასუხი აგოს ხალხის წინაშე და მათი ინტერესებიც დაიცვას”.

მოროშკინას განცხადებას დეპუტატობის შესახებ არასერიოზულად აღიქვამს გურამ ჯინჭველაძე: “აქ მას მხოლოდ ტელევიზიიდან და ყვითელი პრესის ფურცლებიდან იცნობენ, რაც ძალიან ცოტაა მხარდაჭერისთვის. ძალიან ცუდად იცნობს თავადაც ახალციხეს. აშკარად განწირულია დამარცხებისთვის”.

ანა ბაიდაური მიიჩნევს, რომ დეპუტატობის კანდიდატი მისაბაძი ადამიანი უნდა იყოს: “ვერანაირ მაგალითს ვერ აღებ მისი ბიოგრაფიიდან, მოროშკინას ხმას მხოლოდ მამაკაცები თუ მისცემენ”.

არაერთგვაროვანია ახალციხის უნივერსიტეტში მოროშკინას ყოფილი კოლეგების შეხედულება, მისი დეპუტატობის კანდიდატად კენჭისყრის საკითხთან დაკავშირებით.

“აქვს უფლება კენჭი იყაროს, წინასწარ ვერაფერს გეტყვით, ელექტორატი თავად გადაწყვეტს დაუჭიროს თუ არა მხარი”, - აცხადებს ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სრული პროფესორი მერაბ ბერიძე.

უნივერსიტეტის რექტორი თინა გელაშვილი კი მიიჩნევს, რომ ეს განცხადება მოროშკინამ პიარისთვის გააკეთა: “დიდი ხანია არ მინახავს ლალი, მაგრამ ვიცი, რომ ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. როცა ამ საკითხით დაინტერესდა, უთხრეს, რომ აქ ისეთი კანდიდატი იყრიდა კენჭს, რომელსაც კონკურენციას ვერ გაუწევდა”.

გელაშვილის თქმით, მოროშკინა კარგი პედაგოგი იყო, თუმცა იმისთვის რომ რაიონი პარლამენტში წარმოადგინოს, ახალციხის უნივერსიტეტში მუშაობის მცირე გამოცდილება არასაკმარისია.

მოროშკინა კი მიიჩნევს, რომ ახალციხეში ხელისუფლებისთვის ღირსეული კონკურენტი იქნება. იგი ამომრჩეველს სიმართლეს და პირდაპირობას ჰპირდება: “დანარჩენი საერთო ძალისმხევით გაკეთდება”.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘პოლიტიკა და ბიზნეს პიარი’ – ლალი მოროშკინას საჯარო ლექცია ახალციხეში
ლალი მოროშკინამ მერაბ ბერიძის წინააღმდეგ განათლების სამინისტროს წერილობით მიმართა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორის წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარი შეაქვთ
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში გენინსპექცია შევა
მოროშკინასა და სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  ურთიერთბრალდებები
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორს თანამდებობის დასატოვებლად ერთკვირიან ვადას აძლევენ
ნუგზარ პარუნაშვილი ახალციხე–ადიგენში დამოუკიდებელ დეპუტატად იყრის კენჭს