FM97.5 / LIVE

საქართველოს რეგიონული მედიის მიმართვა საქართველოს პარლამენტს

მთავარისიახლე, საზოგადოება 20.03.2018
საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია საქართველოს პარლამენტს მიმართავს მხარი დაუჭიროს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ია მამალაძის არჩევას.

საქართველოს რეგიონული მედიის მიმართვა საქართველოს პარლამენტს

"ძვირფასო დეპუტატებო, მოგმართავთ რეგიონული მედიის წარმომადგენლები.

ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი და მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული პროცესების განვითარების საქმეში. განსაკუთრებით დღეს, როცა მაუწყებელი არაერთი გამოწვევის წინაშე დგას და გარდამტეხი რეფორმებია გასატარებელი.
ამიტომ, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია სამეურვეო საბჭოში ისეთი პროფესიონალების ყოფნა, რომელთაც საკუთარი საქმიანობით არაერთხელ დაამტკიცეს ერთგულება როგორც მედიის, ასევე დემოკრატიული ღირებულებების მიმართ. ადამიანების, რომლებიც არასდროს წასულან კომპრომისზე საკუთარ სინდისთან, სიმართლესთან და ობიექტურობასთან კონფორმიზმისა და პირადი კეთილდღეობის ხარჯზე.

როგორც მოგეხსენებათ, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ია მამალაძე დასახელებულია სამ კანდიდატს შორის, რაც საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან გადადგმული სწორი და სამართლიანი ნაბიჯია.

ია მამალაძე, წლების განმავლობაში იყო საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარე, საქართველოში მედიის განვითარების ხელშემწყობი არაერთი საერთაშორისო პროექტის დირექტორი, მედიის თვითრეგულაციის ნორმების და არაერთი საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავების თანამონაწილე,

ია არის წარმატებული მედიამენეჯერი, რამდენიმე საუნივერსიტეტო სასწავლო მოდულის ავტორი, ადგილობრივი თვითმმართველობის და საარჩევნო სფეროს მედიასპეციალისტი.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ის კარგად იცნობს რეგიონებში, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული კუთხეებში არსებულ პრობლემებს. რადგან მიგვაჩნია, რომ სასიცოცხლოდ საჭიროა, საზოგადოებრივ მაუწყებელს მუდმივად ესმოდეს რეგიონების ხმა, გრძნობდეს და იზიარებდეს საქართველოს ყველა კუთხეში მცხოვრები მოსახლეობის, უმცირესობებისა და ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების ინტერესებს, ვთვლით, რომ ია მამალაძის ყოფნა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში აუცილებელია.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, მოგმართავთ თხოვნით, გამოიჩინოთ პრინციპულობა, მიუკერძოებლობა და მხარი დაუჭიროთ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ია მამალაძის არჩევას", - ნათქვამია განცხადებაში.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რეგიონული მედია საზმაუს სამეურვეო საბჭოში მხარს ია მამალაძის კანდიდატურას უჭერს
რეგიონული მედიის მიმართვა საქართველოს პარლამენტს და საზმაუს სამეურვეო საბჭოს
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ახალციხელებს შეხვდა
კოალიცია იაკობაშვილის შეურაცხმყოფელ განცხადებებზე პარლამეტის და ბორდის რეაგირებას ითხოვს
სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს – ონლაინ მედიის აქცია ფეისბუკზე
ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი გახდა
ბიძინა ივანიშვილი რეგიონული მედიის წარმომადგენლებს ხვდება