FM97.5 / LIVE

კოალიცია იაკობაშვილის შეურაცხმყოფელ განცხადებებზე პარლამეტის და ბორდის რეაგირებას ითხოვს

მთავარისიახლე, საზოგადოება 05.02.2018
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მიმართავს საქართველოს პარლამენტს და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს, მოახდინონ რეაგირება და ღიად დააფიქსირონ პოზიცია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, გიორგი იაკობაშვილის საჯარო განცხადებაზე.

კოალიცია იაკობაშვილის შეურაცხმყოფელ განცხადებებზე პარლამეტის და ბორდის რეაგირებას ითხოვს

განცხადების მიხედვით, გიორგი იაკობაშვილი, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვე, ადგენს მაუწყებლის პრიორიტეტებს, განსაზღვრავს განვითარების სტრატეგიას და აკონტოლებს მენეჯმენტს. ამ პოზიციაზე საქართველოს პარლამენტმა ის 2017 წელს 84 ხმით აირჩია, რაც დეპუტატებსაც შესაბამის პასუხისმგებლობას აკისრებს. საბჭოს წევრის ხელფასი არჩევის დღიდან სახელმწიფო ბიუჯეტიდან არის დაფინანსებული.

კოალიცია აღნიშნავს, რომ გიორგი იაკობაშვილი სისტემატიურად აკეთებს არაეთიკურ, შეურაცხმყოფელ, უხამს განცხადებებს. ბოლო ასეთი განცხადება 3 თებერვალს გამოაქვეყნა, სადაც მან უხამსად მოიხსენია თვითრეგულირების დამოუკიდებელი ორგანო, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, მისი წევრი რეგიონული ჟურნალისტები, ზოგადად არასამთავრობო ორგანიზაციები.

"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია დამოუკიდებელი თვითრეგულირების ორგანოა, რომელიც დღეს 318 ჟურნალისტს აერთიანებს და ხელს უწყობს ქვეყანაში მაღალი პროფესიული სტანდარტების დამკვირდებას. სამეურვეო საბჭოს წევრის განცხადება აზიანებს არამხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის იმიჯს, არამედ უპატივცემულობას იჩენს პროფესიული სტანდარტების მიმართ.

დაუშვებელია, პარლამეტმა და სამეურვეო საბჭომ რეაგირების გარეშე დატოვოს გიორგი იაკობაშვილის განცხადებები, ვინაიდან ის, როგორც მეურვე, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორი ღირებულებების და იმიჯის მატარებელია საზოგადოებრივი მაუწყებელი", – ვკითხულობთ განცხადებაში.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რეგიონული მედიის მიმართვა საქართველოს პარლამენტს და საზმაუს სამეურვეო საბჭოს
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ახალი დირექტორი ჰყავს
ეთიკის ქარტია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებას ეხმაურება
ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი გახდა
საპროტესტო აქცია – 'სოლიდარობა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს'
რეგიონული მედია საზმაუს სამეურვეო საბჭოში მხარს ია მამალაძის კანდიდატურას უჭერს
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან თანამშრომლების გათავისუფლება გრძელდება