FM97.5 / LIVE

იაპონიის მთავრობა მოხეში საბავშვო ბაღის მშენებლობას დააფინანსებს

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 14.03.2018
იაპონიის მთავრობის დაფინანსებით, ადიგენში, სოფელ მოხეში, საბავშვო ბაღი აშენდება. დაწესებულებაში მიმდებარე რვა სოფლის ბავშვები ივლიან.

იაპონიის მთავრობა მოხეში საბავშვო ბაღის მშენებლობას დააფინანსებს
სოფელი მოხე. ფოტო: © ლიბერალი


პროექტის საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია დღეს, 14 მარტს, 13:00 საათზე, საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რეზიდენციაში გაიმართება.

ამ პროექტს World Vision–საქართველო განახორციელებს. ამ პროექტისთვის საელჩოს 66’395 აშშ დოლარი აქვს გამოყოფილი.

მოხეში 340 ოჯახი ცხოვრობს, მათი უმეტესობა მუსლიმია. სოფელში ბაღი დაახლოებით ნახევარ საუკენეზე მეტია არ აქვთ.

"შედეგად, ბავშვების საბაზისო და განვითარების საჭიროებები არ არის დაკმაყოფილებული, რაც ზრდის ბავშვთა სიკვდილიანობას და ჯანმრთელობის ზიანს. პროექტის მიზანია პირველი ბაღის აშენება ამ დასახლებაში – პირველად, ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში", – ვკითხულობთ საელჩოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

იაპონიის მთავრობა დღეს ორი პროექტის საგრანტო ხელშეკრულებას აწერს ხელს. კიდევ ერთი პროექტის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, თბილისის ტერიტორიაზე სამაშველო ოპერაციების ჩასატარებლად მეორადი სახანძრო ტექნიკა გადაეცემა.

სახანძრო ტექნიკა განკუთვნილია ისანი–სამგორის ტერიტორიისთვის და საჭიროებისამებრ, შესაძლებელი იქნება მისი სწრაფი გადაადგილება თბილისის დანარჩენ ტერიტორიაზე (რაც პოტენციურად დაფარავს 27’580 ჰექტარს და გადაარჩენს ათასობით სიცოცხლეს). იაპონიის საელჩოს დაფინანსება ამ პროექტისთვის შეადგენს 99’733 აშშ დოლარს.

პროექტები დაფინანსებულია იაპონიის მთავრობის მიერ „გრასრუტების ადამიანთა უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში. „გრასრუტების საგრანტო პროგრამა“ დახმარებას უწევს შედარებით მცირემასშტაბიან პროექტებს და მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას და განათლებისა და კულტურის ხელშეწყობას. საგრანტო პროგრამა ხორციელდება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა საზოგადოებრივი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური დაცვა, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, სიღარიბის დაძლევა და კულტურა. 1998 წლიდან დღემდე ამ პროგრამის ფარგლებში საქართველოში დაფინანსდა 163 პროექტი, რომელთა საერთო ღირებულებამ 16’642’524 აშშ დოლარი შეადგინა.

[ნინო ნარიმანიშვილი, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის სახანძრო სამსახურს ორი ახალი მანქანა ეყოლება
ადიგენში, სოფელ მოხეში საბავშვო ბაღი გაიხსნა
ბორჯომის სახანძრო სამსახურს ორ მანქანას გადასცემენ
იაპონიის ელჩის ვიზიტი სოფელ ხევაშენში
აშშ-ს საელჩოს 2014 წლის საგრანტო კონკურსი
ურავლის ხეობის ექვს სოფელს რწყვის პრობლემა აღარ ექნება
ახალციხის არასამთავრობოებს აშშ–ს საგრანტო კონკურსს გააცნობენ