FM97.5 / LIVE

ევროკავშირის წარმომადგენლების ვიზიტი ბორჯომში

მთავარისიახლე, საზოგადოება 02.03.2018
ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში გენერალური დირექტორატის წარმომადგენელებმა, მეთიუ ბუსკეტმა და მიქაელა ჰაუფმა საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტები მოინახულეს.

ევროკავშირის წარმომადგენლების ვიზიტი ბორჯომში

1 მარტს, ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში გენერალური დირექტორატის წარმომადგენლები ბორჯომში ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) წევრებს შეხდნენ და იმ პროეტების შესახებ ისაუბრეს, რომელბიც ევროკავშირის მხარდაჭერით ENPARD–ის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა. შეხვედრა ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის შენობაში გაიმართა.

ადგილობრივი განვითარების ჯგუფიის (LAG) მიერ 2015–2017 წლებში ბორჯომში 1 000 000 ლარის ღირებულების 28 პროექტია დაფინანსებული.

„ევროკავშირის დახმარებით და დაფინანებით, ჩვენმა ლაგმა შეიმუშავა ბორჯომის განვითარების სტრატეგია როემლიც აქამდე არ არსებობდა, ჩვენ გავაკეთეთ ბორჯომის SWOT–ანალიზი, საიდანაც გამოიკვეთა ოთხი პრიორტეტი. სწორედ ამ სტარტეგიასთან შესაბამისობაში უნდა ყოფილო განაცხადი, რომელიც შემდგომში დავაფინანსეთ“, – განაცხადა ბორჯომის განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელმა მაკა ღონღაძემ.

„ვიმყოფებოდი გორში, სოფელ ახალდაბაში არსებულ საკამლახე მეურნეობაში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმათულება, რომელსაც ENPARD–მა მხარი დაუჭირა. ბორჯომში ჩამოვედით იმიტომ, რომ შევხვდეთ ადგილობრივი განვითარების ჯგუფს. ვისაუბრეთ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ქვეპროექტების შესახებ. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ასე კარგად ვითარდება და ყალიბდება სოფლის მეურნეობის მიმართულებები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ“, – განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში გენერალური დირექტორატის წარმომადგენელმა მეთიუ ბიუსკეტმა.

ევროკავშირის წარმომადგენლების ვიზიტი ბორჯომში

შეხვედრაზე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ისეთ პროექტებს, როგორიცაა „ვირტუალური ტური ბორჯომის ხეობაში“, რომელიც ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენებით ტურისტებს ბორჯომის ხეობის ღირშესანიშნავ ადგილებში ვირტუალურ ტურს სთავაზობს. ასევე „ბორჯომის კულტურული ძეგლების და ლანდშაფტის ფოტოები ტურისტებისთვის“, რომელიც ბორჯომის ღირშესანიშნაობებს, ისტორიული, კულტურული და ტურისტული ადგილების პოპულარიზაციას უზრუნველყოფს. დაათვალიერეს „ადგილობრივი სუვენირები“, რომელის ფარგლებშიც ტურისტებისთვის ხის სუვენირები და სატამაშოები მზადდება. „მუსიკალური სტუდია“, რომელიც ახალგაზრდების მუსიკით დაინტერესებას და ამ კუთხით მათ მომზადებას უზრუნველყოფს და ბორჯომის ცენტრში მდებარე „მინი სტადიონი“, რომელიც ადგილობრივ ახალგაზრდებს სპორტულ აქტივობებში ჩართულობის შესაძლებლობას სთავაზობს.

ევროკავშირის მხარდაჭერით, ENPARD–ის ფარგლებში, საქართველოში დღემდე 122 სოფლის განვითარების ინიციატივა დაფინანსდა, აქედან 28 ბორჯომში. ეს ინიციატივები სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, სოციალური და რეგიონალური ინფრასტრუქტურის და გარემოს დაცვითი მიმართულებების განვითარებას უწყობს ხელს. აღნიშნული ინიციატივებით 700–მდე სოფლად მცხოვრები ოჯახი დასაქმდა, ხოლო 8000–მდე სოფლად მცხოვრებ ადამიანს საცხოვრებელი პირობები პირობები გაუუმჯობესდა.

აღნიშნული პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება და მისი მთალიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ლარს. ENPARD–ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა.

ბორჯომის ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა (LAG) 2017–2019 წლებისთვის პროექტების განხორციელებისთვის კონკურსი კიდევ გამოაცხადა, რომლის ღირებულება 1 000 000 ლარია, ამ ეტაპზე 231 განაცხადია შესული, რომლის გადარჩევაც იგეგმება.
ადგილობრივი განვითარების ჯგუფში 29 ადამიანია, მათ შორის არიან წამომადგენლები ხელისუფლების, არასამთვრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორიდან.

ევროკავშირის წარმომადგენლების ვიზიტი ბორჯომში

[თინათინ ზაზაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადგილობრივ სამოქალაქო ორგანიზაციებს ახალციხეში ტრენინგზე იწვევენ
ევროკავშირის მხარდაჭერით ახალქალაქში სოფლის განვითარების პროექტი იწყება
ოთარ დანელია: ევროკავშირის ფინანსური დახმარებით სოფლის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა იწყება [R]
ENPARD–ის II ეტაპის საფინანსო შეთანხმება გაფორმდა [R]
ბორჯომში ტურიზმის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავებაზე მუშაობა დასრულდა ®
ოთარ დანელიამ კატერინა მატერნოვასთან ერთად ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებული კოოპერატივები დაათვალიერა [R]
იოჰანეს ჰანმა  კოოპერატივი და აგროსერვის ცენტრი დაათვალიერა [R]