FM97.5 / LIVE

ტყიდან შეშას ყველა ვეღარ გამოიტანს

მთავარისიახლე, ეკონომიკა 23.02.2018
ტყით სარგებლობის წესში შესული ცვლილების მიხედვით, საბიუჯეტო ორგანიზაციები ტყიდან საშეშე მერქანს თვითონ ვეღარ გამოიტანენ. შესაძლოა, შეშის მოპოვებასთან დაკავშირებით ცვლილება მოსახლეობასაც შეეხოს.

ტყიდან შეშას ყველა ვეღარ გამოიტანს
საშეშე მერქნის მოპოვებასთან დაკავშირებით, ტყით სარგებლობის წესში (საქართველოს მთავრობის N242-ე დადგენილება) ცვლილება შევიდა. თუმცა სიახლე მხოლოდ საბიუჯეტო ორგანიზაციებს ეხებათ. თუ აქამდე მათი წარმომადგენლები ტყეში ხეს თავად ამზადებდნენ, ამის შემდეგ შეშას სატყეო სამსახურის თანამშრომლები მოჭრიან და მზას ადგილამდე მიუტანენ. რაც შეეხება მოქალაქეებს, ისინი ხის დასამზადებლად ტყეში კვლავ თავად შევლენ.

„სახელმწიფო დამზადებულ პროდუქტს შესთავაზებს ორგანიზაციებს. ადგილობრივები კი საშეშე მერქნით ისევ იგივე პირობებით ისარგებლებენ, როგორც ეს აქამდე იყო“, – ამბობს საქართველოს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ნათია იორდანიშვილი.

საბიუჯეტო ორგანიზაციებს ერთ კუბამეტრ დამზადებულ საშეშე მერქანში 80–85 ლარის გადახდა მოუწევთ. იორდანიშვილის ამბობს, რომ საშეშე მერქნის ფასი არ იცლვება და ორგანიზაციებს ტრანსპორტირება შესაძლოა აქამდე მეტიც უჯდებოდათ.

ახალციხეში შეშით ორი ააპ–ის, სკოლამდელი აღზრის და კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებების შენობები თბება. წლის განმავლობაში კულტურის დაწესებულებებში 75 კუბურ მეტრ შეშას მოიხმარენ. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში კი 447 კუბამეტრით 15 საბავშვო ბაღს ათბობებ.

„მხოლოდ თემმა ბაღებისთვსი გასულ წელს 277 კუბამეტრი ვიყიდეთ და 27 000 ლარი გადავიხადეთ, დაახლოებით 100–ლარამდე გვიჯდებოდა ერთი კუბამეტრის ყიდვა“, – ამბობს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი ნატო ჩოხელი.

გასულ წელს ერთი კუბამეტრის შეძენა 98 ლარი დაუჯდა ახალციხის თემის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებას.
„შარშან მხოლოდ სოფლებისთვის 5 694 ლარის შეშა ვიყიდეთ. თუ 80–85 ლარში ვიყიდეთ გამოდის რომ ფასს გვიიაფებენ“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი გიორგი ჟუჟუნაძე.

ტყიდან შეშას ყველა ვეღარ გამოიტანს

შესაძლოა ცვლილება საშეშე მერქნის მოპოვებაზე მოსახლეობასაც შეეხოს


საშეშე მერქანთან დაკავშირებით მთავრობა იგივე ცვლილებების გატარებას მოქალაქეებთან დაკავშირებითაც გეგმავს.

„გვინდა რომ წელსვე შევთავაზოთ მოსახლეობას დამზადებული საშეშე მერქნის ადგილამდე მიტანა. ეტაპობრივად კი სოციალური ჭრის მექანიზმი საერთოდ მოვსპოთ. საშეშე მერქნის ფასისი დადგენის პრაქტიკა უკვე გვაქვს, რა მნიშვნელობა აქვს შეშას საბიუჯეტო ორგანიზაციას მიუტან თუ ნებისმიერ ადგილობრივს. ამიტომ ერთი კუბამეტრის ღირებულება მოქალაქეებისთვისაც 80–85 ლარი იქნება“, – აცხადებს იორდანიშვილი.

ახალციხის მუნიციპალიტეტში შეშით 9 000 კომლი თბება. წლის განამვლობაში ერთი კომლისთვის შვიდი კუბამეტრია გამოყოფილი, მაღალმთიან დასახლებებში კი 15. თუ მათი მოთხოვნის მიხედვით საშეშე მერქნის ტყეში ათვისება სრულად მოხდება, მოსახლეობის შეშით მომარაგებას 80 ათასი კუბამეტრი ხე დასჭირდება. თუმცა, როგორც ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა განყოფილების ხელმძღვანელი რამინ მარტინენკო ამბობს, რეალურად ათვისება 20 ათასი კუბამეტრის ხდება: „დანარჩენი კი ისეთ ოჯახებზე მოდის, რომლებიც აქ არ ცხოვრობენ, ან რაიმე სხვა მიზეზით შეშა არ გამოაქვთ“.

ადგილობრივები მოსალოდნელ ცვლილებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. მთავრობის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მოსახლეობის განწყობა მიუხედავად იმისა სოფელი გაზიფიცირებულია თუ არა ერთნაირია.

ტყიდან შეშას ყველა ვეღარ გამოიტანს

მაგალითად, ღრელში, გაზი ორი წლის წინ შეიყვანეს, თუმცა სოფელში მცხოვრები 100 კომლიდან დაახლოებით 60 ისევ შეშით თბება. ნაწილს გაზი შეყვანილი ჰყავს მაგრამ არ რთავს. მიზეზი ისაა, რომ შეშით გათბობა უფრო იაფი უჯდებათ. ნაწილს კი გაზი სახლამდეც ვერ მიჰყავს.

„ახლა ერთ კუბამეტრ შეშაზე მოსაკრებელი ხუთი ლარია და თუ ხის ტყიდან სახლამდე მიტანა სულ ჯამში 250 ლარი მიჯდება, მერე 700 ლარი უნდა გადავიხადო. ფული რომ მქონდეს ვიყიდი და ტყეში აღარ ვიწვალებ, მაგრამ ამის საშუალება არ მაქვს“, – ამბობს ღრელში მცხოვრები ალექსანდრე სუდაძე.

მის მოსაზრებას იზიარებენ სოფელ სხვილისში მცხოვრებლებიც: „მთავრობას თუ ხალხის სიკეთე უნდა მოგვყიდონ დამზადებული ხე შვიდ ლარად. ახლა რომ 300 ლარს ვიხდი გათბობაში, მერე 800 უნდა გადავიხადო. ფიზიკურად ამდენს ვერ გავწვდებით“, – ამბობს სტეფანე ნიკაგოსიანი.

ტყიდან შეშას ყველა ვეღარ გამოიტანს

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასა და არასამთავრობო სექტორში მიიჩნევენ, რომ მოქალაქეების შეშით მომარაგების წესში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, ჯერ მოსახლეობაში განხილვები უნდა გაიმართოს.

„წინააღმდეგ შემთხვევაში ამას შესაძლოა საპროტესტო აქციები მოჰყვეს“, – ამბობს რამინ მარტინენკო.

კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციის (CENN) წარმომადგენელი რეზო გეთაშვილი მიიჩნევს, რომ მოსახლეობისთვის შეშით მოპოვების წესში ცვლილებების შეტანა ძალიან ფრთხილად უნდა განხორციელდეს: „ეს რთული, მაგრამ შესაძლებელია“.

ცვლილებების პროექტის ავტორი საქართველოს ეროვნული სატყეო სააგენტოა. უწყებაში ფიქრობენ, რომ მერქნით სარგებლობის მოწესრიგება ტყეს მნიშვნელოვნად დაიცავს.

„ტყეში მერქანს მხოლოდ სატყეოს თანამშრომლები, ან მათი ზედამხედველობის ქვეშ ის მოქალაქეები შეასრულებენ, რომლებიც დღეს შესაძლოა ტყეში ხის უკანონო ჭრით არიან დაკავებულები. მათ შესაბამისი ცოდნით და ინვენტარით აღვჭურვავთ. შესაძლოა, ამისთვის ტენდერები გამოვაცხადოთ, ან ტენდერის გარეშე ადგილობრივებთან ხელშეკრულებები გავაფორმოთ“, – ამბობს ნათია იორდანიშვილი.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გამოკითხვა: რა სჯობს გლეხისთვის, შეშა თავად დაამზადოს, თუ მზაში 80 ლარი გადაიხადოს?
მოსახლეობა სამასალე მერქანს ტყიდან ვეღარ გამოიტანს
სოფელ წნისში გამოსაზამთრებლად საკმარისი შეშა არ აქვთ
რა შემთხვევაში აღარ დაჯარიმდება მოქალაქე მდინარის ჩამოტანილი შეშით სარგებლობისას
სად და რა ფასად შეიძენთ საშეშე და სამასალე მერქანს
საშეშე მერქანის მისაღებად ახალციხის მუნიციპალიტეტში სიები ზუსტდება
ახალციხის 8 ბაღიდან 4 ჯერ ისევ შეშით თბება