FM97.5 / LIVE

2017 წელს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 11 625 ფაქტი გამოვლინდა

მთავარისიახლე, სამართალი 15.01.2018
2017 წლის განმავლობაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 11 625 ფაქტი გამოავლინეს.

2017 წელს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 11 625 ფაქტი გამოვლინდა
უწყების ინფორმაციით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 11 110 ფაქტი, ხოლო სისხლის სამართლის 515 ფაქტი, რომელთა მასალებიც სამართალდამცავ ორგანოებში გადაიგზავნა.

2017 წელს, გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხამ 8 651 243,56 ლარი შეადგინა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამართალდამრღვევებს (როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს) ჯარიმის სახით, ჯამში 4 658 500 ლარი დაეკისრათ.

2017 წელს გამოვლენილი გარემოსდაცვითი დანაშაულებიდან, დაფიქსირდა ტყის კანონმდებლობის დარღვევის - 1737 ფაქტი, ხე-ტყის ტრანსპორტირების წესების დარღვევის - 1397 და სახერხის ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის - 832 ფაქტი, რაც ჯამურად, საერთო გამოვლინებების 34%-ს შეადგენს.

საერთო სტატისტიკის 22%-ს შეადგენს წიაღის კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევები - 2521 ფაქტი და 16%-ს ატმოსფერული ჰაერის კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევები - 1817 ფაქტი.

ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 1407 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო თევზჭერის/ნადირობის წესების დარღვევის - 1078 ფაქტი. სხვა დარღვევებმა საერთო სტატისტიკის 7% (836 ფაქტი) შეადგინა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამ თვეში, გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 2 609 ფაქტი გამოვლინდა
გასულ თვეში გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 1130 ფაქტი გამოვლინდა
6 თვეში სამცხე-ჯავახეთში გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის 126 ფაქტი გამოვლინდა
სამცხე-ჯავახეთში სექტემბერში გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის 50 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაბინძურების 289 ფაქტი 17 დღეში
დარღვევის 776 ფაქტი ერთ კვირაში
სამცხე–ჯავახეთში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 18 ფაქტი გამოვლინდა