FM97.5 / LIVE

ახალციხის მუნიციპალიტეტში ოთხი ააიპ და ერთი შპს დარჩება

მთავარისიახლე, ეკონომიკა 13.01.2018
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ქალაქსა და თემში არსებული მსგავსი ააიპ–ებისა და შპს–ების შეერთებას მხარი დაუჭირა. ცვლილებების შედეგად არსებული რვა ააიპ–იდან ოთხი, ხოლო ორი შპს–დან ერთი დარჩება.

ახალციხის მუნიციპალიტეტში ოთხი ააიპ და ერთი შპს დარჩება
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომა დღეს, 12 იანვარს გაიმართა.

„გაერთიანდა ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტები, შესაბამისად მსგავსი ააიპ–ების შერწყმა მოხდა და ამასთან დაკავშირებით მივიღეთ თანხმობა საკრებულოსგან. ახლად შექმნილ ააიპ–ებს შეეცვლებათ სახელწოდებაც“, – განაცხადა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ.
ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ ჯერ ცნობილი არ არის თუ ვინ უხელმძღვანელებს ახლადშექმნილ ააიპ–ებსა და შპს–ეებს: „შერწყმის შემდეგ იქნება ახალი საშტატო ნუსხა, დაინიშნებიან ააიპ–ს ხელმძღვანელები. საშტატო ნუსხის დამტკიცების შემდეგ მოხდება თანამშრომლების დანიშვნა“, – ამბობს ზაზა მელიქიძე.

ცვლილებების შედეგად, შემდეგი ააიპ–ები და შპს–ები ერთიანდებიან:

ააიპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება და წყალანირება“ და ააიპ „ახალციხის ტბა“;

ააიპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება“ და ააიპ „ქალაქ ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება“;

ააიპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებების გაერთიანება“ და ააიპ „ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებების გაერთიანება“;

ააიპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური“ და ააიპ „ქალაქ ახალციხის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრი“;

შპს „ვალეს კომუნალური გაერთიანება“ და შპს „კეთილმოწყობა“;

ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ აღნიშნული შპს–ების გაერთიანების მიუხედავად, ახლადშექმნილი შპს მალევე გაუქმდება ან შეუჩერდება უფლებამოსილება, რადგან 2018 წელს, ტენდერში ახალმა კომპანიამ შპს „სერვისმა“ გაიმარჯვა, რომელიც ქალაქისა და სოფლის დასუფთავებასა და ნარჩენების გატანაზე იზრუნებს.

„ორივე შპს–ს აქვს ქონება მანქანების სახით. თუმცა გარდა იმისა, რომ ქონება გააჩნიათ, ვალდებულებები აქვთ. აღნიშნული შპს, რომელიც გაერთიანდება, იანვარშიც იფუქციონირებს, ვალდებულებებს გაისტუმრებს და შემდეგ მოუწევს გაჩერება ან ლიკვიდაცია“, – აცხადებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერიის ააიპ–ების 530–მდე თანამშრომელს იანვრის ხელფასი არ მიუღია
ახალციხეში სამი სამუსიკო სკოლა ერთ ააიპ–ად გაერთიანდა
ახალციხის მერია ააიპ–ების დაფინანსებას ზრდის
მერია ააიპ–ების თანამშრომლებს  ხელფასებს უზრდის
ახალციხის ააიპ–ებს მეორადი კომპიუტერები გადასცეს
2018 წელს 13 ააიპ–ი ბიუჯეტიდან 4 მლნ ლარით დაფინანსდება
სამცხე-ჯავახეთში ააიპ–ებში 400 000–მდე პრემია–დანამატი გაიცა