FM97.5 / LIVE

გიორგი გახარია: უნდა გაძლიერდეს კავშირი მანდატურის ინსტიტუტსა და საპატრულო პოლიციას შორის

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 20.12.2017
შინაგან საქმეთა მინისტრმა საპარლამენტო კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას არასრულწლოვანთა შორის გამოვლენილ ძალადობის ფაქტებზე ისაუბრა.

გიორგი გახარია: უნდა გაძლიერდეს კავშირი მანდატურის ინსტიტუტსა და საპატრულო პოლიციას შორის

"რეალურად, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არასრულწლოვანთა კოდექსმა, რომელიც იყო მიღებული წელიწადნახევრის წინ და ამოქმედდა 2016 წლის პირველ იანვარს, გარკვეული შედეგები გამოიღო. რა თქმა უნდა ხაზგასასმელია ისეთი მიღწევები, როგორიც არის განრიდების პირობებში რეციდივის მხოლოდ 9% შემთხვევები, მაგრამ, ასევე, ხაზგასმით უნდა დავაფიქსიროთ ის პრობლემები, რომლებიც გვაქვს 14 წლამდე არასრულწლოვნებში - დანაშაულის ზრდა. განსაკუთრებით, ისეთი დანაშაულის ზრდა, როგორიც არის ქურდობა",- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, ბოლო ტრაგიკული შემთხვევების შემდეგ შინაგან სქმეთა სამინისტრომ საკმაოდ კონცენტრირებულად იმუშავა განათლების სამინისტროსთან ერთად ამ მიმართულებით და გამოჩნდა რომ, არის გარკვეული სტრუქტურული და ინსტიტუციონალური პრობლემები, რომლებზეც ერთად უნდა გაგრძელდეს მუშაობა.

"აბსოლუტურად ნათელია ჩვენთვის, რომ გარკვეულ რეფორმირებას საჭიროებს მანდატურის სამსახური, მისი ეფექტიანობის ზრდის მიზნით. ინსტიტუციონალურად უნდა დაექვემდებაროს პირდაპირ განათლების სამინისტროს და არა სკოლას. ასევე უნდა გაძლიერდეს კავშირი მანდატურის ინსტიტუტსა და საპატრულო პოლიციას შორის. ჩვენი დაკვირვებით რეფერირების სისტემა ეფექტურად ვერ მუშაობს და ეს არის სწორედ ის კომპონენტი, რომელმაც უნდა იზრუნოს უმოკლეს ვადაში არასრუწლოვანთა რესოციალიზაციაზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, 2010 წლის შემდეგ, როდესაც შეიქმნა რეფერირების სისტემა, კომისიაში დაფიქსირდა მხოლოდ 39 მიმართვა, რომლის ნახევარი ოჯახის წევრების მიერ იყო დაფიქსირებული.

"შესაბამისად სკოლა პანსიონების სისტემა რომელიც ფაქტიურად მოშლილია დღეს ქვეყანაში და ფუქნციონირებს ერთადერთი სამტრედიაში, ეს კომპონენტიც განათელბის სამინისტროსთან ერთად საჭიროებს გარდაქმნას", – განაცხადა გიორგი გახარიამ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გიორგი გახარია: 'სოფლის მეურნეობა უნდა გახდეს ეფექტურად მზარდი'
‘პენსიაზე გასული მასწავლებლებლებისთვის ფულადი ჯილდოს გაცემის პროგრამა უნდა გაგრძელდეს’ – გახარია
დღეიდან 13 200 პოლიციელს ხელფასი 250 ლარით მოემატა
გიორგი გახარია ვარაუდობს რომ სასწავლო პროცესი 26 აპრილამდე ვერ აღდგება
გახარია - 'პოლიციელებისთვის ხელფასის ზრდის ტენდენცია 2019 წელსაც გაგრძელდება'
‘მკაცრი სისტემური შეზღუდვები აღარ განმეორდება’ – გახარია
საპატრულო პოლიციას 100 ჰიბრიდული და ელექტროავტომობილი გადაეცა