FM97.5 / LIVE

ხე–ტყით დატვირთული, ჩამორთმეული მანქანების საქმის ორი მხარე

მთავარისიახლე, საზოგადოება 18.12.2017
აქციის მონაწილეების აღიარება ხე–ტყის უკანონო ჩეხვაზე და საგამოძიებო უწყებების პასუხი; რატომ ჩამოართვეს უვადოდ, მასალასთან ერთად, ადგილობრივებს მანქანებიც;

ხე–ტყით დატვირთული, ჩამორთმეული მანქანების საქმის ორი მხარე

დღეს, 18 დეკემბერს, ბორჯომისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების მცხოვრებლებმა, რომლებსაც ბოლო სამი თვის განმავლობაში, სხვადასხვა დროს, ხე–ტყის გადატანისას ავტომანქანები ჩამოართვეს, სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს. ადგილობრივები საქმის დროულად გამოძიებას და კუთვნილი მანქანების უკან დაბრუნებას ითხოვდნენ.

„გუბერნატორთან იმიტომ მოვედით რომ ხელისუფალი ესაა, არსად პასუხს არ გვცემენ, ვიღაცამ ხომ უნდა მოგვისმინოს“, – ასე ახსნეს აქციის გუბერნიასთან გამართვის მოტივი შეკრებილებმა, რომელთა შორის, უმეტესობა ბორჯომიდან იყო, მათ შორის ისეთებიც, რომლებსაც, სხვადასხა დროს, ორი მანქანა ჩამოართვეს.

„გუშინ „მერსედესი“, თვენახევრის წინ კი „მარშუტკა“ ჩამომართვეს. ორივეჯერ ჭობისხევიდან ცხრამუხაში მიმქონდა მასალა. სახლი ვიყიდე და ისეა დანგრეული „პოლი“, ბავშვები ვარდებიან“, – ამბობს ბორჯომის მკვიდრი ივანე შაყულაშვილი და ამატებს, – „პირველად რომ ჩამომართვეს, ავდექი და მეორედ წავიღე, მაგრამ ისევ არ გამიმართლა. მასალა უსაბუთო იყო“.

შეკითხვაზე – მანქანის ერთხელ ჩამორთმევის შემდეგ იგივე რატომ გაიმეორა და თანაც, უსაბუთოდ, ამბობს: „მასალის საბუთს რთულად იძლევიან და თუ მოგცეს, ისეთ ადგილზე დაგინომრავენ ხეს, სამი კუბური მეტრის სახლამდე მიტანა 500 ლარზე მეტი დაგიჯდება“.
დღეს ბორჯომიდან ახალციხეში ჩამოსულების უმრავლესობა აცხადებდა, რომ მასალა უკანონოდ გადაჰქონდა.

„დავაშავე, მოვიპარე, მოვჭერი, მაგრამ მანქანა ნათხოვარი მყავდა და დამიბრუნონ. თუ რეაგირება არ იყო, აქ მოვალთ ხვალც, ზეგაც და სულ აქ ვიქნებით“, – ამბობს ალექსანდრე ფერაძე, რომელსაც ხუთი კუბური მეტრით დატვირთული „ფორდ ტრანზიტი“ ჩამოართვეს.

ხე–ტყით დატვირთული, ჩამორთმეული მანქანების საქმის ორი მხარე

სამი თვის წინ, უსაბუთო, კუბამეტრნახევარი მასალა გადაჰქონდა ბორჯომიდან თბილისში რამაზ ფერაძეს: „დამიწერონ ჯარიმა რაც მეკუთვნის და მანქანა დამიბრუნონ, იმით ვარჩენ ოჯახს. გაფუჭდა მანქანები, ღია ცის ქვეშ ყრია, წყალი ჩადის, დაუსკდათ „მატორები“.

აქციის მონაწილეებს შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ირწმუნებოდნენ, რომ მასალის წარმოშობის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი ჰქონდათ.

„საფინანსოსგან ვიყიდე აუქციონზე გამოტანილი ორ კუბამეტრამდე მრგვალი მორი და ადიგენში დავხერხე. ერთ ღერსაც თუ ვინმე ნახავს იმ მანქანაში უკანონოს, დამაჯარიმონ“, – ამბობს ადიგენში, სოფელ ზარზმაში მცხოვრები ზაურ საგინაძე და ამატებს, რომ ყველა საგამოძიებო უწყებას მიმართა გამოძიების დაჩქარების თხოვნით თუმცა, უშედეგოდ, – „ვიხვეწები, რომ დამკითხონ, კანონიერად გამოარკვიონ რა მოხდა, მაგრამ ყურადღებას არავინ მაქცევს“.

ხე–ტყით დატვირთული, ჩამორთმეული მანქანების საქმის ორი მხარე

ლევან ართმელაძეც ამბობს, რომ როცა ზარზმიდან ვალეში შეშა გადაჰქონდა, დოკუმენტები წესრიგში ჰქონდა: „მანქანა გაგვიფუჭდა გზაში და დანიშნულების ადგილამდე დროულად ვერ მივიტანეთ, ამის გამო „მარშუტკაც“ ჩამოგვართვეს და შეშაც“.

ხე–ტყის უკანონოდ ჭრასა და გადაზიდვაზე კონტროლს სამი უწყება: შინაგან საქმეთა სამინისტრო, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ახორციელებს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში ამბობენ, რომ სამცხე–ჯავახეთში ამჟამად მათ მიერ ჩამორთმეული არცერთი მანქანა არ არსებობს: „ბოლო სამი თვის განმავლობაში, ჩვენს მიერ გამოვლენილ ყველა ფაქტზე სასამართლო პროცესი უკვე გაიმართა და საქმე დასრულდა“.

ხე–ტყით დატვირთული, ჩამორთმეული მანქანების საქმის ორი მხარე

საგამოძიებო უწყებებში აცხადებენ, რომ დოკუმენტები რომლითაც ხე–ტყე გადააქვთ, ხშირ შემთხვევაში ყალბია, ძიების პროცესი კი დროში არ ჭიანურდება.

„გამოძიებას თავისი პროცედურები აქვს. როგორც კი გამოძიება დასრულდება, ავტომანქანები დაუბრუნდებათ“, – გვითხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში კი აცხადებენ, რომ დეტალურ ინფორმაციას ამ საქმეებთან დაკავშირებით, ხვალ 19 დეკემბერს მოგვაწვდიან: „ახლაის შეგვიძლია გითხრათ, რომ ყველა მანქანა კანონის საფუძველზეა ამოღებული“.

ხე–ტყით დატვირთული, ჩამორთმეული მანქანების საქმის ორი მხარე

„კი ბატონო, კანონიერად ამოიღეს მანქანა, მაგრამ დაგვიბრუნონ, ადმინისტრაციულ ჯარიმას ვექვემდებარები, დამაჯარიმონ და საქმე დაასრულონ“, – ამბობს პაატა ბლიაძე, რომელსაც „მარშუტკა“, ექვს კუბამეტრამდე უსაბუთო ფიცართან ერთად, ორი თვის წინ ჩამოართვეს.
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორს, აკაკი მაჭუტაძეს დღეს აქციის სამი მონაწილე შეხვდა. მათ რეგიონის პირველ პირს, საქმის დროულად გამოძიების მიზნით, შესაბამის უწყებებთან კომუნიკაცია სთხოვეს.

„გულისყურით მოგვისმინა და დახმარებას დაგვპირდა. ჩვენი ნომრები მოინიშნა, გვითხრა რეგიონის პროკურორს შევხვდები, გავერკვევი რა ხდება და დაგირეკავთო“, – ამბობს ვასილ აიწურაძე.

ხე–ტყით დატვირთული, ჩამორთმეული მანქანების საქმის ორი მხარე

გუბერნატორთან შეხვედრის შემდეგ აქციის მონაწილეები დაიშალნენ. პროკურატურაში კი „სამხრეთის კარიბჭეს“ განუცხადეს, რომ პროკურატურა ხე–ტყის უკანონოდ გაჩეხვაში ბრალდებული პირებისა და ზოგადად აღნიშნული დანაშაულის მიმართ, უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს: „შესაბამისად, პროკურატურის გადაწყვეტილებაა, რომ დამატებითი სასჯელის სახით, ხე–ტყის უკანონოდ ჭრის დროს გამოყენებული სხვადასხვა სახის სატრანსპორტო საშუალება, როგორც დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი, დაექვემდებაროს ჩამორთმევას“.

ამ დროისათვის, ჩამორთმეული მანქანების ნაწილი, ახალციხეში, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ეზოში, ნაწილი კი ე.წ. თბილი წყლების მიმდებარედაა გაჩერებული. სულ რამდენი მანქანაა ჩამორთმეული, ვერ დავაზუსტეთ. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათი რიცხვი 250–მდეა, შსს–ს ინფორმაციის გამოთხოვას წერილობით ითხოვს, ფინანსთა სამინისტრო კი კითხვაზე პასუხს ხვალ გაგვცემს.

აქციის მონაწილეები პასუხს, – რა ბედი ეწევა მათ ავტომანქანებს, გუბენრატორისგან ორ დღეში ელიან.

ხე–ტყით დატვირთული, ჩამორთმეული მანქანების საქმის ორი მხარე

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ხე–ტყის გადატანისას მანქანა ჩამორთმეული მოქალაქეები აქციებს აანონსებენ
ფინანსთა სამინისტრო: ‘ჩამორთმეულ მანქანებს საქმეების დასრულების შემდეგ დავაბრუნებთ’
მოქალაქეებს, რომლებსაც, ხე–ტყის გადატანის დროს მანქანები ჩამოართვეს, გუბერნატორი შეხვდა
ჩამორთმეული მანქანების დაბრუნების მოთხოვნით მოქალაქე პროკურატურასთან შიმშილობს
ხე–ტყის გადატანისას მანქანა ჩამორთმეული მოქალაქეები ხვალიდან აქციებს აანონსებენ
მოქალაქეები, რომლებსაც, ხე–ტყის გადატანის დროს მანქანები ჩამოართვეს, საპროტესტო აქციას მართავენ
შსს: ექვს თვეში ხე–ტყის გადატანის დროს 198 მანქანაა ჩამორთმეული