FM97.5 / LIVE
შეიწირა კიდეც; რამდენად დაცულია უსაფრთხოების ნორმები მშენებარე ობიექტებზე;">

უსაფრთხოება ხელისმოწერით

მთავარიეკონომიკა 06.04.2012
ქალაქში მშენებლობების ბუმია. ერთ-ერთმა ობიექტმა ადამიანის სიცოცხლე შეიწირა კიდეც; რამდენად დაცულია უსაფრთხოების ნორმები მშენებარე ობიექტებზე;

უსაფრთხოება ხელისმოწერით

ქალაქში მშენებლობების ბუმია. ერთ-ერთმა ობიექტმა ადამიანის სიცოცხლე შეიწირა კიდეც; რამდენად დაცულია უსაფრთხოების ნორმები მშენებარე ობიექტებზე;

ახალციხეში ამჟამად 10-ზე მეტი ობიექტი შენდება და 1 000-მდე კაცია დასაქმებული. მათ შორის, 600 მხოლოდ რაბათის ციხის მშენებლობაზე.

“რაბათში 150 კაცი გვყავს დასაქმებული, ციხის რეაბილიტაციასთან ერთად, მისი მეზობელი, ათონელის ქუჩის რეაბილიტაციასაც ჩვენ ვახორციელებთ”, - ამბობს კომპანია “არტესის” მენეჯერი ლაშა ცხვარიაშვილი.

“არტესი” აშენებს იუსტიციის სახლსაც, სადაც ძლიერი ყინვების გამო, ამ ეტაპზე მხოლოდ 30 ადამიანი მუშაობს. საერთოდ კი მის მიერ დასაქმებულთა რაოდენობა 50-მდე აღწევს. ცხვარიაშვილის განცხადებით, იუსტიციის სახლზეც და რაბათშიც უსაფრთხოების ნორმებს თავად აკონტროლებენ: “გვაქვს უსაფრთხოების ინსტრუქტაჟი, რაზეც ყოველ დილა-საღამოს ყველას ხელს ვაწერინებთ”.

ცხვარიაშვილის განმარტებით, ინსტრუქტაჟში შედის პირადი აღჭურვილობა: “ვასწავლით რა უნდა ჩაიცვან, როგორ უნდა მოიქცნენ გარკვეულ პირობებში, რომ არაფერი დაუშავდეთ. გვაქვს უსაფრთხოების ქამრები, ასევე ჩაფხუტები და უნიფორმა”.

იმის გამო, რომ ობიექტი გზის პირას შენდება, მუშების აღჭურვილობა ერთი თვალის შევლებითაც ნათელია. ერთკვირიანი დაკვირვებისას “სამხრეთის კარიბჭემ” დამცავი აღჭურვილობით ვერცერთი მუშა ვერ შენიშნა. ჩვენი დაკვირვება იმ პერიოდს ეხება, როცა შენობის შემინვა მიმდინარეობდა. მინიმუმ ათი მეტრის სიმაღლეზე, რომ აღარაფერი ვთქვათ უსაფრთხოების ქამრებსა და ჩაფხუტებზე, ხელოსნები ჩვეულებრივი სამოქალაქო ფორმით მუშაობდნენ.

რაც შეეხება რაბათში დასაქმებულებს, აქ პრესასთან უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე, არ საუბრობენ: “ვანოს ობიექტია, ვინ რას გეტყვის?!” - აცხადბენ პირად საუბრებში და ამატებენ, რომ ერთი-ორჯერ იყო შემთხვევა სიკვდილს რომ გადარჩნენ.

“თვეზე მეტია ვმუშაობ, მაგრამ ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს უსაფრთხოების წესებზე, არც ხელის მოწერა უთხოვიათ რამეზე”, - ამბობს შუახნის მამაკაცი, რომელიც არც ვინაობას ამჟღავნებს და არც იმ კომპანიის სახელს რომელმაც დაასაქმა.

რაბათში სამშენებლო სამუშაოებს ხუთი კომპანია ასრულებს. ადგილობრივი თვითმმართველობა მათ კონტროლს სამუშაოების შესრულების თვალსაზრისით ახორციელებს.

“ორი ტექნიკური ზედამხედველი გვყავს. რაც შეეხება უსაფრთხოებას, იქ ისეთი სამუშაოები არ ხორციელდება, რომ ეს საჭირო იყოს”, -აცხადებს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი გელა დემეტრაძე.

იგივეს აცხადებენ საკრებულოშიც. “ეკონომიკის სამსახური ამოწმებს მშენებლობებს, მაგრამ უსაფრთხოებაზე თავად მშენებლები ზრუნავენ”, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებლოს თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ ასპანიძე.

როგორ იცავენ უსაფრთხოების ნორმებს სუპერმარკეტ “სმარტის” მშენებლობისას, მშენებლები არ საუბრობენ.

“ევრო ფასადს ვაკეთებთ ახლა”, - გვითხრა “სმარტის” მუშამ გურამ ელბაქიძემ, რომელიც ყველანაირი აღჭურვილობის გარეშე სახურავზე შეკიდულ ხარაჩოზე იდგა. თუმცა, ეს მანამდე, სანამ მშენებარე ობიექტზე ჩამწერით ხელში ჟურნალისტის დანახვის გამო გაღიზიანებულმა მამაკაცმა, გარშემო ყველას გასაგონად არ იყვირა: “არცერთი არ დაელაპარაკოთ! არაფერი უთხრათ! გვეკრძალება პრესასთან რაიმეს თქმა”.

ის, რომ “სმარტის” მშენებლებიც ინსტრუქტაჟზე ხელის მოწერით ითვალისიწნებენ უსაფრთხოების ნორმების დაცვას, “სამხრეთის კარიბჭესთან” კომპანია “ველაჯიოს” სამუშაოთა მწარმოებელმა ჯინგული კვერნაძემ განაცხადა: “ჩვენ ახალციხეში ყოფილი გუბერნიის შენობის ადგილზე სასტუმროს ვაშენებთ. “ველაჯიო” აწარმოებს სამშენებლო სამუშაობს “სმარტშიც”. ორივეგან სპეციალურ ჟურნალში ვაწერინებთ ხელს, რომ ინსტრუქტაჟს გაცნობილნი არიან. მშენებლებს უფლება გვაქვს თავად ჩავუტაროთ უსაფრთხოების ერთჯერადი ინსტრუქტაჟი დასაქმებულებს”.

ყოველ დილით უტარდებათ ინსტრუქტაჟი, ხოლო ყოველ ათ დღეში, იმის შესახებ, რომ უსაფრთხობის წესებს გაეცნენ, ხელს აწერენ შპს “ფოცხოვის” მიერ დაქირავეული თანამშრომლები, რომლებიც ყოფილი პოლიკლინიკის შენობის დემონტაჟს ახორციელებენ.

აქ გასული წლის ოქტომბერში, შენობის წმენდისას კედელი ჩამოინგრა, რამაც 24 წლის ირაკლი კოტორაშვილი იმსხვერპლა.

“შეამოწმეს, ავარიული შენობა იყო და დადეს დასკვნა, რომ უნდა დაინგრეს”, - აცხადებს შპს “ფოცხოვის” მენეჯერი თამაზ თედორაძე.

ყოფილი პოლიკლინიკის შენობის ადგილზე სასტუმროს მისი ბიძაშვილი, ახალციხელი ბიზნესმენი რამაზ თედორაძე აშენებს. ეს უკანასკნელი, მაშინ, როცა უბედური შემთხვევა მოხდა, პრესისგან თავს შორს იჭერდა: “არ მაინტერესებს რას დაწერთ და არც ის მაინტრესებს რაზე ხართ მოსული, პრესასთან საუბარი არ მსურს”, - განუცხადა რამაზ თედორაძემ “სამხრეთის კარიბჭეს” (#32 (344), 24.10.2011).

მის ვინაობას ასაიდუმლოებდა მაშინ ადგილობრივი ხელისუფლებაც. მაშინ არც გამგებელი და არც საკრებულოს თავმჯდომარე არ ფლობდნენ ინფორმაციას ვისი დავალებით წმენდნენ მუშები დაცლილ შენობას.

“ახლა შემიძლია გითხრათ, რომ აქ სასტუმროს ახალციხელი ბიზნესმენი რამაზ თედორაძე აშენებს”, - გვითხრა ახალციხის მუნიციპალიტეტის სარებულოს თავმჯდომარემ მალხაზ გიქოშვილმა.

რაც შეეხება თედორაძეს, ის პრესასთან ისევ დუმილს ამჯობინებს. ამდენად კითხვები: რა წერია დასკვნაში, რატომ თავიდანვე არ იქნა შესწავლილი ობიექტი, რომლის დემონტაჟსაც გეგმავდნენ, ან რამდენად იქნებიან დაცული მუშები, რომლებიც აქ სასტუმროს მშენებლობაზე იმუშავებენ, ღიად რჩება; ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის გელა დემეტრაძის განცხადებით, დასკვნა აღნიშნული შენობის შესახებ, თედორაძესთან ინახება, თავად კი მის შესახებ არაფერი იცის: “ჩემამდე ამ ამბავს არ მოუღწევია”.

მშენებლებისა და უსაფრთხოების ოფიცრების განმარტებით, ქვეყანაში კანონი უსაფრთხოების შესახებ არ არსებობს. ბოლო დროს მიღებული კანონი “მომეტებულ საფრთხის შემცველ ობიექტებთან დაკავიშრებით” იმდენად ბუნდოვანია, რომ განმარტებაც კი არ არსებობს, რა ითვლება საფრთხის შემცველად. საერთაშორისო ნორმებით დაცული წესებიდან კი საქართველოში ერთ პროცენტსაც არ იყენებენ.

“ბი-პი-ს შინაგანაწესის მიხედვით, სანამ მუშაობას დაიწყებენ, მანამდე რისკების შეფასების დოკუმენტაციას აკეთებენ და ადგენენ მოქმედების მეთოდიკას. სამუშაოების დაწყებამდე უსაფრთხოების ოფიცერი ატარებს აღნიშნული რისკების გაცნობით საუბარს, უხსნის პერსონალს და აწერინებს ხელს სპეციალურ ბლანკზე. ამ ყველაფრის შემდეგ კი თავად უწევს მეთვალყურეობას, რომ უსაფრთხოების ნორმები არ დაირღვეს”, - აცხადებს მშენებლი დავით სირბილაძე და ამატებს, რომ ამ თვალსაზრისით “ბი-პი” ძალიან დიდი ფულს ხარჯავს.

რაც შეეხება საქართველოში დანერგილ მეთოდს – ინსტრუქტაჟზე ხელის მოწერას, კომპანია “სიმენსის” გარემოს დაცვის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის უფროსი გიორგი მერაბიშვილი აცხადებს, რომ ხელმომწერების მხრიდან ესაა დასტური დაემორჩილონ გაწერილ ნორმებს: “თუმცა, ამის კონტროლი მთელი სამუშაო პროცესის განმავლობაში მკაცრად უნდა ხდებოდეს. ყველა დასაქმებული კვალიფიციური იმ საქმეშია, რასაც აკეთებს. უსაფრთხოება კი მან უნდა აკონტროლოს, ვისაც ეს ევალება”.

რამდენად იცავენ ამა თუ იმ მშენებლობაზე დასაქმებულები უსაფრთხოების ნორმებს ინსტრუქტაჟზე ხელისმოწერით, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ერთი თვალისშევლებითაც ნათელია. იგივეა პასუხი კითხვაზე, აკონტროლებენ თუ არა მშენებლები ან მენეჯერები დაქირავებულებს. თუმცა, კიდევ უფრო რთულადაა იმ კომპანიებში დასაქმებული პერსონალის საქმე, რომლებიც ასეთ ინსტრუქტაჟს საერთოდ არ იცნობენ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დაუცველი შრომის უსაფრთხოება თუ მუშის დაუდევრობა
რამდენად დაცულია უსაფრთხოების ნორმები ობიექტზე, სადაც 35 წლის მუშა გარდაიცვალა
შრომის ინსპექტორი: 'მშენებლობაზე, სადაც მუშა დაიღუპა სიცოცხლისთვის სახიფათო პირობებია'
ვინ აშენებს აღობილში სასტუმროს, სადაც ორი მუშა დაშავდა
ახალციხეში სამშენებლო სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების დარღვევით მიმდინარეობს
მშენებლობა სამშენებლო ნებართვის გარეშე
შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი ამოქმედდა