FM97.5 / LIVE

ლომჯარია: საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების შემთხვევები განსაკუთრებით პრობლემურია

მთავარისიახლე, საზოგადოება 10.12.2017
საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის მიერ ორგანიზებულ მსვლელობას სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ - „არ დავთმოთ ღამე“ და მნიშვნელოვნად მიიჩნევს საკითხისადმი საზოგადოების ფართო დაინტერესებასა და სახელმწიფოს მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას.

ლომჯარია: საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების შემთხვევები  განსაკუთრებით პრობლემურია

"სამწუხაროდ, სექსუალური შევიწროება, როგორც საჯარო სივრცეში, ისე დასაქმების ადგილზე დამკვიდრებულ პრაქტიკას წარმოადგენს. სტერეოტიპული დამოკიდებულება და რეაგირების მექანიზმის არარსებობა პრობლემას უფრო მასშტაბურს ხდის. კრიტიკულად დაბალია შემთხვევათა გამოვლენის მაჩვენებელი, განსაკუთრებით პრობლემურია საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების შემთხვევები", – ვკითხულობთ სახალხლო დამცველის განცხადებაში.

ომბუდსმენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 2017 წელს რატიფიცირებული ევროპის საბჭოს კონვენცია „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“ პირდაპირ ითვალისწინებს სექსუალური შევიწროების საკანონმდებლო დეფინიციას, სარატიფიკაციო პაკეტში აღნიშნული საკითხი ვერ მოხვდა.

საქართველოს სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ უახლოეს პერიოდში განხორციელდეს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები სექსუალური შევიწროების დეფინიციისა და მასზე რეაგირების პროცედურების დადგენის მიზნით. ამასთან აუცილებელია ხელი შეეწყოს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას და პრევენციის სხვა ღონისძიებებს.

საქართველოს სახალხო დამცველი გამოთქვამს მზადყოფნას ითანამშრომლოს დაინტერესებულ პირებთან, დაეხმაროს კერძო და საჯარო უწყებებს სექსუალური შევიწროების რეგულაციების შემუშავებასა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. ამასთან, კანონმდებლობით მინიჭებული მანდატის ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველი შეისწავლის დასაქმების ადგილზე სექსუალური შევიწროების შემთხვევებს.

დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ მიმართონ სახალხო დამცველის აპარატის ოფისებს, მიაწოდონ ინფორმაცია ელექტრონულად ან ცხელი ხაზის 1481 მეშვეობით.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ახალციხეში შეხვედრა გამართეს
შსს: 3 თვეში სექსუალური შევიწროების 11 ფაქტი გამოვლინდა
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია დაიწყო
ძალადობისა და სექსუალური შევიწროების საკითხებზე მართლწესრიგის ოფიცრების გადამზადება დაიწყო
პარლამენტმა სექსუალური შევიწროვების შესახებ კანონი დაამტკიცა
სახალხო დამცველი სახელმწიფო უწყებებს გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოფხვრისაკენ მოუწოდებს
'ნინოწმინდაში სექსუალური შევიწროების ბევრი ფაქტია' - ნარინე გინოსიანი