FM97.5 / LIVE

ახალციხის საკრებულოში ფრაქციების შესაქმნელად ჯერ ორი განაცხადი შევიდა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 15.11.2017
ახალციხის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეულ საკრებულოში ფრაქციების შესაქმნელად განაცხადი „ევროპულმა საქართველომ“ და „ქართული ოცნების“ დეპუტატების ნაწილმა შეიტანა.

ახალციხის საკრებულოში ფრაქციების შესაქმნელად ჯერ ორი განაცხადი შევიდა
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის შექმნაზე განცხადებით „ევროპულმა საქართველომ“ პირველივე სხდომაზე მიმართა. ფრაქცია „ევროპული საქართველო–მოძრაობა თავისუფლებისათვის“ სამი წევრისაგან იქნება დაკომპლექტებული და მას გელა დემეტრაძე უხელმძღვანელებს.

ფრაქციის წევრი დემეტრაძესთან ერთად ირინა გელაშვილი იქნება. რაც შეეხება მესამე წევრის ვინაობას ჯერ გარკვეული არაა. რადგან პარტიის სიის პირველი ნომერი ვაჟა ჩიტაშვილი საკრებულოში შესვლაზე უარს აცხადებს, უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით კი მან საკრებულოს თავმჯდომარეს გელა ნოზაძეს უნდა მიმართოს.

ამ დროისათვის საკრებულოში კიდევ ერთმა ფრაქციამ „ქართული ოცნება–დემოკრატიულმა საქართველომ“ შეიტანა დასარეგისტრირებლად განაცხადი. „ოცნების“ ფრაქცია 16 დეპუტატისგან დაკომპლექტდა და თავმჯდომარე გიორგი გვარამაძე დაასახელა.

რაც შეეხება უმრავლესობის სხვა დეპუტატებს ფრაქციის შექმნის თაობაზე საკრებულოსთვის მათ ჯერ არ მიუმართავთ.

ახალციხის საკრებულოში ფრაქციის გარეშე რჩება „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც მხოლოდ ორი მანდატი აქვს. ფრაქციის შესაქმნელად კი სამი, ან სამ დეპუტატზე მეტია საჭირო.

ახალციხის საკრებულოში ფრაქციების შესაქმნელად ჯერ ორი განაცხადი შევიდა

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის საკრებულოს ორი ფრაქცია დაემატა
ასპინძის საკრებულოში ფრაქციის შესაქმნელად დღეს ერთი განაცხადი შევიდა
ადიგენის საკრებულოში ფრაქციის შექმნაზე სამი განაცხადი შევიდა
'ევროპულმა საქართველომ' ახალციხის საკრებულოში ფრაქცია  დაარეგისტრირა
ახალციხის საკრებულოში ვაჟა ჩიტაშვილი ემანუელ პოზოიანმა ჩაანაცვლა
ახალციხის საკრებულოში კიდევ ერთი ფრაქცია შეიქმნა
სახელშეცვლილი ფრაქცია ახალციხის საკრებულოში