FM97.5 / LIVE

სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები საქართველოს მთავრობაში

მთავარისიახლე, პოლიტიკა 13.11.2017
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგი, მთავრობაში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების შესახებ დღეს, 13 ნოემბერს 11:00 საათზე გამართა.

სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები საქართველოს მთავრობაში
პრემიერ მინიტრის განცხადებით, სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების მიზანია, კიდევ უფრო მოქნილი სახელმწიფო აპარატი ჩამოყალიბდეს და შემცირდეს ბიუროკრატიული ხარჯები.

"ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩატარებული მორიგი დემოკრატიული არჩევნები, ამომრჩევლის მიერ გამოცხადებული უდიდესი ნდობა გვანიჭებს მანდატს შეუქცევადად განვაგრძოთ ჩვენს მიერ აღებული კურსი. მეტიც, გამოვაცხადოთ ცვლილებების ახალი ტალღა, რომელიც კიდევ უფრო უკეთ პასუხობს არსებულ გამოწვევებს და მოემსახურება ჩვენს უმთავრეს მიზანს - ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის უზრუნველყოფას და ქვეყნის სწრაფ განვითარებას. ამისთვის ვგეგმავთ მთელი რიგი სტრუქტურულ ფუნქციური ცვლილებების განხორციელებას, რომელზეც ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობდა,"–განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.

პრემიერ მინისტრის განცხადებით ეკონომიკის სამინისტროს შეუერთდება ენერგეტიკის სამინისტრო, რომელსაც დიმიტრი ქუმსიშვილი უხელმძღვანელებს, იგი ასევე რჩება ვიცე–პრემიერის თანამდებობაზე.

ცვლილებების თანახმად, შს–ს მინისტრის პოსტს, ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია დაიკავებს, ხოლო ყოფილი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს უხელმძღვანელებს, რომელიც სტრუქტურული ცვლილებების თანახმად, ახალი ჩამოყალიბებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი კრიზისების საბჭოსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდება.

ცვლილებების თანახმად, ფინანსთა მინისტრად მამუკა ბახტაძე ინიშნება, რომელიც აქამდე "საქართველოს რკინიგზას" ხელმძღვანელობდა.

პრემიერ–მინისტრის განცხადებით სპორტისა და ახალგაზრდული საქმეთა სამინისტრო გაუქმდება.ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეუერთდება,მინისტრის პოსტს კი თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის პრორექტორი მიხეილ ჩხენკელი დაიკავებს.

რას შეეხება სპორტის კომპონენტს, იგი კულტურის სამინისტროს შეუერთდება, რომელსაც ისევ მიხეილ გიორგაძე უხელმძღვანელებს.

სტრუქტრული ცვლილებების მიხედვით, გაერთიანდება გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები, რომელსაც ლევან დავითაშვილი უხელმძღვანელებს.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში. მინისტრის პოსტს კი ვიცე-პრემიერი მიხელ ჯანელიძე დაიკავებს. ასევე, საგარეო დაზვერვის სამსახური, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უერთდება.

როგორც საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ცვლილებათა პაკეტს მთავრობა უახლოეს სხდომაზე დაამტკიცებს და პარლამენტს წარუდგენს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რომელი სამინისტროები უქმდება სტრუქტურული ცვლილებების შედეგად
საკადრო ცვლილებები საქართველოს მთავრობაში
გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის წევრები წარადგინა
ვინ დატოვებს მინისტრთა კაბინეტს
პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა
სოზარ სუბარი რეგიონული მართვის სამსახურს უხელმძღვანელებს
გახარია, ღარიბაშვილი, გომელაური –'ქართული ოცნების' მიერ წარდგენილი მინისტრობის კანდიდატები