FM97.5 / LIVE

საქართველოს საპატრიარქო სამი ცხვრის შეწირვასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.10.2017
საქართველოს საპატრიარქო 8 ოქტომბრის საკვირაო ქადაგებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს, რომელიც გვარის დალოცვის დროს სამი ცხვრის შეწირვას გულისხმობს.

საქართველოს საპატრიარქო სამი ცხვრის შეწირვასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
საპატრიარქომ განმარტება გუშინ 10 ოქტომბერს გაავრცელა, რომელსაც "სამხრეთის კარიბჭე" უცვლელად გთავაზობთ:

"შეგახსენებთ, რომ კათოლიკოს-პატრიარქმა გასული კვირის ქადაგებაში ბრძანა, რომ მოყვასისადმი სიყვარულისა და თანადგომის ნიშნად კარგი იქნება, თუ დასალოცად მოსული ესა თუ ის გვარი მთელი გვარის სახელით შემოწირავს სამ ცხვარს, რომელიც შემდეგ გაჭირვებულებისთვის გაიცემა.ეს არის ნებაყოფლობითი ქმედება და მისი განხორციელების შემთხვევაში მოწყალება გაკეთდება გვარის სახელით, რითაც ღვთივსათნო საქმე აღესრულება", – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განმარტებაში.

შეგახსენებთ, რომ კვირას, 8 ოქტომბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას მრევლს ლოცვის გაძლიერებისკენ მოუწოდა. მისი თქმით,შესაწირი უნდა იყოს სამი ცხვარი, რომელიც გაჭირვებული ოჯახების დასახმარებლად გამოიყენება.

"გახსოვთ, სახარებაში წერია, რომ ბოროტი ძალა განიდევნება ლოცვითა და მარხვით. მე ძალიან მომწონს შემოთავაზებული წინადადება. თან ძნელი არ არის, რომ ერთი დღე და ღამე ადამიანმა ილოცოს და იმარხულოს. იქნება სპეციალური ლოცვები _ მადლობის ლოცვა, წმინდა სამების, იესოს, ღვთისმშობლის და სხვა ლოცვები. ჩვენ უნდა დავიწყოთ წმინდა სამების ამ წმინდა ტაძრიდან. აი დავუშვათ დღის 12 საათიდან, მეორე დღის 12 საათამდე მორიგეობით წაიკითხავენ ლოცვებს და გვარის შესაწირავი იქნება სამი ცხვარი, რომელიც გამოყენებული იქნება გაჭირვებული ოჯახებისათვის. მე ვფიქრობ, ეს მოიტანს საოცარ შედეგს, რომ გაძლიერდეს სიყვარული ხალხში, ურთიერთპატივისცემა და თანადგომა", – ამ სიტყვებით მიმართა მრევლს პატრიარქმა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ილია მეორემ მრევლს ერთი დღე–ღამე ლოცვისკენ მოუწოდა
ილია მეორემ მრევლს მიმართა ხარებას ყველა საქმე გადადონ და ეკლესიაში მივიდნენ [Video]
პატრიარქის კურთხევით, სამი დღე თევზით ხსნილი იქნება
პატრიარქი მრევლს ერთობლივი ძალებით თავშესაფრის  შეძენას სთხოვს
ილია მეორე: "არ დაგავიწყდეთ სანთლის დანთება ფანჯარაში“
ილია II: შემთხვევითი არ არის, რომ ის სენი, რომელიც მოედო მთელს მსოფლიოს, საქართველოში არ არის
კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ტახტის მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო დანიშნა