FM97.5 / LIVE

ღია საუბრები სოფელ ზანავში

მთავარისიახლე, საზოგადოება 24.09.2017
რატომ ჯობია ევროპის ბაზარი რუსეთს, როგორ მოვხვდეთ და რა პროდუქცია გავიტანოთ ევროპის ბაზარზე; ასევე, მითები და დეზინფორმაცია ევროპის შესახებ – ამ თემებზე ადიგენში, სოფელ ზანავში მცხოვრებლებს, მწერალი დავით ტურაშვილი და თბილისის სამოქალაქო სექტორის წარმომადგელები ესაუბრნენ.

ღია საუბრები სოფელ ზანავში

შეხვედრა ზანავის სპორტულ – საგანმანათლებლო ცენტრში, არაფორმალურ გარემოში, 23 სექტემბერს, გვიან საღამოს შედგა. იატაკზე, სკამებსა და საჭიდაო ლეიბებზე მსხდომი ადგილობრივები თითქმის ორი საათის განმავლობაში ისმენდნენ ამბებს იმის შესახებ, როგორ შეძლეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებმა, მათნაირმა ადამიანებმა, თავიანთი საქმიანობა წამოეწყოთ, პროდუქცია ეწარმოებინათ და მერე ეს პროდუქტი ევროპის ქვეყნებში გაეყიდათ.

ღია საუბრები სოფელ ზანავში ადგილობრივებს ევროპის სიკეთეებზე მწერალი დავით ტურაშვილი უყვებოდა, რომელმაც ზანაველებს თავისი წიგნების შესახებაც მოუთხრო და ეს წიგნები, ავტოგრაფებით, აჩუქა კიდეც.

არასამთავრობო ორგანიზაცია მედიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი თამარ კინწურაშვილი, მასპინძლებს ანტიდასავლური დეზინფორმაციის შესახებ უყვებოდა. იგი უხსნიდა, როგორ შეიძლება ფოტომანიპულაციებით მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა და როგორ უნდა გავარჩიოთ, რამდენად სანდოა ამბავი რომელსაც ესა თუ ის პირი, ან მედია გვაწვდის. ასევე, თამარი იხსენებდა კონკრეტულ მაგალითებს, მასალებსა და პუბლიკაციებს, რომელთა მიზანი ევროპის შესახებ მცდარი შეხედულებების დანერგვა იყო.

ღია საუბრები სოფელ ზანავშიდავით ტურაშვილისა და თამარ კინწურაშვილის შემდეგ, გამომსველების რიგში ჟურნალისტმა ლიკა ბასილაია–შავგულიძემ გადაინაცვლა. ადგილობრივებს ჟურნალისტი ევროპის ბაზრებზე მოხვედრილი კონკრეტული მეწარმეების ისტორიებს უყვებოდა.

„მაღალმთიან რეგიონებს ეკონომიკური დატვირთვის დიდი პოტენციალი აქვთ. ვხედავ რომ აქ ქალები არიან შედარებით პასიურები, მამაკაცები აქტიურები კი არიან, მაგრამ, არიან პოლიტიზებულები. ამ დროს შეიძლება, რომ მათ ეს აქტიურობა სხვა კუთხით წარმართონ და ჩვენ გვინდა, რომ მათში გავაღვივოთ ნაპერწკალი, დაინტერესება და ეს აქტივობა მაგალითად, ბიზნეს სფეროში გადაიტანონ, საქმე წამოიწყონ. მე მიმაჩნია, რომ არასამთავრობო სტრუქტურები, სამთავრობო სტრუქტურები, ბიზნესები, ასე, სოფელ–სოფელ უნდა დადიოდნენ, ხალხს ხვდებოდნენ, და უზიარებდნენ სასარგებლო ინფორმაციას, როგორ უნდა გახდნენ წარმატებული აგრომეწარმეები“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ, კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრის დამფუძნებელმა და eugeorgia.info-ს მთავარმა რედაქტორმა ლიკა ბასილაია – შავგულიძემ.

ღია საუბრები სოფელ ზანავში„არ მინდა ადამიანებს ეგონოთ, რომ მას იმიტომ აკლია ან წიგნი, ან ადამიანი, რომ ის თბილისში არ დაიბადა და ვაკეში არ გაიზარდა, ამიტომ ყველგან დავდივარ სადაც მეპატიჟებიან“, – ასეთი იყო დავით ტურაშვილის კომენტარი შეხვედრის დასრულების შემდეგ, – „ძალიან მინდა დაიჯერონ ადამიანებმა, რომ მათზეა დამოკიდებული უკეთესი ხვალინდელი დღე და ამის ახსნას სულ ვცდილობ“.

სოფელ ზანავში შეხვედრას საქართველოში ამერიკის ელჩის მოადგილე ელიზაბეთ რუდი და ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღია საუბრები სოფელ ზანავში

„არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მოვიდნენ USAD-ის პროგრამის ფარგლებში და ამ პროგრამის მიზანი ზუსტად არის ხალხის ჩართულობის ხელშეწყობა. იმიტომ, რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ როდესაც ხალხი ჩართულია საზოგადოებაში, მთავრობა ემსახურება ხალხს. გარდა ამისა, აშშ მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას გახდეს ევროატლანტიკური ინსტიტუციების წევრი და ამ შეხვედრის კიდევ ერთი მიზანი იყო ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ ინფორმაციის გაზიარება. განსაკუთრებით ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება და ამ შეთანხმების შესაძლებლობები სოფლის ხალხისთვის“, – ქართულ ენაზე გვესაუბრა ელიზაბეთ რუდი, რომელიც საქართველოში, თბილისში, 2017 წლის ივლისში ჩამოვიდა. ამ პოზციის დაკავებამდე იგი მუშაობდა პოლიტიკურ მრჩევლად ქაბულში, ავღანეთში 2014-2016 წლებში.


ღია საუბრები სოფელ ზანავში სოფელ ზანავში შეხვედრა "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების და მოქალაქეთა ჩართულობის პროგრამის" ფარგლებში შედგა. პროგრამა ხუთწლიანია და მისი ერთ–ერთი მიზანია სამოქალაქო საზოგადოება, ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობა ქვეყნის წინსვლას უკავშირდება, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ადგილობრივებს შეხვდნენ. შეხვედრა ყველა კუთხეში ყველა სოფელში არაფორმალურ გარემოში მიმდინარეობს და თემაც ხშირად სხვადასხვაა, გამომდინარე ადგილობრივებისა და კუთხის საჭიროებებიდან.

„ბოლო პერიოდში ძალიან საინტერესო საკითხი გახდა ჩვენი პროდუქციის ევროპის ბაზარზე გატანა და ამის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და კონსულტაციები არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე, იმის ახსნა როგორ გავარჩიოთ მართალი ინფორმაცია ტყუილისაგან, ძალიან საჭიროა, რადგან ხშირია დეზინფორმაციები და ფოტომანიპულაციები“, – ამბობს პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე ეკა იმერლიშვილი.

ღია საუბრები სოფელ ზანავში მისივე თქმით, სამცხე–ჯავახეთში ორი სოფელი შეირჩა, ზანავი – ადიგენში და გოგაშენი – ახალქალაქში და ეს შემთხვევითი არ ყოფილა: „ვცდილობთ ისეთ სოფლებში ჩავიდეთ, სადაც არასამთავრობო სექტორი ნაკლებად მუშაობს და პოლიტიკოსებისთვისაც ნაკლებად საინტერესოა. ამ ეტაპზე სამცხე–ჯავახეთში იმიტომ შევარჩიეთ, რომ NDI-ს ბოლო კვლევებით, პროდასავლურ ორიენტაციაზე, ევროპულ ღირებულებებზე, ყველაზე ნაკლები ინფორმაცია აქვთ ეთნიკურ უმცირესობებს. ამიტომ ვიფიქრეთ, რომ მნიშვნელოვანი იქნებოდა ეს შეხვედრები“.

ღია საუბრები სოფელ ზანავში

[ნინო ნარიმანიშვილი, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მწერალი დათო ტურაშვილი და თბილისის არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს გოგაშენის მცხოვრებლებს შეხვდებიან
ღია საუბრები სამცხე-ჯავახეთში - მწერალი დათო ტურაშვილი და NGO-ები ზანავსა და გოგაშენს ეწვევიან
დათო ტურაშვილი დღეს სოფელ ზანავის მცხოვრებლებს შეხვდება
ევროპის ბაზარი – შეხვედრა სამცხე–ჯავახეთში მცხოვრებ ფერმერებთან
თვითმმართველ ქალაქებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას იკვლევენ
ევროკავშირი და საქართველო – შეხვედრა ახალციხეში
სამცხე–ჯავახეთს ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი სტუმრობდა