FM97.5 / LIVE

სოფელ რუსთავის ტყეში ხანძარია

მთავარისიახლე, საზოგადოება 22.09.2017
ასპინძაში, სოფელ რუსთავის მიმდებარედ, ინდუსის ტყეში ხანძარია. ცეცხლი დღეს, 22 სექტემბერს 17:00 საათისათვის გაჩნდა. ადგილზე სახანძროს სამი ჯგუფი და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

სოფელ რუსთავის ტყეში ხანძარია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ხანძრის შესახებ შეტყობინება შევიდა და სახანძრო ჯგუფები უკვე ადგილზე არიან, თუმცა ტყის ტერიტორიაზე რა იწვის, უწყებას ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ აქვს.

სოფელ რუსთავის მკვიდრები ამბობენ, რომ ტყის ტერიტორიაზე სათიბებია, ამიტომ ცეცხლი სათიბებს უკიდია თუ ტყის მასივს, ეს არც მათ იციან.

სოფელ რუსთავის დეპუტატის ჯემალ იაკობიძის თქმით, ტერიტორია, სადაც ხანძრია მიუდგომელი ადგილი არ არის და სახანძრო ჯგუფებს ცეცხლის ჩაქრობა არ გაუჭირდებათ. ცეცხლის შესახებ ინფორმაცია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მან მიაწოდა.

„ბიჭები იყვნენ ტყეში, დაუნახავთ და დამირეკეს ხანძარია, მეც სახანძროს გამოვუძახე, ზუსტად რა იწვის არ ვიცი, მაგრამ სოფლიდან ვხედავთ, რომ ცეცხლი საკმაოდ დიდ ფართობს უკიდია“, – გვეუბნება ჯემალ იაკობიძე.

ჯემალ იაკობიძის თქმით, იგივე ტერიტორიაზე ხანძარი, დაახლოებით ხუთი წლის წინაც გაჩნდა და სამი ჰექტარი ტყის მასივი დაიწვა.

ადგილი, სადაც ხანძარია, სოფელ რუსთავიდან 12 კმ–ის დაშორებით არის, ამიტომ დასახლებულ პუნქტს საშიშროება არ ემუქრება.

სოფელ რუსთავის ტყეში ხანძარია

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენში, ღარღვლის ტყეში ხანძარია
ბორჯომში ნახანძრალ ტყეს ცეცხლი უკიდია
სოფელ დვირთან, გორაკზე ბალახს ცეცხლი უკიდია
ხანძრის ხუთი კერა სამცხე–ჯავახეთში – 22 სექტემბერი
ახალქალაქში სოფელ კორხის ტერიტორიაზე ტყე იწვის
ადიგენის ტყეში ხანძარია
ახალქალაქში სოფელ არაგვას ტყეში ხანძარია