FM97.5 / LIVE

მდინარის დაბინძურების გამო ახალციხის სასაკლაოს დააჯარიმებენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 13.09.2017
სასაკლაო “ახალციხე –აგროფუდს” დაკლული ცხვრის სისხლის მდინარე ფოცხოვში ჩაშვების, ასევე წყლის უკანონოდ მოპოვების გამო დააჯარიმებენ;

მდინარის დაბინძურების გამო ახალციხის სასაკლაოს დააჯარიმებენ

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მდინარე ფოცხოვიდან აღებულ სინჯებზე ლაბორატორიული კვლევის პასუხები დღეს, 13 სექტემბერს მიიღო. მონაცემების დამუშავებამდე ირკვევა, რომ საწარმო მდინარე ფოცხოვს აბინძურებს, გარდა ამისა, უკანონოდ მოიპოვებს წყალსაც.

„დასკვნა შესასწავლია, რადგან ჩატარდა როგორც მიკრო–ბიოლოგიური ექსპერტიზა, ასევე ქიმიური ლაბორატორიული კვლევა. ამიტომ დაახლოებით 50–მდე პარამეტრია გადასამოწმებელი და დასაანგარიშებელი იმის დასათვლელად, თუ რა ოდენობის დაბინძურებული წყალი ჩაუშვა მდინარეში“, – ამბობს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი ინსპექტირების განყოფილების ინსპექტორი პაატა პარუნაშვილი.

მისი თქმით, მაგალითად, კვლევის პასუხის მიხედვით გადაჭარბებულია შეწონილი ნაწილაკების ოდენობა: „ამის გამო რამდენი ტონა დაბინძურებული წყალიც ჩაუშვეს მდინარეში, იმდენი 100 ლარი დაეწერებათ ჯარიმა“.

როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში აცხადებენ, ყველა პარამეტრის მიხედვით დაანგარიშდება საბოლოოდ გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობა და ჯარიმა ამის მიხედვით განისაზღვრება.

გარდა მდინარის დაბინძურებისა, „ახალციხე–აგროფუდს“ წყლის უკანონოდ მოპოვების გამოც დააჯარიმებენ.

„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგება, რომლის მიხედვითაც კომპანია ორი მუხლით დაჯარიმდება. ოქმი სასამართლოს გადაეგზავნება, ამის შემდეგ კი კომპანიას წერილობით მივმარათავთ და გონივრულ დროს მივცემთ ამ დარღვევების აღმოსაფხვრელად“, – ამბობს პაატა პარუნაშვილი და ამატებს, რომ ამ ვადის ამოწურვის შემდეგ კომპანიას ხელახლა შეამოწმებენ და თუ სამჯერ გადამოწმების შედეგად კომპანია არ აღმოფხვრის დარღვევებს, მისი ფუნქციონირების შეწყვეტის საკითხი დადგება, – „თუმცა ასეთი რამ ჩვენ პრაქტიკაში თითქმის არასდროს ხდება. კომპანიები ცდილობენ ყოველთვის რომ პრობლემები არ შექმნან“.

პარუნაშვილის თქმით, კომპანიამ წყლის მოპოვებაზე ნებართვა უნდა მიიღოს, მდინარეში წყლის ჩაშვებისთვის კი ზღვრულად ჩასაშვები ოდენობა უნდა განესაღვროს.

შეგახსენებთ, რომ გარემოსდაცვით ზედამხედველობის დეპარტამენტმა „ახალციხე– აგროფუდის“ მიერ მდინარეის დაბინძურების შესაძლო ფააქტის შესწავლა „სამხრეთის კარიბჭიდან“ შესული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. სასაკლაო მდინარე ფოცხოვში დაკლული ცხვრის სისხლს უშვებს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის სასაკლაოს საქმეს მდინარის დაბინძურებაზე სასამართლო განიხილავს
სასამართლომ ახალციხის სასაკლაო 1000 ლარით დააჯარიმა
ახალციხის ბაზარში სასაკლაოს მდინარის დაბინძურებისთვის მეოთხედ დააჯარიმებენ
სასაკლაოზე დაკლული ცხვრის სისხლი მდინარე ფოცხოვში ჩადის [Video/Photo]
ახალციხის ბაზარში, სასაკლაოზე დაკლული საქონლის სისხლი მდინარეში ჩადის [Video]
'ეტყობა ბევრი დაიკლა და ფილტრმა არ იმუშავა'– მდინარის დაბინძურების ფაქტს მესამედ შეისწავლიან [Video]
ახალციხის ბაზარში სასაკლაო გარემოს ფეკალური მასებით აბინძურებს