FM97.5 / LIVE

შვიდი სოფლის ექიმი [Photo/Video]

მთავარი 12.09.2017
40 წელია ზაირა გავაშელს, არა ერთ ოჯახში ელიან. ჭეჭლას საექიმო ამბულატორიის მედდა ერთადერთია 7 სოფელში, რომელიც სასწრაფოს ან ამბულატორიის ექიმის გამოჩენამდე ეიმედებათ. ამიტომ თუ ვინმეს რაიმე გაუჭირდება, ზაირა ექთანთან რეკავს.

შვიდი სოფლის ექიმი [Photo/Video]

ამბულატორიის ექიმი სოფელში კვირაში მხოლოდ ორჯერ მიდის. ზაირა გავაშელი კი ჭეჭლას მკვიდრია. ამიტომ 200–ზე მეტ კომლს ყოველთვის მისი დახმარების იმედი აქვს. როგორც თავად ამბობს, ამის გამო მისთვის არც შაბათი–კვირა არსებობს და არც შუაღამე. მედდას ხშირად პაცინეტების სასთუმალთან გათენებაც უხდება.

7 სოფლის მედდა თუ უბანზე არაა გასული, მაშინ ამბულატორიაშია და მის კართან თანასოფლელების რიგი არ წყდება;

შენობა, რომელშიც პაციენტებს ღებულობს დაახლოებით ნახევარ საუკუნეს ითვლის. ამბულატორია ჭეჭლაში მაშინ აშენდა, როცა ზაირა გავაშელმა აქ მუშაობა დაიწყო. ახლა ავარიულ შენობაში არც წყალია, არც ელქტეროენერგია და არც ახალი ინვენტარი, თუმცა გავაშელი ამაზე არ საუბრობს და ამბობს, რომ ახლა ბევრად მეტია ხელშეწყობა, ვიდრე 10–15 წლის წინ იყო. მისთვის მთავარია მედიკამენტები ჰქონდეს, რადგან, პრაქტიკაში ისეთი შემთხვევაც ჰქონია, რომცა საჭირო ინვენტარის და მედიკამენტების არქონის გამო პაციენტს ვერ უშველა.

ნახეთ თამუნა უჩიძისა და ოთარ აწყურელის მულტიმედია მასალა ზაირა გავაშელზე, რომელსაც ადიგენის სოფლებში: ჭეჭლაში, ჭელაში, კეხოვანში, საირმეში, ზედუბანში, აფიეთსა და ღორთუბანში, ჩვენი დროის გმირს ეძახიან. მასალის სანახავად დააწკაპეთ ამ ბმულზე.

*********************************************************************


მასალა მომზადებულია დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში. ეს არის პროექტი, რომელშიც საქართველოს მასშტაბით შერჩეული 9 მედია მონაწილეობს და ეს მედიები ამზადებენ მულტიმედიური ჟურნალისტური მასალების ციკლს “ჯორჯია პლიუსი”. პროექტს ახორციელებს “ინტერნიუსი საქართველო” , ინტერნიუს ნეთვორქთან (აშშ) და პარტნიორ მედიაორგანიზაციებთან ერთად.

“ჯორჯია პლიუსი”, რომელშიც ვიდეო, აუდიო, ტექსტური მასალები, ინფოგრაფიკა, ინტერაქტიული რუკები, თამაშები და გამოკითხვებია ჩართული, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებზეა ორიენტირებული. ამ პროექტის ფარგლებში "სამხრეთის კარიბჭე" 21 მულტიმედიურ მასალას მოამზადებს.

21–ვე მასალის მოკლე ვერსია "სამხრეთის კარიბჭეს" ვებგვერდზე განთავსდება. ვრცლად კი მათი ნახვა სთორიბილდერის პლატფორმაზე შეგეძლებათ.


ამ ეტაპზე შეგიძლიათ ნახოთ მასალები:

თემა – ადგილობრივი თვითმმართველობა

ბავშვები უბაღებო სოფლებიდან
ადამიანები ბიუჯეტს მიღმა
ქალაქი ძაღლების ტყვეობაში

თემა – მიგრაცია

სოფელი წყალზე
ახალციხის დაბერებული სოფლები
სეზონური მატრიარქატი ჯავახეთში

თემა – ახალგაზრდები

23 წლის ქველმოქმედი.

თემა – ჯანდაცვა

შვიდი სოფლის ექიმი

[თამუნა უჩიძე, ოთარ აწყურელი, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის 'დაბერებული' სოფლები [Photo/Video]
სოფელი წყალზე [Photo/Video]
სეზონური მატრიარქატი ჯავახეთში [Photo/Video]
23 წლის ქველმოქმედი – სურვილიდან რეალობამდე [Photo/Video]
ბავშვები უბაღებო სოფლებიდან [Photo/Video]
მესხი მეღვინე [Photo/Video]
ადამიანები ქალაქის ბიუჯეტს მიღმა [Photo/Video]