FM97.5 / LIVE

ადამიანები ქალაქის ბიუჯეტს მიღმა [Photo/Video]

მთავარი 27.06.2017
ორი თვის განმავლობაში, ახალციხეში ორი ხანძარი მოხდა, რომლის შედეგადაც 8 სახლის სახურავი დაიწვა. ოჯახებმა ათასობით ლარის ზარალი მიიღეს. ადგილობრივი თვითმმართველობა კი მათ მიზერული თანხებით დაეხმარა.

ადამიანები ქალაქის ბიუჯეტს მიღმა [Photo/Video]

დაზარალებული 8 ოჯახიდან, ნაწილმა სახლები საკუთარი სახსრებით აღადგინა, ნაწილმა თავი სხვას შეაფარა, ნაწილი კი დახმარებას დაელოდა.

ოჯახებს, რომელთა ზარალი 5–დან 15.000 ლარამდე იყო, ხანძრის სიმძიმის მიხედვით, დახმარების ლოდინი თითქმის ერთი თვე მოუხდათ. ეს დრო ახალციხის მერიას ზარალის ოდენობის შესწავლასა და დოკუმენტების მოწესრიგებისთვის დასჭირდა.

ახალციხის მერიიდან მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 8 დაზარალებული ოჯახიდან, საბოლოოდ მერია 7–ს დაეხმარა
• ხუთმა ოჯახმა მიიღო – 1500 ლარი;
• ერთმა ოჯახმა მიიღო – 2000 ლარი;
• ერთმა კი – 2500 ლარი.


ადამიანები ქალაქის ბიუჯეტს მიღმა [Photo/Video]


ლუბა გიორგაძის მულტიმედიურ მასალაში(რომელსაც ამ ბმულზე ნახავთ) მოისმენთ და წაიკითხავთ ისტორიებს, როდის და როგორ მოხდა ხანძარი, როგორ გადარჩნენ ადამიანები და რა ზარალი მიიღეს მათ. ეს არის ამბავი იმის შესახებ, რეალურად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან რა წილი იხარჯება ადამიანებზე, რომლებიც შეიძლება სხვადასხვა ტიპის სტიქიის, ან შემთხვევის შედეგად დაზარალდნენ.

*************************************************************************************************************


მასალა მომზადებულია დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში. ეს არის პროექტი, რომელშიც საქართველოს მასშტაბით შერჩეული 9 მედია მონაწილეობს და ეს მედიები ამზადებენ მულტიმედიური ჟურნალისტური მასალების ციკლს “ჯორჯია პლიუსი”. პროექტს ახორციელებს “ინტერნიუსი საქართველო” , ინტერნიუს ნეთვორქთან (აშშ) და პარტნიორ მედიაორგანიზაციებთან ერთად.

“ჯორჯია პლიუსი”, რომელშიც ვიდეო, აუდიო, ტექსტური მასალები, ინფოგრაფიკა, ინტერაქტიული რუკები, თამაშები და გამოკითხვებია ჩართული, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებზეა ორიენტირებული. ამ პროექტის ფარგლებში "სამხრეთის კარიბჭე" 21 მულტიმედიურ მასალას მოამზადებს.

21–ვე მასალა "სამხრეთის კარიბჭეს" ვებგვერდზე განთავსდება, თუმცა, არა როგორც სტანდარტული პროდუქტი. თითოეულ მათგანს ექნება ბანერი და თქვენ ისტორიებს ამ ბანერზე გადასვლით ნახავთ. ამ ეტაპზე გვერდზე უკვე დევს ორი ბანერი, შესაბამისად, ორ მასალა:

• ბავშვები უბაღებო სოფლებიდან
• ადამიანები ბიუჯეტს მიღმა



[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ქალაქი ძაღლების  ტყვეობაში  [Photo/Video]
სოფელი წყალზე [Photo/Video]
ახალციხის 'დაბერებული' სოფლები [Photo/Video]
ბავშვები უბაღებო სოფლებიდან [Photo/Video]
სეზონური მატრიარქატი ჯავახეთში [Photo/Video]
23 წლის ქველმოქმედი – სურვილიდან რეალობამდე [Photo/Video]
მესხი მეღვინე [Photo/Video]