FM97.5 / LIVE

ახალქალაქში “ქართული ოცნების” ოფისი გაიხსნა

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები 19.06.2012
“ქართული ოცნება” “ახალი მემარჯვენეების“ შემდეგ, რიგით მეორე ოპოზიციური პოლიტიკური ძალაა, რომელიც ახალქალაქში გამოჩნდა

ახალქალაქში  “ქართული ოცნების” ოფისი გაიხსნა

ოფისის გახსნას ადგილობრივი მოსახლეობიდან 15-მდე ადამიანი ესწრებოდა. დაახლოებით ამდენივე, ქართული ოცნების მაისურებში გამოწყობილი, ახალგაზრდა კოალიციის ხელმძღვანელებთან ერთად თბილისიდან ჩამოვიდა.

ოფისის გახსნაზე სიტყვით კოალიციის ხელმძღვანელები და აქტივისტები გამოვიდნენ, მათ შორის: გია ვოლსკი, იური მეჩითოვი, გიორგი ჟვანია. ისაუბრეს ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებმაც: ნორიკ კარაპეტიანმა და აზატ შიბაქციანმა. გამომსვლელებს შორის იყო სოზარ სუბარიც, რომელიც მედიატორის როლს ასრულებდა.

გია ვოლსკი შეკრებილებს კოალიცია “ქართული ოცნების” შექმნის საფუძვლებზე ესაუბრა და მათ კოალიციის პრიორიტეტები წარუდგინა. მან იმედი გამოთქვა, რომ ამომრჩევლების მხარდაჭერას ახალქალაქშიც მოიპოვებენ.

პრიორიტეტებს შორის გია ვოლსკიმ დემოკრატიული არჩევნები, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა, ხელმისაწვდომი სამედიცინო დაზღვევა, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, სიღარიბესთან ბრძოლა და ხელმისაწვდომი განათლება დაასახელა.

ფოტოგრაფმა იური მეჩითოვმა კოალიციისადმი თავისი ლოიალობა გამოხატა და ყველას, ვისაც დღევანდელი რეალობის შეცვლა სურს, “ქართული ოცნების” მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

კოალიციის ახალქალაქის შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ჟვანიაა. მისი თქმით, ეს პოსტი ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან საქართველოს პარლამენტის ყოფილ დეპუტატს მელიქ რაისიანს უნდა ეკავოს. ჟვანიამ განაცხადა, რომ მელიქ რაისიანი ოფისის გახსნაზე დასწრებას და თავისი ადგილის დაკავებას ვერ ახერხებს, რადგან იგი საქართველოში ვერ ჩამოდის. ამის მიზეზი რაისიანის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეა.

ჟვანიას განცხადებით, “თბილისში და ქუთაისში დაწყებული აქციების ტალღა მთელ ქვეყანას მოივლის და ახალქალაქამდეც მიაღწევს”. სწორედ ამ დროს ჩამოვა ახალქალაქში კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი.

[აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

”ოცნების” აქციისთვის ახალციხეში მოსახლეობას მთელი რეგიონიდან ელოდებიან
ივანიშვილი - "თქვენ ქართული ენა მშობლიური ენის პარალელურად უნდა ისწავლოთ"
გიორგი ჟვანიას დაპირებები ”ოცნების” ახალქალაქელ აქტივისტებს
ახალქალაქში ”ქართული ოცნების” აქტივისტები დააჯარიმეს
გეორგ მხჩიანის სასამართლო პროტესტის ფონზე მიმდინარეობს
”ქართული ოცნების” შტაბი კარავში
”ქართული ოცნების” ადიგენის შტაბმა კარვიდან ოფისში გადაინაცვლა