FM97.5 / LIVE

საპროტესტო აქციები ჯავახეთში

მთავარიპოლიტიკა 12.02.2013
დღეს „ქართული ოცნების“ მომხრეებმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობასთან საკრებულოსა და გამგეობის თავმჯდომარეების გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს

საპროტესტო აქციები ჯავახეთში
საკრებულოს შენობასთან „ქართული ოცნების“ დროშებითა და სხვადასხვა თემატიკის პლაკატებით, დაახლოებით 150-200 ადამიანი შეიკრიბა.
უმეტესი ნაწილი სოფლებიდან იყვნენ ჩამოსული. მომიტინგეები საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაგომასა და ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების დეპუტატების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ენზელ მკოიანისა და სამველ პეტროსიანის, ასევე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თავმჯდომარეების ჰამლეტ მოვსისიანისა და ნაირი ირიციანის გადადგომას მოითხოვდნენ.

შეკრებილებს „ქართული ოცნების“ ათამდე წევრმა მიმართა. ისინი საუბრობდნენ ახალქალაქში არსებულ მდგომარეობაზე: სკოლების, საავადმყოფოების და ენობრივ პრობლემებზე, ასევე პოლიტიკაზე, რომელსაც უკვე ყოფილი ხელისუფლება „ნაციონალური მოძრაობა“ ეწევა.

შეკრებილებს ასევე მიმართა საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა გიორგი ჟვანიამ. მან აღნიშნა, რომ 2012 წლის ოქტომბერში სწორი არჩევანი გაკეთდა და დღეს ადამიანებმა ჯანსაღი საზოგადოების ფორმირებისთვის ყველაფერი უნდა იღონონ. ჟვანიამ დაამატა, რომ ბიძინა ივანიშვილი წინასაარჩევნო პერიოდში ხალხისთვის მიცემულ დაპირებებს თანდათანობით ასრულებს და ახალქალაქში ქართულ-სომხური უნივერსიტეტი აუცილებლად გაიხსნება. ამ ინფორმაციას შეკრებილები ხმამაღალი აპლოდისმენტებით შეხვდნენ.

„ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მელიქ რაისიანმა აღნიშნა, რომ დღეს ისინი საკრებულოსა და გამგეობის თავმჯდომარეების გადადგომას ცივილიზებული მეთოდით ითხოვენ და ამისთვის ერთ კვირას იძლევიან.
ახალქალაქში აქციის გამართვის შემდეგ მომიტინგეები ნინოწმინდაში გაემართნენ. მსგავსი აქცია გაიმართა დღეს ნინოწმინდაშიც.

საპროტესტო აქციები ჯავახეთში

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

"ოცნების” საპასუხოდ ახალქალაქში აქცია თვითმმართველობამ გამართა
ივანიშვილი - "თქვენ ქართული ენა მშობლიური ენის პარალელურად უნდა ისწავლოთ"
„ქართული ოცნების“ აქცია თბილისში
„ქართულმა ოცნებამ“ ახალქალაქში დაგეგმილი აქცია გადადო
ახალქალაქში  “ქართული ოცნების” ოფისი გაიხსნა
'ოცნების' დეპუტატები ახალქალაქში ენზელ მკოიანის მხადასაჭერად ჩავიდნენ
გიორგი ჟვანიას დაპირებები ”ოცნების” ახალქალაქელ აქტივისტებს