FM97.5 / LIVE

ილია II: გააძლიერეთ ლოცვა, ვიდრე პრობლემები არ გადაივლის

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.08.2017
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მიმართვას ავრცელებს, რომელშიც იგი მრევლსა და სასულიერო პირებს მოუწოდებს გააძლიერონ ლოცვა მარიამობის მარხვაში.

ილია II: გააძლიერეთ ლოცვა, ვიდრე პრობლემები არ გადაივლის

„ბოლო დროს საქართველოში განვითარებულმა სტიქურმა უბედურებებმა განსაკუთრებით კი ბორჯომის ხეობაში მომხდარმა ხანძარმა საქართველოს მოსახლეობის დიდი შეშფოთება და გულსტკივილი გამოიწვია. ცეცხლის არაერთი კერა გაჩნდა გუშინაც...

მადლობა ღმერთს, რომ ხელისუფლების, მეხანძრეების, მაშველებისა და საზოგადოების დიდი ძალისხმევით ამ მოვლენებს მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა, რა თქმა უნდა, უდიდესია ზარალი, რაც ქვეყანას მიადგა. გაჭირვების ჟამს არაერთი სახელმწიფო დაგვეხმარა და ბევრმაც გამოთქვა დახმარების სურვილი, რისთვისაც საქართველოს ეკლესიის სახელით კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით მათ.

მორწმუნე ადამიანი განსაცდელს ლოცვით ხვდება და სასოებს ღვთის მოწყალებაზე.

ჩვენც მოვუწოდებთ მრევლს და სასულიერო პირებს, გააძლიერონ ლოცვა მარიამობის მარხვაში და საერთოდ, ვიდრე პრობლემები არ გადაივლის, კერძოდ, სასულიერო პირებს ეძლევათ კურთხევა თავის ყოველდღიურ კანონთან ერთად, იკითხონ სახარება, ხოლო მორწმუნე ერმა შეძლებისამებრ ფსალმუნები და ღვთისმშობლისადმი ლოცვა „მოწყალებისა კარი განგვიღე...“

შევთხოვთ უფალს, დაიცვას და დაიფაროს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი. განსაკუთრებით ვლოცავ ბორჯომის ხეობის მოსახლეობას და განსაცდელში მყოფ ყველა ადამიანს. ჩვენმა ერმა არაერთხელ აჩვენა ჭირსა შინა სიმხნევისა და გაუტეხლობის მაგალითი და მჯერა, უფლის შეწევნით, ეს მომავალშიც ასე იქნება. ღმერთმა გაგამტკიცოთ და განგაძლიეროთ“, - ნათქვამია ილია მეორის მიმართვაში.

შეგახსენებთ, მეოთხე დღეა ბორჯომში ხანძარს ვერ აქრობენ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში ქუჩებს აკურთხებენ
ილია მეორე - ბორჯომის ხეობაში ხვალ სასულიერო პირები პარაკლისს აღავლენენ
ილია მეორე: "არ დაგავიწყდეთ სანთლის დანთება ფანჯარაში“
ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია  – ილია მეორე
პატრიარქი მრევლს 21 სექტემბერს ერთობლივი ლოცვისკენ მოუწოდებს
‘მორწმუნე საზოგადოებას დიდი გამოცდის ჩაბარება უწევს’- დეკანოზი ნიკოლოზ აბრამაშვილი
ილია მეორემ მრევლს ერთი დღე–ღამე ლოცვისკენ მოუწოდა