FM97.5 / LIVE

დევიდ მორანი: ”ახალციხე და ნიუკასლი მეგობარი ქალაქები არიან”

მთავარისაზოგადოება 16.04.2013
ბრიტანეთის ელჩი საქართველოში დევიდ მორანი ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თივთმმართველობის წარმომადგენლებს დახურულ კარს მიღმა ესაუბრა. შეხვედრის შემდეგ ელჩმა ახალციხის ციხე დაათვალიერა

დევიდ მორანი: ”ახალციხე და ნიუკასლი მეგობარი ქალაქები არიან”

ბრიტანეთის ელჩი და თვითმმართველობის წარმომადგენლები შეხვედრაზე, რომელიც ჟურნალისტებისთვის დახურული იყო, ერთი საათის განმავლობაში საუბრობდნენ. შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ, როგორც დევიდ მორანმა განაცხადა, მისი სამცხე-ჯავახეთში სტუმრობის მიზანი რეგიონის გაცნობა იყო.

-’ადგილობრივი თვითმმართველობის პრიორიტეტებზე, სოფლის მეურნეობაზე, სპორტზე, განათლებაზე, ტურიზმზე ვისაუბრეთ’, - ამბობს მორანი.

მისი თქმით, სამომავლოდ ახალციხისა და ნიუკასლის დაძმობილების პროექტის შესახებაც ისაუბრეს.

-’ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება განვავითაროთ მომავალში ამ ორ ქალაქს შორის ურთიერთობა’, - აცხადებს მორანი.

ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებთან შეხვედრის შემდეგ ბრიტანეთის ელჩი და საელჩოს წარმომადგენლები ახალციხის ციხის დასათვარიელებლად გაემართნენ.

დევიდ მორანმა ახალციხის ციხეში მოქმედი ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმი და მეჩეთიც მოინახულა.

ციხის დათვალიერების შემდეგ მორანი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ესტუმრა. სადაც უნივერსიტეტის სტუდენტებს და პროფესორ მასწავლებლებს შეხვდა.

შეგახსენებთ რომ დღეს დილით ახალციხეში ვიზიტი ელჩმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრით დაიწყო.

ნუკა სტეფნაძე
თინათინ ზაზაძე


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბრიტანეთის ელჩის ვიზიტი ახალციხის უნივერსიტეტში
ბრიტანეთის ელჩი არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობით დაინტერესდა
დიდი ბრიტანეთის ელჩის ვიზიტი ახალციხეში დასრულდა
‘მსურს კავშირები გავაღრმაოთ’ - დიდი ბრიტანეთის ელჩი ახალციხეში
ახალციხეს დიდი ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკკენზი სმიტი ეწვევა
ამერიკის დღეებს ახალციხეში აშშ–ს ელჩი დაესწრო
ბორჯომში დიდი ბრიტანეთის ელჩი იმყოფება