FM97.5 / LIVE

გამოკითხულთა 62%-ს გადაწყვეტილი არ აქვს ვის მისცემს ხმას – NDI

მთავარისიახლე, პოლიტიკა, საზოგადოება 27.07.2017
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 62%-ს გადაწყვეტილი არ აქვს, ვის მისცემს ხმას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე.

გამოკითხულთა 62%-ს გადაწყვეტილი არ აქვს ვის მისცემს ხმას – NDI

გადაწყვეტილება მხოლოდ 35%-ს აქვს მიღებული, 3% ამბობს, რომ არ იცის 1%-მა პასუხზე უარი განაცხადა.

ამავე კვლევის მიხედვით, გადაუწყვეტელ ამომრჩევლებში 18-35 წლამდე ასაკის ახალგაზრდები ჭარბობენ, – 68%, ყველაზე ნაკლები გადაუწყვეტელებში და ყველაზე მეტი გადაწყვეტილ ამომრჩევლებში 56+ ასაკის ამომრჩეველია. ამ ასაკის 39%–ს გადაწყვეტილი აქვს მის მისცემს ხმას, გადაუწყვეტელი კი 57%–ია.

გამოკითხულთა 62%-ს გადაწყვეტილი არ აქვს ვის მისცემს ხმას – NDI


თუ მონაცემებს დასახლებების მიხედვით გავაანალიზებთ, ყველაზე მეტი გადაუწყვეტელი ამომრჩეველი უმცირესობათა დასახლებებშია – 69%, ასევე მაღალია ისეთი პატარა ქალაქების მაჩვენებელი, როგორიც ახალციხეა – 64%, და სოფლად ეს მაჩვენებელი 60%–ია. გადაწყვეტილი ამომრჩევლების რაოდენობა ყველაზე მაღალი თბილისშია – 39%.

გამოკითხულთა 62%-ს გადაწყვეტილი არ აქვს ვის მისცემს ხმას – NDI

გამოკითხულთა 57% ამბობს, რომ სავარაუდოდ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მივა, 43% კი ამბობს, რომ სავარაუდოდ არ მივა. მათგან, ვინც არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, 47%–მა იცის ვის მისცემს ხმას, 50%–ს კი ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს.

გამოკითხულთა 62%-ს გადაწყვეტილი არ აქვს ვის მისცემს ხმას – NDI

ხოლო მათგან, ვინც არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს, ვის მისცემდა ხმას არჩევნებზე რომ მისულიყო, მხოლოდ 19%–მა იცის, 77% კი ამბობს, რომ ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს.

გამოკითხულთა 62%-ს გადაწყვეტილი არ აქვს ვის მისცემს ხმას – NDI

საზოგადოებრივი აზრის კვლევა, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით, CRRC-საქართველომ დიდი ბრიტანეთის მთავრობის, UK aid-ის დაფინანსებით ჩაატარა. კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი -9 ივლისის პერიოდში მიმდინარეობდა საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). პირისპირ ინტერვიუს სახით, წარმომადგენლობითი შერჩევით 2 261 პირი გამოიკითხა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.2%.

საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მეორე ნაწილი დღეს, 27 ივლისს, გამოქვეყნდა.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პარტიების რეიტინგი NDI-ს კვლევის მიხედვით
NDI: მოსახლოების 60%-ს  გადაწყვეტილი არ აქვს არჩევნებში ხმას ვის მისცემს
NDI: 34% საპარლამენტო არჩევნებზე მისვლას არ აპირებს
გაზრდილია მათი რაოდენობა, ინც ინფორმაციას ინტერნეტიდან იღებს – NDI
NDI:  17% „ოცნებას“ 13% კი „ნაციონალებს“ უჭერს მხარს
მომდევნო ერთ წელიწადში მდგომარეობის გაუმჯობესებას ელოდება გამოკითხულთა 23% –NDI
50%–სთვის გადამწყვეტი თავად მერობის კანდიდატი იქნება, 38%–სთვის პარტია – NDI