FM97.5 / LIVE

ქალაქი ძაღლების ტყვეობაში [Photo/Video]

მთავარი 28.06.2017
ცხოველთა დაცვის ორგანიზაციები ირწმუნებიან, რომ “ქალაქში იმდენი ძაღლია, რამდენიც საკვები“ და ეს დაუწერელი კანონია . თუმცა საწინააღმდეგოს ამბობენ ახალციხეში. უპატრონო ძაღლებს აქ ქალაქის ყველა უბანში შეხვდებით.

ქალაქი ძაღლების  ტყვეობაში  [Photo/Video]

ადგილობრივები ამბობენ, რომ დილისა და საღამოს საათებში, ქუჩაში გასვლა პრობლემაა, რადგან ძაღლისგან დაკბენის საშიშროება მაღალია. იგივეს ამბობს სტატისტიკაც – 2017 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით ქალაქ ახალციხესა და თემში დაკბენის 150 შემთხვევა დაფიქსირდა. და, ეს მხოლოდ ის შემთხვევებია, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებებში ოფიციალურად გატარდა.


ახალციხის მერიაში უპატრონო ძაღლების პრობლემის შესახებ, ცხადია, იციან, მაგრამ ირწმუნებიან, რომ ეს პრობლემა საქართველოს ყველა რაიონს და ქალაქს აქვს. ამ ეტაპზე, არც ქალაქის მერიასა და არც გამგეობას არ აქვს შემუშავებული გეგმა, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებდა. არადა ირკვევა, რომ პრობლემის მოგვარება არ უკავშირდება ისეთ თანხებს, რომლის გამოძებნას, სურვილის შემთხვევაში, თვითმმართველობები ვერ შეძლებდნენ.

თაკო ფეიქრიშვილის მასალაში (რომელსაც ლინკზე დაკლიკებით ნახავთ), თქვენ წაიკითხავთ ამბავს, რამდენად საშიშია უპატრონო ძაღლები ახალციხეში, როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება, როგორია თავშესაფრების პრაქტიკა და როგორ შეუძლია ახალციხეს ხუთ წელიწადში, პრობლემა სრულად აღმოფხვრას.


***************************************************************************************************


მასალა მომზადებულია დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში. ეს არის პროექტი, რომელშიც საქართველოს მასშტაბით შერჩეული 9 მედია მონაწილეობს და ეს მედიები ამზადებენ მულტიმედიური ჟურნალისტური მასალების ციკლს “ჯორჯია პლიუსი”. პროექტს ახორციელებს “ინტერნიუსი საქართველო” , ინტერნიუს ნეთვორქთან (აშშ) და პარტნიორ მედიაორგანიზაციებთან ერთად.

“ჯორჯია პლიუსი”, რომელშიც ვიდეო, აუდიო, ტექსტური მასალები, ინფოგრაფიკა, ინტერაქტიული რუკები, თამაშები და გამოკითხვებია ჩართული, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებზეა ორიენტირებული. ამ პროექტის ფარგლებში "სამხრეთის კარიბჭე" 21 მულტიმედიურ მასალას მოამზადებს.

21–ვე მასალა "სამხრეთის კარიბჭეს" ვებგვერდზე განთავსდება, თუმცა, არა როგორც სტანდარტული პროდუქტი. თითოეულ მათგანს ექნება ბანერი და თქვენ ისტორიებს ამ ბანერზე გადასვლით ნახავთ.

პროექტის ფარგლებში მომზადებული მასალები:

ბავშვები უბაღებო სოფლებიდან
ადამიანები ბიუჯეტს მიღმა
ქალაქი ძაღლების ტყვეობაში


[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადამიანები ქალაქის ბიუჯეტს მიღმა [Photo/Video]
სოფელი წყალზე [Photo/Video]
ახალციხის 'დაბერებული' სოფლები [Photo/Video]
ბავშვები უბაღებო სოფლებიდან [Photo/Video]
სეზონური მატრიარქატი ჯავახეთში [Photo/Video]
23 წლის ქველმოქმედი – სურვილიდან რეალობამდე [Photo/Video]
მესხი მეღვინე [Photo/Video]