FM97.5 / LIVE

რაში დახარჯავენ ასპინძელები ორ მილიონამდე ლარს

მთავარიეკონომიკა 01.04.2013
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ასპინძელებს რვა პროექტიდან მხოლოდ ორი დაუფინანსა.

რაში დახარჯავენ ასპინძელები ორ მილიონამდე ლარს

ასპინძის მუნიციპალიტეტში მთავარ პრიორიტეტად სოფლებში მისასვლელი გზების რეაბილიტაცია დასახელდა.

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის საკითხებში ბესიკ სანდოძე ამ არჩევანს იმით ხსნის, რომ გასულ წელს დაწყებული პროექტები დასამთავრებელი იყო:
„პრიორიტეტად გზების მოასფალტება ავირჩიეთ, ეს იმით იყო გამოწვეული, რომ გასულ წლებში ჩვენ დაწყებული გვქონდა რამდენიმე სოფელში მოასფალტება, თუმცა ბოლომდე ვერ დავასრულეთ“.

სამინისტროსთვის ასპინძის ადგილობრივმა ხელისუფლებამ რვა პროექტი მოამზადა. სამინისტროსგან დაფინანასების თანხმობა ორ პროექტზე მიიღო. გზების რეაბილიტაციისთვის 1,700,000 ლარი დაიხარჯება.

მუნიციპალიტეტის საკრებულოში განმარტავენ, რომ დამტკიცებული პროექტის ფარგლებში, მოასფალტდება გზა სოფელ აწყვიტამდე გზა და დასრულდება იდუმალა-ოშორამდე მისასვლელი გზა. საკრებულოში აკონკრეტებენ, რომ სოფელ აწყვიტის მიმართულებით, ასფალტი დაახლოებით 2 კმ-ზე დაიგება, იდუმალა ოშორის-მონაკვეთზე კი 2.5 კმ-ია დარჩენილი.

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რვა პროექტის დასაფინანსებლად დაახლოებით 20 მილიონ ლარს სთხოვდა. საკრებულოში ამბობენ, რომ ყველა პროექტის დაფინანსების შემთხვევაში დაბის შიდა გზებიც მოასფალტდებოდა და სოფლებამდე მისასვლელი გზებიც. დაგეგმილი იყო ახალი, გზის 20-კილომერტიანი მონაკვეთის დაგება სოფელ ჭობარეთამდე.

რაც შეეხება გასულ წლებს, დასრულებული მხოლოდ სოფელ რუსთავის გზაა, დარჩენილია მონაკვეთები მუნიციპალიტეტის სოფლების: იდულამა-ოშორის, სარო- ხიზაბავრის, დამალისა და ტოლოშის მიმართულებით.

საკრებულოში ფიქრობენ, რომ თუ დაფინანსებული პროექტებიდან თანხა დარჩება, დაბის შიდა ქუჩების რეაბილიტაციაც შესაძლებელი გახდება.

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძაში 2013 წელს დაგეგმილი 4 პროექტიდან, მხოლოდ 2 დაასრულეს
ასპინძის მუნიციპალიტეტში მთავარ პრიორიტეტად ისევ გზა დარჩა
ასპინძა 2.100.000 ლარს გზების მოასფალტებისთვის დახარჯავს
ინფრასტრუქტურული პროექტები ასპინძაში - სად რა კეთდება 2019 წელს?
აწყვიტაში შიდა გზების რეაბილიტაციას ითხოვენ
ასპინძის 4 სოფელში გზები მოასფალტდება
ახალციხის სოფლებში გზების მოასფალტება იწყება