FM97.5 / LIVE

'ბორჯომი' ახალი შეფუთვით – ალუმინის ქილებითაც გამოვა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 15.06.2017
ხვალ, 16 ივნისს, 12:00 საათზე, ბოჯრომის N1 ჩამოსხმელ ქარხანაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია და კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ გენერალური დირექტორი ზაზა კიკვაძე იტალიური კომპანიის CFT-ის მიერ წარმოებული ჩამომსხმელი ხაზის გაშვებას დაესწრებიან.

'ბორჯომი' ახალი შეფუთვით – ალუმინის ქილებითაც გამოვა

„IDS ბორჯომი საქართველოს“ ინფორმაციით, ახალი ხაზი სრულად პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს და აღჭურვილია ტექნოლოგიური სიახლეებით. კომპანიამ ინოვაცია 5 მილიონიანი რეინვესტიციის საფუძველზე დანერგა. ახალ ხაზზე მინერალური წყლის ბრენდის „ბოჯრომის“ ახალი შეფუთვის ალუმინის ქილის „ბორჯომის“ წარმოება განხორციელდება. პირველი, სასიგნალო პარტია სწორედ ხვალ ჩამოისხება.

"მინერალური წყლის ბრენდი „ბორჯომი“ არასტანდარტული და ექსკლუზიური შეფუთვით, 0.33 ლიტრიანი ე.წ. „სლიქ“ ალუმინის ქილა, გაყიდვაში მალე გამოჩნდება. ბრენდი ამ შეფუთვით ახალ მიზნობრივ აუდიტორიაზე გადის, რომლის ასაკობრივი სეგმენტია 20 – 30 წელია. ასევე, უფრო მრავალფეროვანი ხდება „ბორჯომის“ მოხმარების სიტუაციებიც", – აცხადებენ კომპანიაში.

მინერალური წყალი „ბორჯომი“ ვულკანური წარმოშობის უნიკალური წყალია. „ბორჯომის“ მწარმოებელი კომპანია IDS ბორჯომი საქართველო საერთაშორისო კომპანია IDS Borjomi International-ის შემადგენელი ნაწილია.

ბაზარზე კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია მინერალური წყლის შემდეგი ბრენდებით: „ბორჯომი“, „ლიკანი“ და „ბაკურიანი“. საქვეყნოდ ცნობილი ბრენდით „ბორჯომი“ კომპანია დღესდღეობით მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში გადის ექსპორტზე.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დღეიდან  “ბორჯომი”  ალუმინის ქილებითაც  გამოვა
„ბორჯომი“ რუსეთის ბაზარზე დაბრუნებას გეგმავს
„ბორჯომის“ ექსპორტი რუსეთში უახლოეს პერიოდში აღდგება
მინერალური წყლის „ბორჯომის“ ფალსიფიკაციის ფაქტი გამოვლინდა
ბორჯომში ფალსიფიცირებული 'ბორჯომი' და 'ლიკანი' ამოიღეს
ბორჯომი სამუზეუმო ქალაქი გახდება