FM97.5 / LIVE

ბორჯომი სამუზეუმო ქალაქი გახდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.06.2018
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით ბორჯომი სამუზეუმო ქალაქი გახდება.

ბორჯომი სამუზეუმო ქალაქი გახდება

სამინისტროს ცნობით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პროექტი „ბორჯომი – სამუზეუმო ქალაქი“ XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აგებული ხუთი უნიკალური ისტორიული შენობის რეაბილიტაციას, ერთი საიტი-ატრაქციის შექმნასა და ერთიან სამუზეუმო კონცეფციაში მოქცევას ითვალისწინებს.

პროექტის მიხედვით ბორჯომში ხუთი მუზეუმი იმუშავებს:


• ახალი კავალერიის კორპუსში – გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი;

• რომანოვების ყოფილ კანცელარიაში – ბორჯომის მხარის ისტორიის მუზეუმი;

• მოლდენჰაუერის ჰიდროელექტროსადგურის შენობაში – ინდუსტრიული მემკვიდრეობის მუზეუმი;

• ბორჯომის მინერალური წყლის ქარხანაში – ბორჯომის მინერალური წყლის ისტორიის მუზეუმი;

• ლიკანის სასახლეში – სასახლე-მუზეუმი და მრავალფუნქციური კომპლექსი;

ასევე, სააგენტოს ინიციატივით, მოეწყობა საიტი- ატრაქცია. ღია ცის ქვეშ “პირველი რკინიგზა”, რომელიც პირველი ორთქმავლისა და ცემი-ბაკურიანის ეიფელის სარკინიგზო ხიდის გამოყენებით იქნება შექმნილი.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დროებით დაიხურა
ბორჯომში ყოფილი პოლიკლინიკის შენობაში მუზეუმი განთავსდება
ბორჯომში 'კავალერიის კორპუსის' რეაბილიტაცია დაიწყო
ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი სამინისტროს აქციას უერთდება
ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
კორონავირუსთან დაკავშირებით სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმი დაიხურა
ბორჯომის პარკში ღვინის მუზეუმი გაიხსნა