FM97.5 / LIVE

„ბორჯომი“ რუსეთის ბაზარზე დაბრუნებას გეგმავს

მთავარიეკონომიკა 22.11.2012
"ბორჯომის" მწარმოებელი კომპანია IDS Borjomi რუსულ ბაზარზე დაბრუნებას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიამ გუშინ საღამოს ოფიციალური წერილი გაავრცელა

„ბორჯომი“ რუსეთის ბაზარზე დაბრუნებას გეგმავს
- ”2012 წლის 19 ნოემბერს კომპანია “IDS Borjomi International” - მა ოფიციალური წერილით მიმართა „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელს გენადი ონიშენკოს, სადაც სთხოვს მას დაუბრუნდეს მინერალური წყლის „ბროჯომის“ რუსეთის ბაზარზე რეგისტრაციის საკითხის განხილვას და ასევე, დაგეგმოს რუსი ექსპერტების საქართველოში ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც უნდა მოხდეს ქარხნების ინსპექტირება”, - ნათქვამია განცხადებაში.

„ბორჯომის“ რუსეთის ბაზარზე დაბრუნების საკითხი დღის წესრიგში 2011 წელსაც იდგა. მოლაპარაკებების შედეგად, რომელიც გენადი ონიშენკოსა და „IDS Borjomi International“-ის გენერალურ დირექტორს ვლადიმერ აშუროვს შორის გაიმართა, მწარმოებელ კომპანიას გარკვეული ფორმალური მოთხოვნების შესრულება დაევალა.

2012 წლის 17 თებერვალს IDS Borjomi Iternational-მა „როსპოტრებნადზორს“ ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი გადაუგზავნა, რის შემდეგაც უწყებამ ოფიციალურად მიიღო კომპანიის განაცხადი მინერალური წყლის რეგისტრაციის მოთხოვნაზე.

გენადი ონიშენკოს განცხადების მიხედვით, კომპანიებმა, რომლებმაც თავის დროზე გააკეთეს განაცხადი „როსპოტრებნადზორში“ და რომელი კომპანიების დოკუმენტაციამაც გაიარა საჭირო შემოწმება, უნდა მიიღონ რუსი ექსპერტები წარმოების ადგილზე, საწარმოების ინსპექტირების მიზნით.

- “IDS Borjomi International” - ი მზადაა ყველანაირად გაუწიოს დახმარება რუს ექსპერტებს, რათა მათ ხელი არ შეეშალოთ საწარმოების ინსპექტირების საქმეში“ - აცხადებს ვლადიმირ აშუროვი, “IDS Borjomi International”-ის გენერალური დირექტორი”, - ნათქვამია კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში.

საერთაშორისო კომპანია “IDS Borjomi International” -ი ნატურალური მინერალური წყლის უმსხვილესი მწარმოებელია დსთ - სა და ბალტიის ქვეყნების მინერალური წყლის ბაზარზე. “IDS Borjomi International” აერთიანებს შემდეგ კომპანიებს: IDS Borjomi Georgia, IDS Group Ukraine, IDS Borjomi Russia, IDS Borjomi Azerbaijan, IDS Borjomi Belarus, IDS Borjomi Europe.

IDS Borjomi International -ი აწარმოებს ისეთი მინერალური წყლის ბრენდებს, როგორიცაა: „ბორჯომი“, „ლიკანი“, „მირგოროდსკაია“, „მორშინსკაია“, „ტრისკავეცკაია აქვა - ეკო“, „ტრუსკავეცკაია კრისტალნაია“, „სვიტოი ისტოჩნიკ“, „ედელვეისი“ და სხვა.

[ნინო ნარიმანიშვილი, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

„ბორჯომის“ ექსპორტი რუსეთში უახლოეს პერიოდში აღდგება
'ბორჯომი' ახალი შეფუთვით – ალუმინის ქილებითაც გამოვა
დღეიდან  “ბორჯომი”  ალუმინის ქილებითაც  გამოვა
ბორჯომში ავარიას 26 წლის ბიჭი ემსხვერპლა
საკირეს ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია
ჯომარდობაში ევროპის ჩემპიონატი ბორჯომში ხვალ დაიწყება
შსს–მ ბორჯომში ნარკოდანაშაულისთვის 43 წლის კაცი დააკავა