FM97.5 / LIVE

შალვა გოგოლაძე: ‘პირველ სკოლასთან რკინის ფერმა დაიდგა’

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 02.06.2017
ახალციხის საკრებულოს დეპუტატების ნაწილი N1 საჯარო სკოლის შესასვლელთან რკინის კონსტრუქციაზე დამაგრებული წყლის 10 ტონიანი ავზის დამონტაჟებას აპროტესტებს.

შალვა გოგოლაძე: ‘პირველ სკოლასთან რკინის ფერმა დაიდგა’

აღნიშნულის შესახებ დღეს, 2 ივნისს, საკრებულოს სხდომაზე, დამოუკიდებელმა დეპუტატმა შალვა გოგოლაძემ ისაუბრა. მისი თქმით, რკინის კონსტრუქცია, რომელიც სკოლასთან დგას , როგორც სკოლის, ასევე ქალაქის იერსახეს ამახინჯებს.

„თუ გაგივლიათ ამ ადგილზე (N1 საჯარო სკოლასთან ს.კ) უცნაური კონსტრქცია, რკინის ფერმა დაიდგა, მიუღებელია, ქალაქის იერსახეს ამახინჯებს. ვისაც მიუწვდება ხელი, დავუძახოთ და ამ საკითხზე ვისმჯელოთ“, – განაცხადა საკრებულოს სხდომაზე შალვა გოგოლაძემ.

გოგოლაძეს დეპუტეტების ნაწილიც დაეთანხმა, მათი განმარტებით, წყლის ავზი სკოლის უკანა მხარეს უნდა დაემონტაჟებინათ, ან მიწაში ჩაედოთ.

სკოლის დირექტორის ჟუჟუნა გოგოლაურის განმარტებით, ამ თემაზე არაერთხელ იმსჯელეს თუმცა სხვა გზა არ ჰქონდთ, რადგან სკოლის უკანა მხარეს, მიქუტიშვილის ქუჩაზე მჭიდრო დასახლებაა.

„კონსტრუქცია არის 15–ტონიანი, ავზში ჩადის 10 ტონა წყალი, რომ აეწიათ ეს სიმაღლეზე, „ამწეკრანი“ ვერ მიუდგებოდა. სადღაც ხომ უნდა დადგმულიყო, ამიტომ შეირჩა ეს ადგილი. ჩვენ მივმართეთ ქალაქის მერიას და მათთან ერთად შეირჩა ეს ადგილი. არაფერს ხელს არ უშლის, დგას ტირიფის ხესთან, ეს არის წინ წამოწეული თემა, რომ უბრალოდ ილაპარაკონ“, – განაცხადა სატელეფონო საუბარში ჟუჟუნა გოგოლაურმა.

ის რომ ალტერნატიული ფართის არარსებობის გამო, იძულებლები გახდნენ იქ დაედგათ ავზი, სადაც ახლა დგას, ამაზე ახალციხის მერი ვლადიმერ ზედგინიძეც საუბრობს. მისი თქმით, მოლაპარაკებები ჰქონდათ განათლების სამინისტროთანაც და დამპროექტებლებთანაც: „გულსატკენია ნამდვილად ამ კონსტრუქციის შენობის წინ განთავსება, მაგრამ ესეც დიდი დავის შემდგომ მიღწეულ იქნა, რომ გადატანილ იქნა იმ ადგილზე, სადაც ახლა დგას. დამპროექტებლები ჩამოვიყვანეთ ორჯერ. თავიდან სკოლის შენობის წინ,დაღუპული მეომრების მემორიალთან იდგმებოდა, ჩვენ შევძელით, რომ უფრო მოფარებულ ადგილზე გადაგვეტანა“.

მისივე თქმით, ეს კონსტრუქცია სკოლის გათბობისთვის არის გათვალიწინებული.მისი საშუალებით სკოლას წყლის დებეტი მიეწოდება.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება – 2 ივნისი [Audio]
სომხურენოვანი საინფორმაციო გამოშვება – 2 ივნისი [Audio]
სამუსიკო სკოლის დირექტორი: ‘ბავშვს ქოლგა უნდა ეჭიროს, რომ გაკვეთილი ჩაუტარო’
ახალციხეში სკოლის აფეთქება სცადეს?
ახალციხის მერია მეორე სკოლის კიბეების რეაბილიტაციისთვის დოკუმენტებს ამზადებს
წელს მეორე სკოლასთან ჩასასვლელი მოკლე გზა მოწესრიგდება
ახალციხის პირველი სკოლის პროექტში ცვლილებების შეტანა უხდებათ