FM97.5 / LIVE

აწყურის ტაძრის რეაბილიტაცია მომავალ წელს დაიწყება

მთავარისიახლე, საზოგადოება 02.06.2017
აწყურში ტაძრის სარეაბილიტაციო ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ტაძრის ტერიტორიაზე კი არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს. მოსამზადებელი სამუშოები წელს დასრულდება და მომავალი წლიდან ტაძრის აღდგენა დაიწყება.

აწყურის  ტაძრის რეაბილიტაცია მომავალ წელს დაიწყება
ფოტო: კულტურის სამინისტრო/გელა ბედიანაშვილი აწყური, 31 მაისი, 2016 წელი.


31 მაისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ აწყურის ციხე და აწყურის ღვთისმშობლის ტაძარი მოინახულეს. ასევე, დაათვალიერეს ტაძრის სარეაბილიტაციო ინფრასტრუქტურული სამუშაოები და ტაძრის ტერიტორიაზე არსებული არქეოლოგიური გათხრები.

აწყურის  ტაძრის რეაბილიტაცია მომავალ წელს დაიწყება
ფოტო: კულტურის სამინისტრო/გელა ბედიანაშვილი აწყური, 31 მაისი, 2016 წელი.


კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს, რომელიც ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება; არქეოლოგიურ სამუშაოებს პროფესორი ვახტანგ ლიჩელი ხელმძღვანელობს.
მისი დასრულების შემდეგ დაგეგმილია ტაძრის მცირე კონსტრუქციული გამაგრებები; აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები კი მომავალ წელს დაიწყება.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ, 3D ფორმატში მომზადებული ვიდეორგოლით, დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ ნახონ როგორი იქნება აწყურის ღვთისმშობლის ტაძარი რეაბილიტაციის შემდეგ.

აწყურის  ტაძრის რეაბილიტაცია მომავალ წელს დაიწყება
ფოტო: კულტურის სამინისტრო/გელა ბედიანაშვილი აწყური, 31 მაისი, 2016 წელი.


წელსვე იგეგმება აწყურის ციხის ჩამოშლილი სამხრეთ კედლის გაწმენდითი სამუშაოები. სპეციალურად მონტაჟდება საბაგირო, რომლის საშუალებითაც კედლიდან ჩამონგრეულ ქვებს ქვევით ჩამოიტანენ და უკვე გაწმენდილ მდგომარეობაში დაუბრუნებენ პირვანდელ ადგილს. 2015 წელს შემუშავდა პროექტი, რომლის მიხედვით პირველ ეტაპზე უნდა აღდგეს სამხრეთ ნაწილის ავარიული ქონგურებიანი კედელი, შემდგომ გამაგრდეს კლდის სამხრეთი მხარე, ხოლო მესამე ეტაპზე ჩატარდება გვირაბისა და ციტადელის სარესტავრაციო სამუშაოები.

აწყურის  ტაძრის რეაბილიტაცია მომავალ წელს დაიწყება
ფოტო: კულტურის სამინისტრო/გელა ბედიანაშვილი აწყური, 31 მაისი, 2016 წელი.


აწყურის ღმრთისმშობლის საკათედრო ტაძარი (ახალციხის მუნიციპალიტეტი), ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია სამხრეთ საქართველოში. ტაძრის თავდაპირველი მშენებლობის შესახებ ისტორიული ცნობები არ შემორჩენილა. მიწისძვრით დანგრეული ეკლესია აღადგინეს სამცხის მმართველმა ათაბაგებმა, ჯაყელებმა – XIV-XV სს-ში.

ტაძარი მხატვრულ- არქიტექტურული ღირებულებით, ისტორიული მნიშვნელობითა და გამორჩეული მონუმენტურობით, ქართული საკულტო ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია. ამჟამად, ძეგლის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, როგორც არქიტექტურული, ასევე კონსტრუქციული თვალსაზრისით. ჩანგრეულია კამარა, დაბზარულია კედლები, საპირე წყობის დიდი ნაწილი ჩამოცვენილია და მორღვეულია კედლის ზედა მონაკვეთები. ფაქტობრივად, ტაძრის 2/3 დანგრეულია.


აწყურის  ტაძრის რეაბილიტაცია მომავალ წელს დაიწყება
ფოტო: კულტურის სამინისტრო/გელა ბედიანაშვილი აწყური, 31 მაისი, 2016 წელი.


აწყურის ციხე, რომელიც საქართველოს საფორტიფიკაციო ნაგებობებს შორის ერთ‐ერთ მნიშვნელოვან, მასშტაბურ კომპლექსს წარმოადგენს, მდებარეობს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე. სათავდაცვო კომპლექსს ხანგრძლივი ისტორია აქვს და ის ფუნქციონირებდა X- XI სს-დან მთელი შუა საუკუნეების მანძილზე, XIX ს-მდე. მნიშვნელოვან სტრატეგიულ ადგილზე, მიუდგომელ კლდოვან კონცხზე აგებული აწყურის ციხე იცავდა და აკონტროლებდა მტკვრის ხეობას და სამხრეთ საქართველოსთან დამაკავშირებელ გზას.

ციხის ზღუდის მაღალი კედლები, რომლებიც აღმოსავლეთ-დასავლეთის გრძივ ღერძზე გაშლილ დიდ არეს შემოფარგლავს, რთულ რელიეფს მიუყვება, სადაც ქვედა და ზედა ციხე გამოიყოფა. გალავანში ჩართულია ბურჯები და გეგმაში არასწორი გეომეტრიული ფორმის ოვალური და წაგრძელებული მოყვანილობის კოშკები. საყურადღებოა, ასევე, ციხესთან დამაკავშირებელი კამარით გადახურული გვირაბი, რომელიც დასავლეთის მხრიდან, მტკვრის სანაპიროზე გამავალი გზის პირას იწყება და ეზოს ქვედა ტერასაზე ადის.


აწყურის  ტაძრის რეაბილიტაცია მომავალ წელს დაიწყება
ფოტო: კულტურის სამინისტრო/გელა ბედიანაშვილი აწყური, 31 მაისი, 2016 წელი.


[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აწყურში  სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
აწყურის ტაძრის რეაბილიტაციას ოთხი მილიონი ლარი დაემატება
ბიძინა ივანიშვილმა აწყურის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები დაათვალიერა
აწყურის ტაძრის გუმბათის ჯვრის ბაზისი აღმოაჩინეს
აღმოჩენა აწყურში
აწყურის ტაძრის აღდგენა იწყება[Video]
აწყურის ღვთისმშობლის ხატით საზეიმო მსვლელობა გაიმართება