FM97.5 / LIVE

ტურისტული ქალაქის ტუალეტს წყალი განრიგით აქვს

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.05.2017
ქალაქ ახალციხის ცენტრალურ პარკში მდებარე საზოგადოებრივ საპირფარეშოს წყალი განრიგით მიეწოდება, დღეში მხოლოდ ოთხი საათი, ამიტომ, საპირფარეშოც ხშირად დაკეტილია.

ტურისტული ქალაქის ტუალეტს წყალი განრიგით აქვს

ახალციხის ცენტრალურ პარკში მდებარე ეს საპირფარეშო თითქმის ერთადერთია ქალაქში, რომლითაც მოქალაქეებს სარგებლობა შეუძლიათ. (თუ არ ჩავთვლით ქალაქის ბოლოში, ავტოსადგურში მდებარე ტუალეტს, რომლითაც მგზავრები სარგებლობენ და ძველი ბაზრის მიმდებარედ არსებულ საპირფარეშოს, გარე მოვაჭრეებისთვის). თუმცა, დროის უმეტესი ნაწილი ეს საპირფარეშო დაკეტილია.

ლაურა იაროშევსკი, რომელიც ამ საპირფარეშოს უვლის, ამბობს, რომ წყლის პრობლემა აქვს, – „წყალი განრიგით მოდის, დილით 2 საათი და საღამოსაც 2 საათით. ‘წყალკანალშიც’ ვიყავი და ვიცი, რომ წყლის პრობლემები რომ იყო ქალაქში, მაგის გამოა აქაც ასე“.

უწყლო ტუალეტში ღია მხოლოდ ერთი ნაწილია, რომლის დასალაგებლად ლაურა წყალს ბოთლებით ეზიდება.

„ხშირად ტაქსით, სახლიდან მოაქვს წყლით სავსე ბოთლები“, – გვეუბნება გვერდზე მდებარე ბარის მეპატრონე მარი ალავიძე.

ტუალეტი ფასიანია, შესვლა 20 თეთრია. ლაურა ამბობს, რომ ამ ფულით დასალაგებელ საშუალებებს ყიდულობს, – “ტილოა საჭირო, ფხვნილი, ამავე დროს ტაქსით რომ ვზიდავ წყალს, 8 ლარი მაგაშიც მჭირდება“.

„წყალმომარაგების კომპანიის“ სამცხე ჯავახეთის რეგიონული ფილიალის მენეჯერი ბორის სპანდერაშვილი ამბობს, რომ ქალაქის ცენტრში მდებარე ერთადერთ საზოგადოებრივ საპირფარეშოს წყალს მალე მიაწვდიან: „გაშვებული მყავს ხალხი, რომ შეამოწმონ“.

ახალციხის ცენტრალურ პარკში მდებარე სამგანყოფილებიანი საპირფარეშო (ქალების, კაცების, შშმ პირებისთვის) 2012 წელს აშენდა, მაშინ როდესაც პარკს რეაბილიტაცია უტარდებოდა.

ამ, ქალაქისთვის აუცილებელი ობიექტის შესახებ, "სამხრეთის კარიბჭე" ადრეც ხშირად წერდა.


ტურისტული ქალაქის ტუალეტს წყალი განრიგით აქვს

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ჰაერში გამოკიდებული და საწყობად ქცეული საპირფარეშო ახალციხის ცენტრში
ახალციხეში 6 თვის დაკეტილი საპირფარეშო გააღეს
ტურისტული ქალაქი საზოგადოებრივი ტუალეტის გარეშე [Photo]
ახალციხის  ციხეზე საპირფარეშო ფასიანი გახდა
უწყლობის მესამე დღე - წყალმომარაგების კომპანია ქუჩაში წყალს დაარიგებს
„ხუთსართულიანების“ დასახლებას  წყალი შეფერხებით მიეწოდება
დაბა ასპინძას  წყალს  ისევ წყალმზიდებით აწვდიან