FM97.5 / LIVE

ანტიდასავლურ კამპანია – ტრენინგი და დისკუსია ახალციხეში

მთავარისიახლე, საზოგადოება 16.05.2017
ანტიდასავლური კამპანიის ტექნიკები და ინსტრუმენტები, ასევე, მისი გამოვლენისა და მასთან ბრძოლის გზები განიხილეს დღეს, 16 მაისს, ახალციხეში, ახალგაზრდებისთვის გამართულ ტრენინგზე.

ანტიდასავლურ კამპანია – ტრენინგი და დისკუსია ახალციხეში

ტრენინგს, რომელიც ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ. ახალგაზრდებს ასოციაცია „ტოლერანტის“ წარმომადგენელი თამარ აბრამიშვილი ესაუბრა.

„რუსეთი ძალიან ბევრ მეთოდს იყენებს ანტიდასავლური პროპაგანდისთვის, მათ შორისაა არასამთავრობო ორგანიზაციები. მაგალითად, ასეთია ევრაზიის ინსტიტუტი, რომელსაც, როგორც გაირკვა, კრემლი აფინანსებს. ეს ორგანიზაცია მკვეთრად ანტიდასავლური რიტორიკით გამოირჩევა“, – ამბობს თამარ აბრამიშვილი.

სემინარზე საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევების მონაცემებიც აჩვენეს – როგორ იცვლება წლიდან წლამდე ევროკავშირისადმი პოზიტიურად განწყობილ მოქალაქეთა რაოდენობა. ამ მონაცემების მიხედვით, თუ 2013 წელს, გამოკითხულთა 85 % მიიჩნევდა, რომ საქართველო უნდა გამხდარიყო ევროკავშირის წევრი ქვეყანა, 2016 წელს ეს მაჩვენებელი 69%–ია. ტრენერმა ეს ცვლილება სწორედ ანტიდასავლურ პროპაგანდას დაუკავშირა.

„ხშირად არის დეზინფორმაცია, – მოსაზრებები იმაზე, რომ ევროპა ეს არის ქართველობის დაკარგვა, რომ ევროპა ცუდია და თუ ჩვენ მისი ნაწილი გავხდებით, ამით დავკარგავთ ქართველობას, ღირებულებებს. ესაა სიცრუე და ყველა ადამიანს აქვს უფლება, რომ მიიღოს სწორი ინფორმაცია“,– ამბობს სტუდენტი ხატია ნატრიაშვილი.

ტრენინგი და დისკუსია ახალციხეში, დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. ტრენინგი გაიმართა კამპანიის "სამოქალაქო ორგანიზაციები ევროპული საქართველოსთვის" ფარგლებში, რომელიც 8 მაისს, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის (R-CSN) წევრმა ორგანიზაციებმა, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერის მიზნით დაიწყეს. კამპანია საქართველოს 10 რეგიონში ტარდება და მასში რეგიონებში მცხოვრები სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას.

სამცხე–ჯავახეთში ტრენინგი უკვე ჩაუტარდათ ახალქალაქში, სოფელ ჩუნჩხის მოსწავლეებს. ხვალ კი შეხვედრა აბასთუმნის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის გაიმართება.

სამოქალაქო საზოგადოების ქსელი რეგიონებში მომუშავე 60–მდე ორგანიზაციას აერთიანებს. ქსელის ფასილიტაციას ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდა“.

ანტიდასავლურ კამპანია – ტრენინგი და დისკუსია ახალციხეში


[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ტრენინგი თემაზე: „ანტიდასავლური კამპანია საქართველოში“
ანტიდასავლური პოლიტიკის შესახებ ახალციხეში ტრენინგი ჩატარდა
უვიზო მიმოსვლის შესახებ ახალციხეში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ანტიდასავლური პროპაგანდის  შესახებ ახალციხეში საჯარო ტრენინგი ჩატარდება
ქალი ამომრჩევლების პრიორიტეტების გამოსავლენად კამპანია იწყება
ახალციხეში რეგიონის პრობლემებზე იმსჯელეს
ქალი ამომრჩევლების პრიორიტეტების გამოსავლენად კამპანია დაიწყო