FM97.5 / LIVE

NDI: მოქალაქეთა უმრავლესობას სურს პრეზიდენტი პირდაპირი წესით ირჩეოდეს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 15.05.2017
NDI-ის მიერ გამოკითხულთა 84 პროცენტი, პრეზიდენტის პირდაპირი წესით, ხალხის მიერ არჩევას უჭერს მხარს. მხოლოდ 9 პროცენტი ფიქრობს, რომ პრეზიდენტი ხალხის მიერ არჩეულმა წარმომადგენლობამ უნდა აირჩიოს.

NDI:  მოქალაქეთა უმრავლესობას სურს პრეზიდენტი პირდაპირი წესით ირჩეოდეს

მათგან, ვინც ასე ფიქრობს, 94 პროცენტი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრია, 83 პროცენტი – არცერთი პარტიის და 79 პროცენტი „ქართული ოცნების“.

ამავე კვლევაში საკონსტიტუციო ცვლილებებზე მეორე კითხვაცაა.

კითხვაზე: ამჟამად საქართველოს პარლამენტში 150 დეპუტატია. აქედან 77 აირჩევა მოქალაქეების მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის ხმის მიცემით, დანარჩენი 73 კი -ინდივიდუალური მაჟორიტარი კანდიდატისთვის ხმის მიცემით. როგორ ფიქრობთ, უნდა შევინარჩუნოთ თუ არა პარლამენტში მაჟორიტარი კანდიდატები?

47 პროცენტი ფიქრობს, რომ უნდა შევინარჩუნოთ, 28 პროცენტი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას უჭერს მხარს.

გამოკითხულთა 31 პროცენტი ფიქრობს, რომ მოსახლეობის საჭიროებები მაჟორიტარული სისტემით არჩეულ დეპუტატს უფრო კარგად ესმის, ვიდრე პარტიული სიით (12 პროცენტი); 29 პროცენტი კი ფიქრობს, რომ არცერთს არ ესმის. ასევე, 29 პროცენტი ფიქრობს, რომ პარლამენტის მუშაობაში არცერთი სისტემით არჩეულ დეპუტატს არ შეაქვს წვლილი.

კვლევის პოლიტიკური ნაწილი NDI–მ დღეს, 15 მაისს გამოაქვეყნა. კვლევის საველე სამუშაოები 2017 წლის 7-28 აპრილის პერიოდში ჩაატარდა. საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,493 მოქალაქე გამოიკითხა. კვლევაში ცდომილების ზღვარია 2,7 პროცენტი.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

NDI: მხოლოდ 4% ფიქრობს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება
NDI: 43% ეთანხმება ეკლესიისთვის ყოველწლიურად 25 მილიონი ლარის გამოყოფას
NDI:  60% ფიქრობს, რომ ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ
NDI : მოსახლეობა არჩევნების პროცესს  უმეტესად  დადებითად აფასებს
NDI: მოსახლეობის 33% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება
ცესკო: გიორგი კოპაძე 60.44, გელა დემეტრაძე 31. 03 პროცენტი
73% ფიქრობს, რომ ეროვნულების ჩასაბარებლად რეპეტიტორებია საჭირო — NDI