FM97.5 / LIVE

ავარიის შედეგად დაშავებული ორი ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.05.2017
გუშინ, 7 მაისს, საღამოს მომხდარი ავტოავარიისას დაშავებული სამი ახალგაზრდიდან, ორის მდგომარეობა ისევ მძიმეა.

ავარიის შედეგად  დაშავებული ორი ახალგაზრდის მდგომარეობა  მძიმეა

ორ ახალგაზრდას, რომლებიც გუშინ ღამითვე, კატასტროფის ბრიგადებმა თბილისში გადაიყვანეს, რამდენიმესაათიანი ოპერაცია ჩაუტარდათ. თუმცა ახლობლების განცხადებით, მათი მდგომარეობა ისევ მძიმეა. ერთ–ერთი ახალგაზრდა, რომლის ოპერაცია რამდენიმე საათს გრძელდებოდა, ამ დრომდე გონზე არ მოსულა.

„მდგომარეობას ართულებს ის ფაქტი, რომ ის ავარიის შემდეგ გონზე არ მოსულა, აქვს თავის ტრამვაც. დილის ათი საათისვის ექიმებმა გვითხრეს, რომ მდგომარეობა სტაბილურად მძიმეაო“, – ამბობენ ახლობლები.

რაც შეეხება, მეორე ახალგაზრდას, რომელიც თბილისში „ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალიდან“ გადაიყვანეს, ისევ ნარკოზის ქვეშ, მართვით სუნთქვაზე რჩება.

დაშავებული მესამე ახალგაზრდა კი „ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში“ აგრძელებს მკურნალობას. სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია და სტაციონალურ მკურნალობას გადის. ახალგაზრდას ქირურგიული ჩარევა არ დასჭირვებია.

შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაოშემთხვევა ახალციხე–ასპინძის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ რუსთავთან გუშინ, 7 მაისს, დაახლოებით 17:00 საათისთვის მოხდა. „ტოიოტას“ მარკის მსუბუქი ავტომობილი გზაზე მოცურდა გადავარდა.

შემთხვევაზე ძიება 276–ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ავარიის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა დასტაბილურდა
სოფელ რუსთავთან ავარიის გამო სამი ახალგაზრდა  დაშავდა
ავარიის შედეგად დაშავებული ორი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა
რუსთავთან ავარიის შედეგად დაშავებული ქალი თბილისში გადაიყვანეს
ფარეხასთან ავარიის შედეგად დაშავებული მკურნალობას თბილისში გააგრძელებს
ასპინძაში დაშავებული მოზარდის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
ფარეხის გზაზე ავარიისას დაშავებული ქალის მდგომარეობა მძიმეა