FM97.5 / LIVE

სოფელ ჭობარეთში ინგრევა ოდა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია [Photo]

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.05.2017
ასპინძაში, სოფელ ჭობარეთში, ზედგინიძეების მესხური ოდა, რომელსაც ხუთი წლის წინ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, ინგრევა.

სოფელ ჭობარეთში ინგრევა ოდა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია [Photo]

მესხური ოდა, „მერცხლის ბუდური“ დარბაზით, „საციო სახლითა“ და ფურნით, სოფლის ცენტრში დგას. ამ ოდაში ზედგინიძეების გვარის შთამომავალი, 2011 წლამდე ცხოვრობდა. ახლა ძველი ოდის კარს დიდი, ჟანგმოდებული რკინის ბოქლომი ადევს. ოთახში სიბნელე და ნესტია.

„ზედგინიძეები თავადები იყვნენ, ფულიც ჰქონდათ და საშუალებაც იმის, რომ კარგი ოდა ჰქონოდათ“, – ამბობს 48 წლის ლალი ლეკიშვილი, რომელიც ზედგინიძეების შთამომავალია და წლების განმავლობაში ამ ოდაში ცხოვრობდა, – „ბოლოს დეიდაჩემი, იულია ზედგინიძე ცხოვრობდა, ოდის ნაწილი ჩამოინგრა და სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად“, – აგრძელებს და მეზობლის გოგონას ერდოზე ჩამოფარებული ფიცრის ახდას სთხოვს. ოდაში სინათლე იჭრება.

სოფელ ჭობარეთში ინგრევა ოდა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია [Photo]

„ისეა ერდო მოწყობილი, რომ პატარა ფანჯრიდან, რომელიც ჭერზეა გაკეთებული მზის სხივი ყველა კუთხეს ხვდება. ეს ოდა 9 კოჭიანია და დაახლოებით 25 კვადრატული მეტრია. ოთახი გალესილი და შეღებილია, პირვანდელი სახე არ აქვს შემორჩენილი“, – ამბობს ლალის მეუღლე.

ოთახში ყველაფერი ისევ ისეა, როგორც მაშინ,ბინადრები რომ ჰყავდა. ოთახში ხის მაგიდა–სკამები დგას. იქვე შავი ჩოხა და ხალიჩა ჰკიდია. ჩოხასაც და ხალიჩასაც თავისი ისტორია აქვს.

„ეს ჩოხა პაპაჩემს ეკუთვნის, 106 წლის იყო, როცა გარდაიცვალა. დღემდე ხელუხლებლად ჰკიდია. აქ ყველაფერი ისეა, როგორც ადრე, მაგრამ ინგრევა, წყალი ჩამოდის“, – სინანულით გვეუბნება ლალი.

სოფელ ჭობარეთში ინგრევა ოდა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია [Photo]

ათწლეულებს ითვლის ხალიჩაც, რომელზეც, ერთმანეთის გვერდიგვერდ, ყველა იმ ადამიანის შავ–თეთრი ფოტოა, ვისაც ოდესმე ამ ოდაში უცხოვრია.

ოთახში, რომელსაც ლალი ლეკიშვილის თქმით, „საცივო ოთახს“ ეძახდნენ, დღემდე დგას ორი დიდი ზომის ხის ამბარი. ლალი ამბობს, რომ აქ ტონობით ქერსა და ხორბალს ინახავდნენ.

სოფელ ჭობარეთში ინგრევა ოდა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია [Photo]
ფქვილის შესანახი ოთახი


ოთახში ერთ მხარეს მესხური ფურნეა, მეორე მხარეს კერა, სადაც გამუდმებით ცეცხლი ენთო, გასათბობად და კერძების მოსამზადებლად.

სოფელ ჭობარეთში ინგრევა ოდა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია [Photo]
ფურნე

84 წლის ნინა ინასარიძეს მუდამ სტუმრიანი და ხმაურიანი მეზობლების ოდა კარგად ახსოვს. ამბობს, რომ შენობის ერთი ოთახი წლების განმავლობაში სკოლის ფუნქციას ითავსებდა,მოგვიანებით კი სოფლის ექიმის კაბინეტი იყო.

„აქ ვედრით წყალი იდგა. მახსოვს, ჩემს ბავშვობაში, გაკვეთილზე მელნით დასვრილ ხელებს ამ ვედრით ვიბანდით. ისე მახსოვს, როგორც დღევანდელი დღე“, – ამბობს ნინა ინასარიძე და გათლილ ქვას გვაჩვენებს, სადაც ნახევარი საუკუნის წინ წყლის ვედრო იდგა.

სოფელში ამბობენ, რომ ზედგინიძეები, სხვა ადგილობრივებთან შედარებით, ყველაზე კარგად ცხოვრობდნენ. ამიტომ არის მათი ოდა ყველაზე დიდი და გამორჩეული. ადგილობრივების თქმით, სოფელში წლების განმავლობაში ტურისტები ამ ოდის სანახავად დადიოდნენ. ახლა აღარც მნახველია და თითქმის განადგურებული შენობის ბედით, არც არავინ ინტერესდება.

სოფელ ჭობარეთში ინგრევა ოდა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია [Photo]

„ორ წელსაც ვერ გაუძლებს, ჩამოინგრევა. მხოლოდ ერთი ოთახია შემორჩენილი პირვანდელი სახით“, – გვიხსნის ლალი.

„გადახურვა გვინდოდა, მაგრამ უფლება არ მოგვცეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს და უფლება არ გაქვთო. ინგრევა და კაციშვილი ხელს არ კიდებს. ეთნოგრაფიულ მუზემუში გააკეთეს ამის ასლი, რაბათშიც ჩვენი ოდის ასლია. წლების წინ ამ ოდის წაღება უნდოდათ, მაგრამ არ გავატანეთ. ვერც შეძლებდნენ, რადგან ძალიან ძველია“, – საუბარში გვერთვება ლალის მეუღლე.

ასპინძის ააიპ „შოთა რუსთაველის სახელობის სახალხო მუზეუმის“ მთავარი სპეციალისტის კახა ზედგინიძის განმარტებით, ზედგინიძეების მესხურ ოდას, 2012 წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. მასთან ერთად, ამ სოფელში ძეგლის სტატუსი კიდევ სამ ოდას აქვს.

კახა ზედგინიძე ამბობს, რომ მიუხედავად ამ სტატუსისა, ამ ეტაპზე ოდის რეაბილიტაცია დაგეგმილი არ არის: „სამომავლოდ შესაძლებელია. მას შემდეგ რაც იულია ზედგინიძე გარდაიცვალა, ამ ოდას ბევრი პატრონი გამოუჩნდა, ამიტომ, ჯერ ვერაფერს ვერ ვგეგმავთ, ეს კერძო საკუთრებაა".

რამდენად გაუძლებს დროს ზედგინიძეების მერცხლის ბუდისებრი ოდა, არავინ იცის. არადა, ამ სოფელში ეს ერთადერთი განსხვავებული ოდაა, დანარჩენი ყველა ერთმანეთს გავს და დაბალჭერიანია.

სოფელ ჭობარეთში ინგრევა ოდა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია [Photo]

სოფელ ჭობარეთში ინგრევა ოდა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია [Photo]

სოფელ ჭობარეთში ინგრევა ოდა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია [Photo]


სოფელ ჭობარეთში ინგრევა ოდა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია [Photo]

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პავლე ათუნაშვილი ვალეში მესხური ოდის რეაბილიტაციისთვის ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს
სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]
მზითევი, ‘უმძრახობის’ ტრადიცია და ცხოვრება მესხურ ოდაში [Photo/Video]
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი საროში კიდევ ერთ დარბაზს მიენიჭა
ხმა სოფლიდან: ცხოვრება მესხურ ოდაში [Audio]
ორსაუკუნოვანი მესხური დარბაზები ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]
მესხურ ყველ 'ტენილს' არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა