FM97.5 / LIVE

სად და რა ფასად შეიძენთ სააღდგომო პროდუქტს

მთავარისიახლე, ეკონომიკა 14.04.2017
16 აპრილს ქრისტიანული სამყარო აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს. სააღდგომო სუფრისთვის მზადება უკვე დაწყებულია, განსაკუთრებული მოთხოვნაა კვერცხსა და სააღდგომო პასქაზე.

სად და რა ფასად შეიძენთ სააღდგომო პროდუქტს

მთავარი, რაც სააღდგომო სუფრაზე უნდა იყოს, შეღებილი კვერცხია. უმეტესობა კვერცხ წითლად ღებავს, შესაბამისად, ახალციხის ბაზარში, აღდგომამდე ორი დღით ადრე, ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი კვერცი და მისი შესაღები საშუალებებია.

ბაზარში კვერცხის ფასი 27 თეთრიდან იწყება. ქარხნული კვერცხი 27–დან 30 თეთრამდე მერყეობს, შინაური კვერცხი კი 40 თეთრია. გაცილებით ძვირია ციცრის კვერცხი, მისი ფასი 1,5 ლარიდან იწყება.

კვერცხის შეძენა არამხოლოდ ბაზარში, სასურსათო მაღაზიებშიც შეგიძლიათ. თუმცა, ახალციხის მაღაზიების უმეტესობაში მხოლოდ ქარხნული კვერცხი აქვთ.

სად და რა ფასად შეიძენთ სააღდგომო პროდუქტს

კვერცხის შესაღებად უმეტესწილად მცენარე ენდროს ფესვებს იყენებენ. ბაზარში ენდროს სიჭარბეა. ერთი კონის ფასი 70 თეთრიდან 1 ლარამდეა. მყიდველები ენდროს რამდენიმე კონას ყიდულობენ. ენდროს ბაზარშიც შეიძენთ და ახალციხის ცენტრში, ყოფილი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, გარემოვაჭრეებთანაც.

ბოლო პერიოდში კვერცხის შესაღებად ფხვნილებსაც იყენებენ. ფხვნილი არის წითელიც და სხვა ფერებიც. ერთი კოლოფი წითელი ფხვნილი 50 თეთრია. თუ კვერცხის სხვა ფერად შეღებვა გსურთ, ექვსფერიანი შესაღები ფხვნილი შეგიძლიათ იყიდოთ, მისი ფასი 2 ლარია.

სად და რა ფასად შეიძენთ სააღდგომო პროდუქტს

ბოლო წლებია ტრადიციად იქცა, რომ სუფრას აუცილებლად უნდა ამშვენებდეს სააღდგომო პასქა. პასქის ფასები მის წონაზეა დამოკიდებული. ყველაზე პატარა პასქას 1,50 ლარად შეიძენთ, ყველაზე მაქსიმალური ფასი კი 7,50 ლარია.

პასქები ძირითადად სასურსათო მაღაზიებში იყიდება.

სად და რა ფასად შეიძენთ სააღდგომო პროდუქტს

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სააღდგომო ფასები ახალციხის ბაზარში [Photo]
სააღდგომო ფასები ბაზარში [Photo]
სად და რა ფასად შეიძენთ ახალციხეში ხელოვნურ ნაძვის ხეს
სად და რა ფასად შეიძენთ ახალციხეში ხელოვნურ ნაძვის ხეს და სათამაშოებს [ფოტო]
რა უნდა იყოს სააღდგომო სუფრაზე [Video]
სააღდგომო მზადება [Photo]
სეს & FAO: საეჭვო ადგილებში კვერცხის და ხორცის შეძენისაგან თავი შეიკავეთ