FM97.5 / LIVE

ფრედ დასრულებული პირველი საშინაო მატჩი

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.04.2017
13 აპრილს, ახალციხის მიხეილ იაძის სახელობის სტადიონზე ,"ფეხბურთის აკადემია მესხეთმა" პირველი საშინაო მატჩი გამართა. ‘მესხეთსა’ და საქართველოს უნივერსიტეტის გუნდს შორის თამაში ფრედ, 1:1 დასრულდა.

ფრედ დასრულებული პირველი საშინაო მატჩი

საქართველოს პირველობის რეგიონალური ლიგის „გ“–ე ჯგუფის მეოთხე ტურის შეხვედრა დასაწყისიდანვე დაძაბული იყო. საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი შეტევაზე გადავიდა და პირველი ბურთიც შეაგდო კარებში, თუმცა მესხეთმა ანგარიში მალევე გაათანაბრა.

თამაშის ორივე ტაიმიის განმავლობაში ფეხბურთელები უპირატესობის მოპოვებას ცდილობდნენ და ბევრჯერ შექმნილი საგოლე მომენტების მიუხედავად, საბოლოოდ ანგარიში ფრედ – 1:1 დასრულდა.

„მოგება გვინდოდა, რა თქმა უნდა, მაგრამ მოწინააღმდეგეც ძლიერი იყო“, – ამბობს „მესხეთის“ მოთამაშე ალექსი მაისურაძე.

ეს მესხეთის პირველი საშინაო მატჩი იყო. წინა სამი თამაში გუნდმა არასახარბიელო შედეგით დაასრულა.

როგორც „მესხეთის“ მწვრთნელი გელა მაისურაძე ამბობს, ელოდა, რომ 3 ქულას მიანც მოიპოვებდნენ: „ბიჭები შეუპოვრად იბრძოდნენ, მაგრამ მაინც ფრედ დასრულდა“.

ამ თამაშით ორივე გუნდმა მხოლოდ თითო ქულა ჩაიწერა. ორივე გუნდი ჩემპიონატის ბოლო ადგილზე იმყოფება. მხოლოდ მომავალი მატჩები აჩვენებს , რომელი გუნდი დატოვებს რეგიონალურ ლიგას. საქართველოს პირველობის რეგიონალურ ლიგაში 22 შეხვედრა გაიმართება.

„მესხეთს“ მომავალი თამაში 21 აპრილს, თბილისში აქვს. „მესხეთი“ თბილისის „ლოკომოტივს“ შეხვდება.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'მესხეთმა' მეორე საშინაო მატჩში წარმატება მოიპოვა
სატურნირო ცხრილში ,,მესხეთმა“ მერვე ადგილზე გადაინაცვლა
,,მესხეთმა“  მესამე წარმატებული მატჩი ჩაატარა
გარდამავალი ჩემპიონატი ფეხბურთში დასრულდა
‘მესხეთმა’ გადამწყვეტი მატჩი მოიგო - რეგიონული ლიგა დასრულდა
ახალციხის ‘სამცხემ’ ახალქალაქის ‘აბულთან’ ფრედ ითამაშა
გუნდი ‘ტაო’ 9 მარტს საშინაო მატჩს გამართავს