FM97.5 / LIVE

ახალციხის მერიამ 13 პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 06.03.2017
ქალაქ ახალციხის მერიამ საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი დღეს, 6 მარტს გამოაცხადა. მსურველებს ელექტრონულად განცხადების გაგზავნა 15 მარტამდე შეეძლებათ.

ახალციხის მერიამ 13 პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა
მას შემდეგ რაც ახალციხეს ახალარჩეული მერი ჰყავს კონკურსი საჯარო მოხელეთა შესარჩევად პირველად გამოცხადდა. თვითმმართველობაში დასაქმების მსურველები კონკურსის მხოლოდ ორ ეტაპს, დოკუმენტების შერჩევასა და გასაუბრებას გაივლიან. ტესტირების ჩაბარება აპლიკანტებს აღარ მოუხდებათ.

საკონკუროს კომისიის ახალი თავმჯდომარე, ქალაქის მერი ვლადიმერ ძედგინიძეა.

ახალციხის მერიაში, საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი შემდეგ პოზიციებზე გამოცხადდა:

სპეციალისტი მატერიალურ–ტექნიკურ საკითხებში (თანამდებობრივი სარგო 520 ლარი);

მთავარი სპეციალისტი არქიტექტურის საკითხებში (თანამდებობრივი სარგო 580 ლარი);

მთავარი სპეციალისტი საქმისწარმოების საკითხებში (თანამდებობრივი სარგო 580 ლარი);

სივრცითი მოწყობის და არქიტექტურის განყოფილების უფროსი (თანამდებობრივი სარგო 800 ლარი);
შესყიდვების განყოფილების უფროსი (თანამდებობრივი სარგო 800 ლარი);

ეკონომიკის დაგეგმვის, სტატისტიკისა და მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების უფროსი (თანამდებობრივი სარგო 800 ლარი);

უფროსი სპეციალისტი მშენებლობის ზედამხედველობის საკითხებში (თანამდებობრივი სარგო 540 ლარი);

საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი (თანამდებობრივი სარგო 800 ლარი);

მუნიციპალური ზედამხედველობის განყოფილების უფროსი (თანამდებობრივი სარგო 800 ლარი);

მთავარი სპეციალისტი საქმისწარმოების და კადრების საკითხებში (თანამდებობრივი სარგო 580 ლარი);

მთავრი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში (თანამდებობრივი სარგო 580 ლარი);

მთავარი სპეციალისტი მონიტორინგის, შიდა კონტროლის საკითხებში (თანამდებობრივი სარგო 580 ლარი);

ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების უფროსი (თანამდებობრივი სარგო 800 ლარი);

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძაში საჯარო მოხელეთა შესარჩევ კონკურსში განცხადებების მიღება სრულდება
ასპინძის მერიამ 11 პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა
ახალციხის მერია 13 პოზიციაზე კონკურსს აცხადებს
ადიგენის  გამგეობა 7 თანამშრომლის შესარჩევად კონკურსს აცხადებს
ახალციხის გამგეობაში საჯარო მოხელეებს ტესტირების გარეშე შეარჩევენ
ასპინძის გამგეობამ ახალი თანამშრომლების შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა
ბორჯომის მერიამ 11 პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა