FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთის რომელ სკოლას არ ჰყავს პირველკლასელი

მთავარისიახლე, განათლება 23.09.2019
სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით, 206 სკოლიდან პირველკლასელი მოსწავლეები ცხრა საჯარო და ერთ კერძო სკოლას არ ჰყავს. ასეთი სკოლების უმრავლესობა ჯავახეთში მდებარეობს.

სამცხე–ჯავახეთის რომელ სკოლას არ ჰყავს პირველკლასელი

2019 წლის 13 მაისის მდგომარეობით, ახალ სასწავლო წელს პირველკლასელი არ დარეგისტრირებულა ახალქალაქის ოთხ, ნინოწმინდის სამ, ბორჯომის ორ და ახალციხის ერთ სკოლაში.

ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრების ინფორმაციით, იმ დასახლებებში, რომელთა საჯარო სკოლებსაც წელს პირველკლასელები არ ეყოლებათ, მოსახლეობა ნაკლებია და შესაბამისი ასაკის ბავშვები არ არიან.

„მოსახლეობა ისედაც ცოტაა. ამიტომ სოფლებში, ფაქტობრივად, ბავშვები არ არიან“, – გვითხრა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა ტერეზა ჩივჩიანმა.

ამავე მიზეზს ასახელებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი დათო ზედგინიძე: „ამ სოფლებში სკოლები მცირეკონტიგენტიანია, მოსახლეობაც არაა. შეიძლება, ამ ეტაპზე, არაა პირველკლასელი, მაგრამ შესაძლებელია პირველი კლასი ნებისმიერ მომენტში გაიხსნას, თუ სკოლაში განცხადება შევა“.

გთავაზობთ იმ სკოლების ჩამონათვალს, სადაც პირველკლასელები არ დარეგისტრირებულან:

1. სსიპ - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აფნიის საჯარო სკოლა
2. სსიპ - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალხოს საჯარო სკოლა
3. სსიპ - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ თახჩის საჯარო სკოლა
4. სსიპ - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნჩხის საჯარო სკოლა

5. სსიპ - ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ თისელის საჯარო სკოლა

6. სსიპ - ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლითის საჯარო სკოლა
7. შპს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ბორჯომის კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა (კერძო)

8. სსიპ - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ვლადიმიროვკის საჯარო სკოლა
9. სსიპ - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების სკოლა
10. სსიპ - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სპასოვკის №2 საჯარო სკოლა

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მედალოსანი მოსწავლეები სამცხე–ჯავახეთიდან
უამინდობის გამო ნინოწმინდის ორ სკოლაში სწავლა შეჩერებულია
ახალციხის 8 სკოლაში 421 პირველკლასელი მივიდა
ახალქალაქის ერთ სკოლაში 16 სექტემბერს სწავლა არ დაიწყება
სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ფაკულტეტები ცნობილია
სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლაში covid-19 პედაგოგს დაუდასტურდა
სამცხე–ჯავახეთის სკოლების ჩამონათვალი, სადაც სწავლა სამი დღით შეწყდა